04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 26 » სად გადის ზღვარი თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის?

სად გადის ზღვარი თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის?

თუ წარმატებული ბიზნესმენების ერთ გამაღიზიანებელ თვისებაზე უნდა ვისაუბროთ — ეს ქედმაღლობაა.

თუ თავდაჯერებული არ ხართ, რთულია მიაღწიოთ წარმატებას, თუმცა მეწარმეები ხშირად თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის ბეწვის ხიდზე დადიან.

როგორ უნდა მოახერხოთ იყოთ თავდაჯერებული ისე, რომ ქედმაღლობაში არ გადაგეზარდოთ?ამის პასუხი თავმდაბლობაა და აქ ნამდვილად არ იგულისხმება მოჩვენებითი თავმდაბლობა.

როგორც მეწარმეს, მაშინ გიჩნდებათ რეალური პრობლემები, როცა გაკადნიერდებით და ჩათვლით რომ კონკურენციაზე ფიქრიც კი არ გჭირდებათ. ბევრი კომპანია არსებობს, რომლებმაც მყარად და სტაბილურად დაიწყეს სტარტაპი, და შემდეგ ვიღაცის ქედმაღლური დამოკიდებულების გამო მარცხი განიცადეს.

Funders and Founders-ის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკა გვაჩვენებს განსხვავებას ქედმაღალ და თავდაჯერებულ ადამიანებს შორის.

  • თავდაჯერებული ადამიანი ესაუბრება ძლევამოსილ ადამიანებს, იმიტომ რომ დარწმუნებულია საკუთარი იდეების ღირებულებებში. ქედმაღალი ადამიანი ესაუბრება წარმატებულ ადამიანებს, იმიტომ რომ სურთ სხვებმაც ასეთებად მიიჩნიონ.
  • თავდაჯერებული ადამიანი აღიარებს როცა რაღაც არ იცის, თუმცა ეჭვი არ შეაქვს საკუთარ ინტელექტში. ქედმაღალი ადამიანი ყოველთვის ამტკიცებს რომ მართალია, რადგან მიაჩნია, რომ შეცდომის აღიარება ზიანს მიაყენებს მის სანდოობას.
  • თავდაჯერებული ადამიანი მიმართავს უცნობებს, რადგანაც ეჭვი არ ეპარება საკუთარი კომპანიის ღირებულებებში და საუბრის მნიშვნელობაში. ქედმაღალი ადამიანი მუშაობს საკუთარი ნეთვორქის მეშვეობით, რადგანაც იცის, რომ ის მათთვის მისაღები პიროვნებაა.
  • თავდაჯერებული ადამიანი სულელივით იქცევა როცა ამის სურვილი აქვს, იმიტომ რომ იცის საკუთარი თავის ფასი. ქედმაღალი ადამიანი ცდილობს მუდმივად თავდაჯერებული ადამიანივით მოიქცეს, რადგანაც სხვაგვარად შესაძლოა ადამიანებმა ის სერიოზულად აღარ აღიქვან.

აქედან ყველა მკითხველი სხვადასხვა აზრს გამოიტანს, ბევრიც არ დაეთანხმება ინფოგრაფიკას.თუმცა, ერთი რამ ნათელია: თავდაჯერებული ადამიანები ბევრად უფრო ლაღები და თავისუფლები არიან და აკეთებენ იმას, რაც თავად სურთ და არა იმას, რაც იმიჯისთვისაა უკეთესი.



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/26 , 19:15
კატეგორია: ფსიქოლოგია
ნანახია: 784-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz