თუ ისევ მოითხოვთ ‘Like’-ებს Facebook-ზე, მწარედ “მოგხვდებათ” | |
თუ თქვენი Facebook გვერდის ადმინისტრატორი პირდაპირ მოითხოვს პოსტების გაზიარებას და მოწონებას, ან ერთი და იგივე პოსტის რამდენჯერმე გამოქვეყნებას, ის დროა კარგად დაფიქრდეთ. Facebook აცხადებს, რომ მათ ახალ მისიას წარმოადგენს News Feed-ის სპამებისგან გასუფთავება. ამის მთავარი მიზანი არის მკითხველისთვის მხოლოდ მისთვის შესაბამისი კონტენტის ჩვენება. მიგაჩნიათ რომ თქვენი Facebook გვერდი ბევრ სპამს მოიცავს? მოდით პირველ რიგში განვსაზღვროთ რას მიიჩნევს Facebook სპამად, რათა თავიდან აირიდოთ დაჯარიმება და ტრაფიკის გაქრობა. არსებობს სამი კატეგორიის სპამი რომლის News Feed-ში არსებობასაც ებრძვის ამჟამად Facebook. პირველი მათგანი, იგივე “like-baiting”, წარმოადგენს მკითხველებისთვის პირდაპირ მოთხოვნას მოიწონონ გვერდი ან გააზიარონ პოსტი “უფრო მეტი მკითხველის/მნახველის მოსაზიდად ვიდრე ამ თხოვნის გარეშე მიიღებდა პოსტი”. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოსტები მეტ ჩართულობას იწვევს, Facebook ამბობს რომ ისინი 15%-ით ნაკლებად შეესაბამება მკითხველის ინტერესებს ვიდრე სხვა ჩვეულებრივი პოსტები, რომლებსაც საკუთარი სურვილით იწონებს და აზიარებს მკითველი. Facebook ასევე მიადგება გასაწმენდად “ხშირად გაზიარებულ კონტენტს”. მიუხედავად იმისა, რომ კონტენტის ხშირი გაზიარება წახალისებულია Facebook-ზე, კომპანია აცხადებს რომ მომხმარებლები ხშრად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ბრენდების მიმართ, რომლებიც მრავალჯერ აქვეყნებენ ერთი და იგივე ფოტოს ან ვიდეოს. და ბოლოს, Facebook ასევე მიხედავს სპამიან ბმულებს. ეს შეეხება იმ გვერდებს, რომლებიც აქვეყნებენ “მცდარი ტექსტის და ფოტოს შემცველ პოსტებს, რათა უბიძგონ ადამიანებს გადავიდნენ ისეთ ვებ-გვერდზე, რომელიც მხოლოდ რეკლამებს მოიცავს”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეწყვიტეთ Facebook-ის მომხმარებლების შეწუხება და გაღიზიანება, ეს თქვენს ბიზნესს სასიკეთოდ არ წაადგება. Facebook ამბობს, რომ სპამების რეგულარული გამავრცელებელი ნელნელა შეამჩნევს მკითხველების/მნახველების რაოდენობის კლებას თავის გვერდზე. ხოლო, ის გვერდები, რომლებიც არ გააღიზიანებენ მომხმარებლებს გაზიარების და მოწონების თხოვნებით, მალე იხილავენ მათი მნახველების რაოდენობის ზრდას, რომელსაც აქამდე მეტნაკლებად ზღუდავდა გვერდის ადმინისტრაცია რეკლამიდან შემოსავლის გასაზრდელად. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/21 , 19:16 კატეგორია: ინტერნეტი და ტექნიკა ნანახია: 841-ჯერ ავტორი: Administrator |