04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 30 » როგორ შევცვალოთ ცხოვრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება

როგორ შევცვალოთ ცხოვრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება

ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის მუდმივ  დეპრესიასა და პესიზმს, და ეს ხშირად მათთვის შეუმჩნევლად ხდება. ცხოვრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ხელს უშლის მათ  მოტივაციის შენარჩუნებასა და წარმატების მიღწევაში. ასეთი ადამიანები მოვლენათა უმრავლესობას პესიმიზმით უყურებენ და ავიწყდებათ, რომ გამორიცხული არაფერია (მათ შორის კარგი დასასრულიც). ყურებს ნუ ჩამოყრით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს — არც ისე რთულია პესიმისტური მიდგომა ოპტიმიზმით შეცვალოთ და მეტი ხალისი შემატოთ თქვენს ცხოვრებას.

უპირველესად დაივიწყეთ ის აზრი რომ ადამიანები არ იცვლებიან — თუ მიზნად დაისახავთ, უკეთესობისკენ შეიცვალოთ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მონდომებაა საჭირო.  ამაში ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ.

  • შეწყვიტეთ გამუდმებით საკუთარ თავზე ფოკუსირება. ხშირად პესიმიზმი არასწორი მოლოდინითაა გამოწვეული. შეეცადეთ ყოველ დღე თითო ადამიანს დაეხმაროთ, მათგან სამაგიეროს მოლოდინის გარეშე. დღითიდღე მიხვდებით რომ ცხოვრება ასე უფრო სასიამოვნოა და ხშირად გაცემა ბევრად მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ ვიდრე მიღება.
  • ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც, რაც შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ. ჩამოწერეთ თქვენი სუსტი მხარეები და გასაუმჯობესებლად ყოველი კვირის დასაწყისში აირჩიეთ ერთ-ერთი. არ აქვს მნიშვნელობა სამსახურში ხართ, სახლში თუ სადმე სხვაგან — ისწავლეთ თქვენს სისუსტესა და შეცდომებზე და შეეცადეთ თითოეულ კვირაში ერთი სისუსტე თქვენს სიძლიერედ აქციოთ.
  • ყოველთვის ეძებეთ პოზიტივი. ყველა შემთხვევაში შეიძლება იპოვოთ დადებითი მხარე და ყოველთვის შესაძლებელია ნათელი მხრიდან შეხედოთ მოვლენებს. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და შეეცადეთ ყურადღება დადებითზე გაამახვილოთ. მაგილითად: ავტოშემთხვევის შემდეგ თქვენ გჭირდებათ ბევრი ფული, რომ შეაკეთოთ ატომანქანა, გადაიხადოთ ჯარიმა და ა.შ. ეს ნუ ჩაგაგდებთ დეპრესიაში. პირიქით, იმაზე იფიქრეთ რომ თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ და, რა თქმა უნდა, სრულიად ჯანმრთელი. დანარჩენს კი პოზიტიური განწყობით უფრო მარტივად მოაგვარებთ.
  • ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც გაქვთ. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, დაწერეთ ფურცელზე ყველა ის სასიამოვნო ფაქტი რაც თქვენს ცხოვრებაში წინა დღით მოხდა და გააკარით კედელზე. ასე დაინახავთ რომ თქვენი ცხოვრება არც ისე უინტერესო და დახშულია.
  • ხშირად ეკონტაქტეთ ოპტიმისტ ადამიანებს. ზოგჯერ თქვენი ცუდი განწყობა ირგვლივმყოფების ნეგატიურობის ბრალია. დაუმეგობრდით ოპტიმისტ ადამიანებს. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მათთან და თქვენ ძალიან მალე მიხვდებით რომ ცხოვრება ისეთი რთულიც არ არის, როგორიც წარმოგედგინათ.
  • სთხოვეთ თქვენს მეგობრებს მიგითითონ როცა პესიმიზმი ისევ შეგიპყრობთ. ამგვარად თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ თუ რა შემთხვევებში და რამდენად ხშირად გეუფლებათ პესიმიზმი.
  • დასვით სწორი კითხვები. ნებისმიერ სიტუაციაში როცა არასასურველი და უსიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლებათ ნუ შეშინდებით. რამდენიმე წუთით განმარტოვდით და შეეცადეთ იპოვოთ მიზეზი. მაგალითად, კითხეთ საკუთარ თავს:
  1. რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ თავი ასე აღარ იგრძნოთ?
  2. რა დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ მომხდარი შემთხვევიდან?
  3. რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ სიტუაცი თქვენთვის უფრო საინტერესო და მოსაწონი გახდეს?
  4. რა შეემთხვა კონკრეტულ ადამიანს? როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?

ეს ელემენტარული კითხვები დაგეხმარებათ შეიცვალოთ დამოკიდებულება.

  • მიიღეთ სხვების დახმარება. ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს რა არ მოსწონთ თქვენში და იქნებ ამ ყველაფრის გაანალიზება დაგეხმაროთ  თქვენი ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

ეს ერთი შეხედვით მარტივი ნაბიჯები ძალიან დაგეხმარებათ ცხოვრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება დადებითით შეცვალოთ. თქვენ შეამჩნევთ, რომ საქმესაც უფრო მეტი შემართებით აკეთებთ და ყველაზე მეტად საკუთარი მიღწევებით იამაყებთ, რადგან საკუთარ თავზე მუშაობა ყველას ნამდვილად არ შეუძლია.

 

 

WikiHow



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/30 , 17:43
კატეგორია: სხვადასხვა
ნანახია: 893-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz