04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 30 » როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი

როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი

“კაცს ტანსაცმელი ჰქმნის, შიშველ ადამიანს საზოგადოებაზე ზემოქმედება არ შეუძლია” 

ეს გენიალური სიტყვები მარკ ტვენს ეკუთვნის. თუ გადავხედავთ მე-18 მე-19 საუკუნეების ბრიტანეთს, გაგვახსენდება რომ ე.წ. დენდები (DandyMan) თავს არისტოკრატებად წარმოაჩენდნენ თავიანთი გარეგნობით და ამ დროს რეალურად საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ამ ფორმით ზრუნავდნენ საკუთარ იმიჯზე მაღალ საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.

დღეს უკვე 21-ე საუკუნეა და ბევრი რამ შეიცვალა. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არასდროს მოგეცემათ და აუცილებელია პირველივე შემთხვევა კარგად გამოიყენოთ საკუთარი პიროვნების წარმოსაჩენად. კარგი შთაბეჭდილების მოხდენის ერთადერთი გზა მხოლოდ თქვენი ვიზუალი არ არის. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენი სხეულის ენას და წარმოაჩინოთ თქვენი პიროვნება. ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერვიუებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, სადაც შესაძლოა მომავალ დამქირავებელს შეხვდეთ.

პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, შეხვედრის პირველივე წამიდან მხოლოდ 1 წუთი გაქვთ.

იმისათვის რომ იპოვოთ სასურველი სამსახური, საზოგადოებაში დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი და ცხოვრება თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, აუცილებელია დაუღალავად იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თქვენი თავი საერთოდ სხვანაირად წარმოადგინოთ და გასცდეთ რეალობას. იმიჯზე ზრუნვა გულისხმობს თქვენი ყველა დადებითი მხარის კარგად  წარმოაჩენას, რათა ყველამ შეძლოს თქვენი დანახვა და სწორად შეფასება.

შეხედეთ საკუთარ თავს როგორც ბრენდს. ნებისმიერი ბრენდი თავისი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს. ამასთან ერთად აუცილებელია იყოთ კომუნიკაბელური და თავმდაბალი, რათა ყველა ადამიანმა მარტივად შეძლოს თქვენი დამახსოვრება. ჩამოწერეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც გსურთ რომ სხვებმა შეამჩნიოს და მიჰყევით თქვენს სახელმძღანელოს.

თქვენი საუკეთესო მახასითებლის წარმოჩენა და კარგად დამახსოვრება ასევე დაგეხმარებათ გასაუბრებისას უპასუხოთ ერთი შეხედვით მარტივ და ერთგვარად მოძველებულ კითხვას: გვიამბეთ თქვენ შესახებ!

თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი სოციალური ქსელია, სადაც ადამიანები ინფორმაციას აქვეყნებენ საკუთარი პიროვნების შესახებ. მიუხედავად იმისა რომ სკეპტიკური დამოკიდებულება კვლავ არსებობს მსგავსი ვებგვერდების მიმართ, თქვენ ამ ყველაფერს მხოლოდ ,,გართობად’’ ნუ მიიღებთ და ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ თვალს ძალიან ბევრი ადამიანი გადევნებთ. სოციალური ქსელი ძალიან კარგი საშუალებაა წაახალისოთ თქვენს იმიჯზე ზრუნვა. დაისახეთ მიზანი, თუ როგორი გსურთ რომ იყოთ და როგორს გხედავდნენ გარშემომყოფები. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და შეძლებთ აკონტროლოთ საკუთარი მე, მაშინ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ყველა შედეგიანი იქნება.

შეგიძლიათ მუდმივად გამოაქვეყნოთ თქვენი ნაშრომები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და მისცეთ სხვას საშუალება დაინახონ თქვენი გამოცდილება, ცოდნა და ინტერესის სფერო. გაუზიარეთ მათ თქვენი გემოვნება — თამამად თქვით რას უსმენთ, რას იცმევთ, რომელი წიგნი მოგწონთ, როგორი ფილმებია თქვენთვის საინტერესო. შეეცადეთ ცოტაოდენი წარმოდგენა ყველაფერზე გქონდეთ და ასევე თამამად აღიარეთ თუ რაიმე არ იცით — გულწრფელობით უფრო მარტივად მოიპოვებთ კეთილგანწყობას. იმის წარმოჩენა რომ თქვენ ყოველთვის ყველაფერი კარგად იცით და ყველა ადამიანი თქვენთან შედარებით უცოდინარია ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, თუ რასაკვირველია ყველაფრისმცოდნეს იმიჯი თქვენი სურვილი არ არის.

მიეცით სხვებს საშუალება ისაუბრონ როგორც თქვენთან ასევე თქვენზე.  დაუკავშირდით პროფესორებსა და გავლენიან ადამიანებს, რომლებიც იმავე სფეროში მოღვაწეობენ, რომელიც თქვენც გიტაცებთ. ჩაწერეთ მათთან ინტერვიუები და გამოაქვეყნეთ საკუთარ გვერდზე, რათა სხვებმაც შეაფასონ თქვენი ნამუშევარი და ასევე მოგეცეთ საშუალება გამოხატოთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

წარმატებებს გისურვებთ!

 

Right Management 1

Right Management 2



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/30 , 18:10
კატეგორია: ფსიქოლოგია
ნანახია: 1066-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz