როგორ შევინარჩუნოთ სმარტფონი დამუხტულ მდგომარეობაში დიდხანს? | |
დღეისათვის საზოგადოების დიდი ნაწილი სმარტფონებით სარგებლობს, რადგან მათ მრავალფუნქციური გამოყენება აქვთ. სმარტფონის დახმარებით ჩვენ ნებისმიერ დროსა და ადგილზე გვაქვს წვდომა სოციალური ქსელთან, მობილურ თამაშებთან, სიახლეებთან, იმეილთან და სხვა. პრობლემა ის არის, რომ ხშირი გამოყენებიდან გამომდინარე, სმარტფონების ბატარეა ძალიან მალე ჯდება. რის გამოც, მუდამ გვიწევს დამტენების თან ტარება და ენერგიის წყაროს ძებნა. შესაბამისად სმარტფონის ბატარეას ვტენით ყველგან სადაც მოგვიხერხდება, მანქანებში, სამსახურში, ლექციებზე აუდიტორიებსა თუ საკლასო ოთახებში. ყოველივე ამის შემდეგ, დროდადრო ჩნდება სხვადასხვა მითი დამუხტვის პროცესთან დაკავშირებით, რომლებიც, ალბათ, თქვენც გსმენიათ. საინტერესოა, რა არის სიმართლე და რა ტყუილი ჩვენი „ჯიბის კომპიუტერების“ დამტენების შესახებ. მოდით ერთად შევიტყოთ, როგორ უნდა დავტენოთ ტელეფონი და მასთან დაკავშირებით გავრცლებული მოსაზრებებიდან რომელია მითი და რომელი რეალობა. 1. ნუ დატოვებთ ტელეფონს დამტენზე შეერთებულს მთელი ღამის განმავლობაში როგორც ჩანს, სმარტფონის ტექნოლოგიურად დარეგულირებული ბატარეა საკმაოდ განვითარებულია და ზუსტად იცის, როდის უნდა შეწყვიტოს თქვენი მოწყობილობის ენერგიით კვება. ამიტომ, მისი დაზიანების რისკი არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა მოხდეს ტელეფონის გადახურება ამიტომაც, დარწმუნდით, რომ ტელეფონს გრილ ადგილზე ტოვებთ. 2. ტელეფონი 0%-მდე უნდა დაჯდეს, სანამ დამუხტვას დაიწყებთ შეინ ბროუსკი გვირჩევს, მოწყობილობა 50-80%-ს შორის შევინარჩუნოთ. ანუ, ჯობს დროდადრო დამუხტოთ ის დღის განმავლობაში, ვიდრე დაელოდოთ სრულ დამუხტვას 0%-დან 100%-მდე. 3. ნებისმიერი დამტენი მუშაობს, თუნდაც, იგი ბრენდის გარეშე იყოს 4. ტელეფონის გამორთვა უსარგებლოა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი დაძინების წინ ან ყოველდღიურად გამორთოთ ის. უბრალოდ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამორთოთ ცოტა ხნით, ან გადატვირთოთ ტელეფონი. დადასტურებულია, რომ ეს ნამდვილად დაზოგავს სმარტფონის ბატარეას დროთა განმავლობაში. 5. ნუ გამოიყენებთ ტელეფონს დამუხტვის პროცესში
მოგვწერეთ, თქვენ რა ხერხებს მიმართავთ, იმისათვის რომ ტელეფონმა დიდხანს გაგიძლოთ ? გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/26 , 22:02 კატეგორია: ინტერნეტი და ტექნიკა ნანახია: 1331-ჯერ ავტორი: Administrator |