როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა სამსახურში | |
ჩვენ ყველას გვინდა, რომ გარშემომყოფების მოწონებას ვიმსახურებდეთ, განსაკუთრებით კი სამსახურში. თქვენი ბოსის, კოლეგების და კლიენტების მეგობრული დამოკიდებულება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ჯეინ ანდერსონი, პერსონალური ბრენდ სტრატეგი, მიგვანიშნებს მოწონების გასაღებზე: „ნაკლები თქვენ და მეტი ისინი“. აი რა უნდა გააკეთოთ:
ხალხს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი-ეს ადამიანის ბუნებაა. გამოიყენე ეს ფაქტი შენ სასარგებლოდ, დაუსვი მათ კითხვები პირად ცხოვრებაზე, გეგმებზე, ინტერესებზე. ყველა ადამიანისთვის, საკუთარი თავი საყვარელი თემაა, ისინი ნებისმიერ კითხვაზე საკუთარი გამოცდილების მიხედვით გიპასუხებენ. იძულებითი მოკლე ლაპარაკის ნაცვლად, გულწრფელი ჩართვები თქვენს კოლეგებს თავიანთი თავის მნიშვნელობაში დაარწმუნებს, რაც ყოველთვის პოზიტიურია.
ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რა დადებითი კომპლიმენტის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლებისა და უფროსისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამჩნევთ რომ საკმაოდ დაძაბული დღე აქვთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მარტივი კომპლიმენტი მათ მაისურზე ან ახალ ვარცხნილობაზე. ყველას უყვარს როდესაც ამჩნევენ და აფასებენ და ხშირად ეს მარტივი, პოზიტიური კომენტარები შეიძლება მათი დღის გახალისების მიზეზი გახდეს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ ზომიერება-ადამიანები მარტივად შეამჩნევენ თუ თქვენ ყალბი იქნებით.
სიტუაციის გაცნობიერება, საუბრის დაწყებამდე აუცილებელი პირობაა, ეს დაგეხმარებათ საქმის მსვლელობის სწორად მართვაში. ყურადღება მიაქციეთ ყველა არავერბალურ რეპლიკას და სხეულის ენას. დააკვირდით მცირე გამოხატვის ფორმებს, დეტალებს და მხედველობით კონტაქტს. მაგალითად: თუ შეამჩნევთ რომ შეხვედრაზე ვიღაცას ეჩქარება, ნუ გაწელავთ საუბარს, რადგან ამით მას შეაწუხებთ.
მხედველობითი კონტაქტის დამყარება ნდობას ამაღლებს. ეს მოსაუბრეს აჩვენებს რომ თქვენ მათ ყურადღებით უსმენთ და გაღელვებთ სასაუბრო საკითხი. კონტაქტის შენარჩუნება მთელი საუბრის განმავლობაში, აიძულებს მოსაუბრესაც იმავეთი გიპასუხოთ, რაც გარანტია იმისა რომ თქვენც მოგისმენენ.
თუ თავს ზედმეტად სერიოზულად არ წარმოადგენთ, ამით გარშემომყოფების მოწონებას დაიმსახურებთ. იყავით ის, რომელიც გაიხუმრებს დაძაბულ სამუშაო დღს განმავლობაში. თუ თქვენ თვითირონიაც გექნებათ, ეს სხვა ადამიანებს თქვენთან კონტაქტსა და თქვენთან ერთად სიცილს გაუმარტივებს.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/21 , 23:24 კატეგორია: ფსიქოლოგია ნანახია: 864-ჯერ ავტორი: Administrator |