როგორ ვიმოგზაუროთ იაფად? (ფრენების დაჯავშნის 10 ხერხი) | |
1. გამოიწერეთ სიახლეები Email-ზეფასები იცვლება… ძალიან ხშირად. რამდენად? ხანდახან დღეში 3-ჯერაც კი. გამოიწერეთ თქვენი ფავორიტი ავიახაზების სიახლეები, რათა წინასწარ შეიტყოთ ფასდაკლებების შესახებ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია სიახლეების გამოწერა კონკრეტულ რეისზე და იმის გაკონტროლება, თუ რამდენად ხშირად იცვლება ფასები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. 2. განსაზღვრეთ ბილეთის ყიდვის საუკეთესო დროფრენამდე 6-8 ადრე ჩვეულებრივ საუკეთესო დროა ბილეთის საყიდლად (ამ დროს მოსალოდნელია ერთჯერადი ფასდაკლებები და შეთავაზებები). 3. …გარდა სადღესასწაულო მოგზაურობისასადღესასწაულო პერიოდში გეგმავთ მოგზაურობას? შეწყვიტეთ დაგეგმვა და ახლავე გადადით მოქმედებაზე. დაჯავშნეთ ბილეთები სასწრაფოდ. ნუ დაელოდებით საუკეთესო დროს საყიდლად. ყოველი დაკარგული წუთი პირდაპირ პროპორციულად აისახება თქვენს საფულეზე. ამ შემთხვევაში ფასები მხოლოდ და მხოლოდ ძვირდება! ისევ ამ სტატიას კითხულობთ? არადა ახლა უკვე ბილეთის ფულს უნდა იხდიდეთ… 4. იმგზავრეთ სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათსშუა კვირაში ფრენა ჩვეულებრივ ყველაზე იაფი და მოსახერხებელია, თუ რა თქმა უნდა მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი არ გაქვთ წინაღობად. და ყველაზე ძვირი? თუ ფულის დაზოგვა თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნუ იფრენთ კვირა დღეს — ამ დღეს ყველაზე ძვირის გადახდა მოგიწევთ. 5. იყიდეთ სამშაბათს და ოთხშაბათსროდის არის საუკეთესო დრო ბილეთის ყიდვისთვის? შუა კვირა უფრო ხშირად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბილეთების იაფად შესაძენად. 6. გამოიყენეთ ინკოგნიტო ბრაუზერიგიცდიათ ოდესმე ბილეთების მოძებნა, და რამდენიმე დღის შემდეგ ძებნისას კატასტროფულად გაძვირებული დაგხვედრიათ ფასები? ეს სიმართლეა, თქვენი ძიების ისტორიის მონიტორინგი ავიახაზებსაც შეუძლიათ. ფასების გაძვირების თავიდან ასარიდებლად შეცვალეთ ბრაუზერი, ან გამოიყენეთ პრივატული ფანჯარა თქვენს ბრაუზერში, რათა ავიახაზების სისტემამ ვერ ამოიცნოს თქვენი მეორე სტუმრობა ვებ-გვერდზე. 7. შეადარეთ თქვენი ყველა ალტერნატივათქვენ შესაძლოა იყოთ ერთ-ერთი ისეთი გვერდის მომხმარებელი, როგორიცაა Skyscanner, სადაც ყოველთვისაა შესაძლებელი ბილეთის საუკეთესო ფასად ყიდვა. მსგავს საიტებზე, სადაც ავიახაზების დიდი ნაწილია დარეგისტრირებული და ერთდროულად რამდენიმე შემოთავაზების ნახვა შეგიძლიათ ერთი კონკრეტული მიმართულებით, ყოველთვის შესაძლებელია ყველაზე დაბალი ფასების ნახვა. მოსინჯეთ მსგავსი ვებ-გვერდები, ასევე ეწვიეთ კონკრეტული ავიახაზების საიტს, და გადამოწმების შემდეგ, მშვიდად იყიდეთ ყველაზე იაფი ბილეთი. 8. იმოგზაურეთ ნაკლებად დატვირთულ სეზონზეეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ნამდვილად დიდი სხვაობაა ფასებს შორის თუ სადღესასწაულო ან შვებულებების სეზონსა და სხვა პერიოდებს შორის. თუ ტქვენ უბრალოდ მოგზაურობა გსურთ და არ გაქვთ გადაწყვეტილი სად წახვალთ, დაიმახსოვრეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ყოველთვის არის მოთხოვნადი პერიოდები, და ნაკლებად პოპულარული სეზონები. იყავით მამაცი – კარგად მოძებნეთ შესაძლებლობები, და აირჩიეთ ახალი ადგილი. ისეირნეთ იმ ქალაქის ქუჩებში მაშინ, როცა ის არ არის ტურისტებით სავსე, და ნაყინის რიგში მუჯლუგუნები არ მოგხვდებათ. ასეთ დასვენებას ნამდვილად არ ინანებთ! 9. არაპირდაპირი რეისებიფულის დაზოგვის ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა არაპირდაპირი რეისით მგზავრობა და ერთი ან რამდენიმე გაჩერების გაკეთება გზაში. უმეტეს შემთხვევაში ბევრად იაფის გადახდა მოგიწევთ თუ დათანხმდებით რამდენიმე აეროპორტის გავლას სასურველ ადგილამდე მისასვლელად. თუ რეისებს შორის ხანგრძლივი ლოდინი გიწევთ, შესაძლებლობა გექნებათ ის ქალაქი მოინახულოთ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ ან უბრალოდ გაისეირნოთ მეგობრებთან ერთად. მოკლედ წაგებული ნამდვილად არ დარჩებით. 10. ქულების დაგროვება – კი, არა, შესაძლოა!?მშვენიერი იდეაა! მაგრამ, როგორ ფიქრობთ – ღირს თქვენს მიერ შერჩეული ავიახაზების ბილეთში მეტის გადახდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქულები დაგიგროვდეთ ბარათზე? რა თქმა უნდა, ეს მთლიანად დამოკიდებულია თქვენს პერსონალურ არჩევანზე. თუ ძალიან ხშირად მოგზაურობთ და ქულების დაგროვება გსურთ მეტი კომფორტის და საჩუქრების მისაღებად ავიახაზებისგან, მაშინ ძალიან კარგი არჩევანია დარჩეთ რომელიმე ავიახაზების ერთგული. მაგრამ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვაა, ყოველ ჯერზე ამჯობინეთ ის ავიახაზები, რომელიც უკეთეს ფასს შემოგთავაზებთ.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 15:08 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 968-ჯერ ავტორი: Administrator |