სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა | |
რატომ ფიქრობდა Apple-ი განსხვავებულად? (Apple — Think Different!) იმიტომ რომ, როგორც ჯობსმა განაცხადა Ipad-ის წარდგენისას, Mac-ის შემქმნელი არასდროს ყოფილა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია. „მიზეზი, რომლითაც Apple-ს შეუძლია შექმნას Ipad-ის მსგავსი პროდუქტი არის ის, რომ ხდებოდა ტექნოლოგიისა და ლიბერალური ხელოვნების თანაკვეთა“. ამბობს სტივ ჯობსი. ტექნოლოგიისა და ლიბერალური ხელოვნების გაერთიანებით Apple-მა შეძლო შეექმნა საოცრად შთამბეჭდავი პროდუქტი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებელს მოერგო — ინტუიციური, ადვილად გამოსაყენებელი, გასართობი. ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია სტივ ჯობსის ამ პერსპექტიულ პროდუქტზე, იმ წიგნებმა, რომელიც მან თავისი სიცოცხლის მანძილზე წაიკითხა. ჯობსი ლიტერატურით სკოლის დამთავრებამდე ორი წლით ადრე დაინტერესდა განსაკუთრებულად. „მეცნიერული და ტექნოლოგიური ჟანრების კითხვის გარდა მე გადავწყვიტე, რომ სხვა თემებზეც უნდა წამეკითხა — შექსპირი, პლატო. მე მიყვარდა მეფე ლირი“… ქვევით მოცემულია იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს სტივ ჯობსზე და ყველას ურჩევდა მათ წაკითხვას:
„მეფე ლირი“ გთავაზობთ აშკარა გამოსახულებას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ საკუთარ იმპერიაზე კონტროლს დაკარგავთ.
ამ წიგნის პერსონაჟი, კაპიტანი აჰაბი, სტივ ჯობსის მსგავსად სწავლობდა პირდაპირი გამოცდილებებით და არ ცდილობდა ეხელმძღვანელა დადგენილი წესებით.
ჩამოუყალიბა სტივ ჯობს ახალი ხედვა. თუ ზოგიერთმა მეგალომანიაკმა ვერ შესძლო ჯობსზე ზეგავლენის მოხდენა, ეს გამოუვიდა უელსელ პოეტს, დილან ტომასს.
ეს ნაწილი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჯობსისთვის.
ეს არის წიგნი მედიტაციის შესახებ, რომელმაც ჯობსის თქმით, იგი და მისი მეგობრები შეცვალა.
ამ წიგნმა სტივ ჯობს უარი ათქმევინა ხორცზე. წიგნში ეხება პროტეინებით გამდიდრებულ ვეგეტარიანიზმს.
ჯობსი ამ წიგნს ყოველ წელს კითხულობდა.
ჯობსი ერთხელ დაესწრო ამ იაპონელი ბერის სესიებს და წიგნის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა წასულიყო იაპონიაში, ეიჰეი-ჯის მონასტერში, თუმცა მისმა მრჩეველმა გადააფიქრებინა ეს ქმედება.
წიგნში აღწერილია თუ როგორ ნადგურდებიან კომპანიები საკუთარი წარმატებით ტკბობის შედეგად. ისინი იმდენად დიდხანს ფოკუსირდებიან წარმატებულ პროდუქტზე რომელიც უკვე არა მარტო ტექნოლოგიებმა, არამედ მომხმარებლებმაც უკან ჩამოიტოვეს, რომ მათი ბოლო მწარე მარცხია. ჯობსმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ Apple-ის შემთხვევაში მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, შესაბამისად ინოვატორობა მისთვისაც და კომპანიისთვისაც მამოძრავებელ ძალად იქცა.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 15:57 კატეგორია: ისტორია ნანახია: 806-ჯერ ავტორი: Administrator |