როგორ ვიპოვოთ ჩვენი ანდროიდი Google-ს მეშვეობით | |
თუ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი Google-ის ერთი და იგივე ანგარიშით სარგებლობს, ერთადერთი, რის გაკეთებაც დაგჭირდებათ ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, არის Google-ში შემდეგი ფრაზის ჩაწერა “find my phone.” ძებნის პირველივე შედეგი რუკა იქნება თქვენს მფლობელობაში არსებული ანდროიდების ადგილმდებარეობით. ეს ახალი ფუნქცია მხოლოდ თქვენს ტელეფონთან დარეკვის საშუალებას გაძლევთ და არ გამოდგება ანდროიდის დასაბლოკად ან ინფორმაციის წასაშლელად. როგორ მუშაობს… მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივად ჟღერს, Google-ის ძებნის მეშვეობით ანდროიდის პოვნა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამისთვის აუცილებელია ტელეფონზეც ჩართული იყოს ინტერნეტი და გააქტიურებული იყოს Android Device Manager (ADM) ლოკაციის განსაზღვრის ფუნქცია (locate your device).
ასევე აუცილებელია განახლებული გქონდეთ Google-ის აპლიკაცია და ტელეფონს ხმას ნუ გაუთიშავთ თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ საკუთარ ოთახშიც გაგიჭირდეთ მისი პოვნა.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/16 , 12:26 კატეგორია: ინტერნეტი და ტექნიკა ნანახია: 830-ჯერ ავტორი: Administrator |