სტრატეგიის განვითარების საუკეთესო ფორმულა | |
სტრატეგიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები
თუ მოლაპარაკებას აწარმოებ გუნდთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი საკითხები
მოლაპარაკების წარმოების სტრატეგიები და ფორმები კოლაბორაცია კოლაბორაციული ტიპის მოლაპარაკება, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებისკენაა მიზანმიმართული. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ცდილობს ურთიერთობების დარეგულირებას, მხარეებისათვის მისაღები და მომგებიანი გადაწყვეტილების შემუშავების იდეით. მხარეები აღიარებენ კონფლიქტის არსებობას, თუმცა მოლაპარაკების პროცესში უპირატესობას ერთმანეთის ინტერესებს ანიჭებენ. ერთი მომლაპარაკებელი მხარე, მაქსიმალურად ითვალისწინებს მეორე მხარის საზრუნავს და პატივისცემით ეკიდება წამოყენებულ პრობლემებს. ამ ტიპის მოლაპარაკება საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. კოლაბორაცია, მოითხოვს კრეატიულობას, ენერგიულობასა და მოლაპარაკების პროცესში მაქსიმალური ძალთა თანაფარდობის შენარჩუნებას. კომპრომისი კომპრომისი გულისხმობს წაგება-მოგების პრინციპს, რომელიც ეფუძნება ორმავე მხარის ღირებულებების, მიზნებისა და ურთიერთობების პატივისცემას. კომპრომისის მთავარი მიზანია, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ნაწილობრივ მაინც, იქნება მისაღები ორმავე მხარისთვის. კომპრომისი, როგორც წესი, ნაკლებად მომგებიან და ნაკლებად წამგებიან შედეგზეა ორიენტირებული. ურთიერთშეწყობის პრინციპი მოლაპრაკების ამ ფორმის მთავარ იდეას, პიროვნული ურთიერთობების შენარჩუნება წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მომლაპარაკებელს არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია ან თუ გააჩნია აუცილებად უკან ჩამოიტოვებს. ეს არის მოლაპარაკების ფორმა, რომელიც წაგება-მოგების პრინციპის უკიდურესობით გამოირჩევა. მაკონტროლებლის პრინციპი ამ შემთხვევაში მომლაპარაკებელი მზად არის დაამარცხოს თავისი მეტოქე თავისი პირადი ინტერესების, მიზნების და ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. მას არ აინტერესებს სამომავლო ურთიერთობები, არ ითვალისწინებს არანაირ ღირებულებებს და ცდილობს მაქსიმალურად თავის მხარეს გადმოსწიოს სადავეები. ეს არის ძალაუფლებისა და გავლენის პრინციპზე დაფუძვნებული მოლაპარაკების ფორმა. უთანხმოების თავიდან აცილების პრინციპი მომლაპარაკებლის მთავარი მიზანი, კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ამ ტიპის მოლაპარაკება როგორც წესი არის არაპირდაპირი, ორჭოფული ხასიათის და მიკიბულ-მოკიბული. აცილების პრინციპი, გამორიცხავს პირადი ინტერესების წამოყენებას. დაფუძნებულია მეგობრული თუ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/23 , 14:15 კატეგორია: ბიზნესი ნანახია: 965-ჯერ ავტორი: Administrator |