ტრაგიკული ირონია – ინოვატორები, რომლებიც თავიანთ გამოგონებებს ემსხვერპლნენ | |
ინოვაცია, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ეკონომიკური ზრდისა და მწარმოებლურობის ძირითად სტიმულს წარმოადგენს. გასაკვირი არ არის, რომ ხშირად სწორედ ინოვატორები ხდებიან თავიანთი გამოგონების პირველი გამომცდელები და მათ შორის, ალბათ ძალიან ცოტას სჯერა, რომ საკუთარი ქმნილება ყველაზე დიდ სასიკვდილო საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს. წარმოგიდგენთ მოკლე ნუსხას იმ გამოჩენილი მეცნიერებისა და ინჟინრების, რომლებიც საკუთარი უნიკალური იდეების განხორციელებას ემსხვერპლნენ:
1. Stanley Motor Carriage Company-ს თანადამფუძნებელმა მანქანა ხის მორებზე დალეწა 1896 წელს ფრანცის ედგარ სტენლიმ და მისმა ტყუპისცალმა ძმამ, ფრილანდ ოსკარ სტენლიმ შექმნეს ავტომომობილი Stanley Steamer. 1906 წელს მათ მოხსნეს მსოფლიო რეკოდრი – ერთი მილი 28,2 წამში გადალახეს. ეს ნიშნავს, რომ მათმა ავტომობილმა 205 კმ/სთ. სიჩქარე განავითარა. 1918 წელს ძმებმა გაყიდეს თავიანთი ბიზნესი. მოგვიანებით, იმავე წელს, ფრანცისს საკუთარი ავტომობილის საჭეს მართვისას, დაბრკოლებისათვის თავის არიდების მიზნით საჭის მკვეთრი მოტრიალება მოუხდა. ავტომანქანა შეშის მორებს დაეჯახა და გადატრიალდა. ფრენცისისასთვის ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. 2. საჰაერო ბურთის გამომგონებელი ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას დაიღუპა ექსტრემალი ჟან ფრანსუა პილატრ დე როზიერი პირველი მოხალისე იყო, რომელმაც 1783 წელს საჰაერო ბურთით პირველი ფრენა განახორციელა (მარკიზ დ’არლანდთან ერთად). ფრენამ მას საერთაშორისო წარმატება მოუტანა. მოგვიანებით, ორმა იღბლიანმა მას ეს დიდება წაართვა, გახდნენ რა პირველები, რომლებმაც საჰაერო ბურთით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინეს. მათ ფრენას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია – ისინი თითქმის ჩაიძირნენ. პილატრ დე როზიერი შურმა შეიპყრო და პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი საჰაერო ბურთი Rozière balloon შექმნა. საუბედუროდ, როზიერის ცდა გადაელახა ლა-მანში საჰაერო ბურთით, ტრაგედიით დასრულდა. ის ფრენისას დაიღუპა.
3. მეცნიერებმა, რომლებიც ნიუ-მექსიკოს საიდუმლო ლაბორატორია „ომეგა“-ში მუშაობდნენ, რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღეს. 1946 წელს, რვა მეცნიერი ლუის სლოტინის და ალენ კლაინის ჩათვლით, მუშაობდნენ ექსპერიმენტზე, რომელსაც ჯაჭვური რეაქციის ინიცირება უნდა მოეხდინა: ის მაქსიმალურად დააახლოვებდა ბერილიუმით დაფარულ ორი ნახევარსფეროს და მოახდენდა პლუტონიუმის კონვერტაციას კრიტიკულ მდგომარეობამდე. სლოტინსა და მის ჯგუფს ეს ექსპერიმენტი უკვე სულ მცირე 24-ჯერ მაინც ჰქონდათ განხორციელებული, მაგრამ სწორედ იმ კონკრეტულ მომენტში, სახრახნისმა, რომელიც ორ ნახევარსფეროს ერთამენთის შეხებისგან იჭერდა, ვერ გაუძლო და ორი ნახევარსფერო შეერთდა, რის შედეგადაც რადიაციის მომაკვდინებელი დოზა გაიფრქვა. სლოტინი შემთხვევიდან 9 დღეში გარდაიცვალა.
