წარმოუდგენლად გიჟური კარიერული რჩევები | |
ერთდროულად დამაინტრიგებელი და მამოტივირებელია, ის თუ როგორ იწყებდნენ, დღეს უკვე წარმატებული ადამიანები. დამაინტრიგებელი იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით აღმასრულებელი დირექტორი, როგორ ხდება აღმასრულებელი დირექტორი. მამოტივირებელი იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით რომ ძლევამოსილი ადამიანები, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი საიდანღაც იწყებდნენ. სკოლაში სწავლის პერიოდში, მუდმივად გვისვამენ შემაწუხებელ შეკითხვას — თუ რა გვინდა რომ გამოვიდეთ, როცა გავიზრდებით. უმეტესობა ჩვენგანს, ასეთ პატარა ასაკში არ გვქონია ზუსტი პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, ზუსტი მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვა. თუმცა, იქნებ ეს სულაც არ არის ერთადერთი გზა, რომელსაც წარმატებამდე მივყავართ? Linkedin-ის ჯგუფმა გადაწყვიტა იმ ხალხის შემოკრება, რომლებიც დღეს წარმატებულები არიან, თუმცა აქვთ განსხვავებული წარსული და ინტერესები. მათ ისაუბრეს ლიდერობაზე, მენეჯმენტზე და საკუთარი ინდუსტრიის სტრუქტურაზე. მათ დაუსვეს ერთი კითხვა: როგორ მიაღწიეს არსებულს და რისი მიღწევა სურდათ? ვიდეო ინტერვიუების ფარგლებში, Linkedin-ის აღმასრულებელი რედაქტორი – დანიელ როტი, თავის ინდუსტრიაში 9 გავლენიან ადამიანს თავიანთ პირად და საქმიან სახეცვლილებებსა, და იმ პერიოდზე ესაუბრა, როდესაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ამას ვერ შეძლებდნენ. ეს ადამიანები, აღწერენ თავიანთ გავლილ ეტაპებს და გვიზიარებენ არაორდინალურ რჩევებს, რომლებიც ჩვენს საქმიან და პირად ცხოვრებაში გამოგვადგება.
როდესაც მარცხი, შენს ყველაზე დიდ ძალად იქცევა ამერიკელი ბიზნეს ლედი, სპიკერი და ტელე–პერსონა, ბარბარა კორკორანი სიამაყით აღნიშნავს, რომ სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა. ის ამბობს, რომ ახალგაზრდობაში განცდილმა წარუმატებლობებმა მისცეს ის შინაგანი ძალა, რამაც შემდგომში წარმატებული გახადა.
პერსონალური ფინანსური მრჩეველი, სიუზ ორმანი, აღნიშნავს რომ მას C_ზე მაღალი შეფასება, არასდროს ჰქონია, მას არ უყვარდა კითხვა და ჰქონდა სიტყვით გამოსვლის პრობლემა. ის ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მიმტანობა მოუწევდა და მაქსიმუმი რის მიღწევასაც, ცხოვრების ბოლოს შეძლებდა — საკუთარი რესტორნის ფლობა იყო. არასწორად ჩადებულმა ინვესტიციამ, იგი საბოლოოდ ფინანსების სამყაროში მიიყვანა.
როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი გასაკეთებელი უკვე გააკეთეთ… მაიკლ პოველი — ამერიკის ეროვნული საკაბელო და ტელეკომუნიკაციების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, მაგრამ იყო დრო, როდესაც იგი ამერიკის არმიაში, სამხედრო ოფიცრად მუშაობდა და ცხოვრობდა წინასწარ დაგეგმილი ცხოვრებით. მაგრამ მოულოდნელად, ერთ-ერთ საწვრთნელ დავალებაზე, ხერხემლის დაზიანებით, გერმანიის საავადმყოფოში მოხვდა, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
სალი კრავჩუკი ვოლ სტრიტზე, ყევლაზე ძლევამოსილი სახელია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ის ფიქრობდა, რომ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.
როდესაც თვითგამორკვევას მომავლისკენ მიყავხართ ქეთ კოული ამერიკული ცომეული ნაწარმის ქსელის (Cinnabon) პრეზიდენტია, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ კარიერა მიმტანობით დაიწყო. მოვლენები სწრაფად განვითარდა, ქათმის ფრთებით მომსახურეობის შემდეგ, ჯერ კორპორაციულ ოფისში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი მისი დირექტორი გახდა.
სერ მარტინ სორელი სარეკლამო ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული სახელია. მისი მშობლები რუსი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ლონდონში 1899 წელს ჩავიდნენ, ისე რომ ინგლისურად არც საუბრობდნენ. როგორც დედისერთამ, სორელმა პასუხისმგებლობის ზეწოლა მალე იგემა.
კარლოს გოსნი, ცოცხალი ლეგენდაა , რომელმაც 2000 წლის დასაწყისში ნისანის მარკა აღადგინა. ნისანის და რენოს აღმასრულებელ დირექტორს სჯერა რომ მრავალფეროვნება სასარგებლოა. წარმოშობით ბრაზილიელს, ლიბანში გადაბარგებულს და ამჟამად პარიზში მცხოვრებს, გამოცდილება ალაპარაკებს.
როდესაც იცით, თუ რა არის თქვენი ვნება ჯიმ კიმმა, საკუთარი კარიერა ექიმობით დაიწყო. შემდგომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გადაინაცვლა, იყო დართმუზის კოლეჯის, ახლა კი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა, სწორხაზოვნად არ განვითარდა, მან მოახერხა და ეს ყოველივე მის ძირითად ინტერესებს მოარგო.
პან გი მუნი აღიზარდა ომის დროს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინახა თუ როგორ ეხმარებოდა ამერიკა მის ქვეყანას, სამხრეთ კორეას ხელახლად აშენებაში. სკოლაში სწავლისას იგი აირჩა კორეელ წარმომადგენლად, რომელიც ამერიკაში ვიზიტს, თეთრი სახლის მონახულებას და პრეზიდენტ კენედისთან შეხვედრას შეძლებდა. დღეს, როგორც გაეროს გენერალური მდივანი, იგი ხვდება მსოფლიო ლიდერებს.
მთავარი რამ, რისი სწავლაც გავლენიანი ადამიანებისგან შეგვიძლია, არის ის, რომ არ არსებობს წარმატების მზა რეცეპტი. მაგრამ იმის გაცნობიერება თუ საიდaან სად მივიდნენ ეს ადამიანები, ბევრ ჩვენგანს აუმაღლებს მოტივაციას.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 15:03 კატეგორია: ბიზნესი ნანახია: 900-ჯერ ავტორი: Administrator |