4. ბალოკის საბეჭდმა მანქანამ გამომგონებელს ფეხი მოტეხა, რის შედეგადაც მას განგრენა განუვითარდა და ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 1863 წელს უილიამ ბალოკმა როტაციული საბეჭდი მანქანის გაუმჯობესებული ვერსია გამოიგონა. ეს იყო პირველი თანამედროვე პრესის საბეჭდი დანადგარი. 1867 წელს მას ფეხი მოყვა საბეჭდი მანქანის გადამცემ კბილანებში, რის შედეგადაც განგრენა განუვითარდა. გამოგმონებელი ფეხის ამპუტრებისას, ოპერაციის პროცესში გარდაიცვალა.
5. კაცი, რომელიც ჯოგინგის პოპულარიზაციას ეწეოდა, დილით მორიგი გარბენის დროს გარდაიცვალა ჯეიმს „ჯიმ“ ფიქსმა ჯოგინგის პოპულარიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა ფიტნესის შესახებ. მათ შორის ‘The Complete Book of Running’. ის ძლიერი გულის შეტევით გარდაიცვალა, დილით, ერთ-ერთი მორიგი ვარჯიშის დროს. ფიქსი ძირითადად დაკავებული იყო ჯოგინგით იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ძალიან ღელავდა გულის დაავადებების მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე. ფიქსის მამას გულთან დაკავშირებული პრობლემები 35 წლის ასაკიდან დაეწყო, რის შემდეგაც 43 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
6. „ბოლშევიკი“ -ს ერთ-ერთ თანადამფუძნებელს სჯეროდა, რომ მარადიული ახალგაზრდობის მიღწევა სისხლის გადასხმის საშუალებით შეეძლო… თუმცა ის ერთ-ერთი ასეთი პროცედურის შედეგად გარდაიცვალა ალექსანდრე ბოგდანოვი ვლადიმირ ლენინთან ერთად ბოლშევკური პარტიის თანადამფძნებელი იყო. რევოლუციამდე, 1909 წელს ის პარტიიდან გარიცხეს. ბოგდანოვი დაკავდა მეცნიერებით, მედიცინითა და ფსიქიატრიით. ამ სამი დარგის გაერთიანებითკი საკუთარი დარგიც შეიმუშავა – ტექტოლოგია. 1920 წელს ბოგდანოვმა მარადიული ახალგაზრდობის მიღწევის ან სულ მცირე ნაწილობრივ გაახალგაზრდავების მიზნით სისხლის გადასხმის ექსპერიმენტირება დაიწყო. მან სტალინიც კი დაარწმუნა სისხლის გადასხმის ინსტიტუტი შეექმნა. სისხლის გადასხმის 11 პროცედურის შემდეგ ბოგდანოვი ირწმუნებოდა, რომ მისი მხედველობა გაუმჯობესდა და შეუჩერდა თმის ცვენა. ის გარდაიცვალა სისხლის გადასხმის ერთ-ერთი პროცედურის შემდეგ, როდესაც მისი დონორი მალარიითა და ტუბერკულოზით დაავადებული სტუდენტი იყო. პროცედურის შემდეგ სტუდენტი გამოჯანმრთელდა.
7. „მფრინავი თერძი“ თავისი გამოგონების გამოსაცდელად ეიფელის კოშკიდან გადმოხტა ფრანგმა თერძმა – ფრანც რაიჰელტმა შექმნა „ტანისამოსი-პარაშუტი“, რო
8. „ტიტანიკი“-ს მთავარი არქიტექტორი ბაქანზე იმყოფებოდა ხომალდის პირველ საზღვაო რეისზე ტომას ენდრიუსმა შექმნა „ტიტანიკი“-ს პროექტი და მოითხოვა, რომ ბორტზე აუცილებლად ჰქონოდთ 46 სამაშველო ნავი. მისი რეკომენდაციის მიუხედავად, ხომალდზე მხოლოდ 20 ერთეული აიტანეს. სიცოცხლის ბოლო საათები მან მგზავრების დახმარებაში გაატარა. ეხმარებოდა მათ სამაშველო ჟილეტების პოვნასა და ნავებში ჩასხდომაში. ბოლოს ის პირველი კლასის მწეველთა კაბინაში დაინახეს, დაჟინებით უცქერდა ნახატს „მიახლოვება ახალ სამყაროსთან“. მისი სხეული ნაპოვნი არ არის.
9. მფრინავი ავტომობილ Ford Pinto-ს გამომგონებელები დაიღუპნენ ფრენისას, როდესაც ავტომობილს ფრთები ჩამოუვარდა ჰენრი სმოლინსკიმ და ჰალ ბლეიკმა შექმნეს მფრინავი მანქანა, რომელსაც ფრთები სურვლისამებრ ეხსნებოდა. მათ სურდათ შეექმნათ მფრინავი ავტომობილი, რომელიც იქნებოდა ჰელიკოპტერის მსგავსი და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ადგილობრივ აეროპორტებს შორის მოკლე მანძლზე, რამდენიმე ასეულ მილზე გადაადგილება. ფრენის შემდგომ მძღოლი მანქანას ფრთებს მოხსნიდა და გზას სახმელეთო ავტომობილით გააგრძელებდა. საუბედუროდ, მანქანას ფრთები საცდელი ფრენისას, შუა გზაში მოეხსნა. მას შემდეგ მსგავსი მეორე მოდელის შექმნის მცდელობა აღარ ყოფილა.
ლილიენტალი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც განახორციელა უსაფრთხო ფრენა პლანერით. ლილიენტალის წარმატებამდე, ასეთი ტიპის ფრენა ითვლებოდა შეუძლებლად და მხოლოდ „მეოცნებეთა და სულელთათვის“. ლილიენტალმა ააგო 18 ტიპის საფრენი აპარატი, 50 მონოპლანი და 3 ბიპლანი. ასევე განახორციელა 2 000-ზე მეტი ფრენა პლანერის საშუალებით. მისი ბოლო ფრენის დროს ლილიენტალმა მართვის კონტროლი დაკარგა და სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად ხერხემალი დაიზიანა. საავადმყოფოში, გარდაცვალების წინ მისი ბოლო სიტყვები იყო „Opfer müssen gebracht werden!“ რაც ნიშნავს „ მსხვერპლი გარდაუვალია“.
მაქს ვალიე კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა და ამ მიზნით კოსმოსური ხომალდების შექმნაზე მუშაობდა. 1927 წელს მან დააარსა კოსმოსში გამფრენთა საზოგადოება. 1928 წელს შექმნა სარაკეტო ავტომობილი, რომელიც ავითარებდა 145 მილი/საათში სიჩქარეს. არც ამით დაკმაყოფილდა და 1929 წელს შექმნა მარხილი კოსმოსური ხომალდის სიმძლავრით – 250მილი/საათში სიჩქარით. საავტომობილო ინდუსტრიაში მისი წარმატების შემდეგ მან ცდები თხევად საწვავზე მომუშავე კოსმოსურ ხომალდებზე დაიწყო. 1930 წელს, ვალიეში. ერთ-ერთი ცდის შედეგად, მაქს ვალიე აფეთქებას ემსხვერპლა.
12. მარია კიურიმ ნობელის ორი პრიზი მიიღო მიღწევებისათვის ფიზიკასა და ქიმიაში, მოგვიანებით კი გარდაიცვალა რადიაციის გაფრქვევის შედეგად მარია კიური ცნობილია როგორც რადიუმისა და პოლონიუმის აღმომჩენი, ასევე რადიოაქტივობის (ეს სიტყვა მისი შექმნილია) დარგში სხვა მრავალი მიღწევისათვის. მისმა შრომებმა მეცნიერება რენტგენული დასხივების აღმოჩენამდე მიიყვანა. თავისი მეცნიერული შრომების გამო მას ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკისა და ქიმიის დარგში და ამით გახდა პირველი ქალი რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და ერთადერთი ქალი, რომელსაც ნობელის პრემია ორჯერ მიენიჭა. დღემდე, ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიიღო. საუბედუროდ, საკუთარი კვლევების შედეგად მარია კიურიმ რადიაციის დიდი დოზა მიიღო და 1934 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.
მიუხედავად ამ ტრაგიკული ისტორიებისა, კაცობრიობას ახსოვს არაერთი მაგალითი იმისაც, თუ რა აღიარება და ფინანსური კეთილდღეობა მოუტანა გამომგონებლებს თავიანთმა გამოგონებებმა. ასე რომ, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მწერალ თომას სთერნზ ელიოტს: „მხოლოდ ისინი, ვინც რისკის ქვეშ აპირებენ შორს წასვლას, გაიგებენ თუ რამდენად შორს წასვლაა შესაძლებელი.“
Business Insider Engineering and Technology Magazine Ultimate History New York Times Wikipedia გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/29 , 13:08 კატეგორია: კრეატივი ნანახია: 869-ჯერ ავტორი: Administrator |