ზოგიერთი ადამიანი დანახვისთანავე მნიშვნელოვნად და განსაკუთრებულ ადამიანებად გვაგრძნობინებს თავს. ზოგი კი ოთახში შესვლისთანავე „ანათებს“ ყველაფერს.
ზუსტად არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს აქვს “რაღაც” — ისინი ბუნებრივად არიან ქარიზმატულები. სამწუხაროდ, ბუნებრივი ქარიზმა სწრაფად კარგავს თავის გალენას. კარგი ახლობლობა ასუსტებს მას.
მაგრამ ზოგიერთი ადამიანი საოცრად ქარიზმატულია. ისინი აშენებენ და ხელს უწყობენ დიდ ურთიერთობებს, დადებით გავლენას ახდენენ მათ გარშემო მყოფ ადამიანებზე, სრულიად აბედნიერებენ ადამიანებს — ისინი ისეთი ტიპის ადამიანები არიან, როგორიც ყველას უნდა, რომ გარშემო ჰყავდეს… და ყველას უნდა, რომ ისეთი იყოს.
საბედნიეროდ, ყველას შეგვიძლია ვიყოთ მეტად ქარიზმატულები, რადგან ქარიზმა არ არის ჩვენი წარმატების რომელიმე საფეხური, ან საპრეზენტაციო უნარი. არც ის თუ როგორ გვაცვია ან წარვადგენთ ჩვენს თავს — ქარიზმა არის რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
გთავაზობთ გზებს, რომლის გათვალისწინებითაც უფრო ქარიზმატულები იქნებით:
1. მოისმინეთ უფრო მეტი და ილაპარაკეთ ნაკლები.
დასვით კითხვები. დაამყარეთ თვალით კონტაქტი. გაიღიმეთ. წარბები შეჭმუხნეთ. თავი დააქნიეთ. უპასუხეთ —მაგრამ უფრო მეტად არავერბალურად, ვიდრე ვერბალურად.
ეს აჩვენებს სხვა ადამიანებს, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან.
როდესაც ლაპარაკს დაიწყებთ, არავის არაფერი ურჩიოთ მანამ, სანამ არ გკითხავენ. მოსმენის კულტურა ხაზს უსვამს იმაზე, რომ უფრო მეტად მათზე ზრუნავთ. როდესაც რჩევას იძლევით, ეს თქვენ გარშემო ქმნის დიალოგს, თქვენ გხდით მნიშვნელოვანს და არა მათ, ვისაც რჩევას აძლევთ.
მხოლოდ მაშინ ილაპარაკეთ, როცა რაღაც მნიშნელოვანი გაქვთ სათქმელი — და ყოველთვის განსაზღვრეთ, ეს რამდენადაა მნიშვნელოვანი სხვისთვის და არა თქვენთვის.
2. არ უსმინოთ „შერჩევით“.
ზოგიერთ ადამიანს — დარწმუნებული ვარ, ასეთებს ბევრს შეხვედრიხართ — არ შეუძლია მათი მოსმენა, ვისზეც ფიქრობს, რომ მასზე რაღაცით ნაკლები არიან.
დარწმუნდით, რომ თქვენ ელაპარაკებით ყველას, მაგრამ „არ ყვირით, როგორც ტყეში“, რადგან იქ არავინ გისმენთ.
განსაკუთრებით ქარიზმატული ადამიანები ყველას ყურადღებით უსმენენ და გულგრილად ტოვებენ მათ სოციალურ სტატუსს ან „დონეს“, ვისაც ესაუბრებიან. იგრძენით, რომ ყველასთან რაღაც საეrTო გაქვთ, რადგან – გაქვთ.
3. ყველაფერი გვერდით გადადეთ.
არ შეამოწმოთ მობილური ტელეფონი. არ მიაშტერდეთ კომპიუტერის მონიტორს. სხვა არაფერზე მოახდინოთ კონცენტრირება.
ვერასოდეს მოუსმენთ სხვებს ყურადღებით, როცა თქვენს მოწყობილებებზე ხართ „მიშტერებული“. ყურადღებით დაასაჩუქრეთ ყველა. ეს ის საჩუქარია, რასაც ცოტა ადამიანი გასცემს. ეს საჩუქარი სხვებს თქვენთან ყოფნას მოანდომებს და ყველას ემახსოვრებით.
4. ყოველთვის გაეცით, მანამ სანამ რამეს მიიღებთ და თან იცოდეთ, რომ შეიძლება ვერაფერი მიიღოთ.
არასოდეს იფიქროთ რას ელით. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რასაც აკეთებთ. გაცემა ერთადერთი გზაა ნამდვილი კავშირის და კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. უბრალოდ გაეცით. იყავით უანგარო. არ იფიქროთ იმაზე, სანაცვლოდ რას მიიღებთ მეორე დღეს.
5. არ გქონდეთ დიდი წარმოდგენა თქვენს თავზე.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც შთაბეჭდილების ქვეშაა თქვენი პრეტენზიებით, ნივთებით და ა.შ, არის თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე სხვა ადამიანი.
დანარჩენები კი საერთოდ არ არიან გავლენის ქვეშ. ისინი გაღიზიანებულები არიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
და ისინი საერთოდ არ ღელავენ, როცა თქვენ ოთახში შედიხართ.
6. … მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რომ სხვა ადამიანები მნიშვნელოვნები არიან.
თქვენ უკვე იცით ის, რაც იცით. თქვენ იცით თქვენი აზრები. თქვენი პერსპექტივები და გაქვთ თქვენი ხედვა. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ ეს ყველაფერი უკვე იცით. თქვენი თავისგან ახალს ვეღარაფერს ისწავლით. სამაგიეროდ, არ იცით რა იციან სხვა ადამიანებმა. დარწმუნებულები იყავით, რომ ყველამ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არიან ისინი, იციან ის, რაც თქვენ არ იცით. ეს კი მათ ავტომატურად მნიშვნელოვნებს ხდის, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომელთაგან სწავლა შეგიძლიათ.
7. „გაანათეთ“ სხვები
ვერავინ იღებს საკმარის ქება-დიდებას. ვერავინ. უთხარით ადამიანებს თუ რას აკეთებენ ისინი კარგად.
არ იცით რას აკეთებენ კარგად? ძალიან ცუდი. ეს უნდა იცოდეთ. ესაა თქვენი საქმე, რომ უცებ მიხვდეთ რაში არიან ისინი კარგები.
ამის შემდეგ ისინი არა მხოლოდ თქვენ დაგაფასებენ, დააფასებენ იმ ფაქტს, რომ თქვენ მათ საკმარის ყურადღებას უთმობთ.
ამის შემდეგ ისინი თავს მეტად სრულყოფილად და მნიშვნელოვნად იგრძნობენ თქვენს გვერდით.
8. შეარჩიეთ თქვენი დამოკიდებულებები და თქვენი სიტყვები.
სიტყვები, რომელსაც იყენებთ, გავლენას ახდენს სხვებზეც და თქვენზეც.
მაგალითად, თქვენ არ მიდიხართ შეხვედრაზე. თქვენ მიდიხართ ადამიანების შესახვედრად. თქვენ არ უნდა გააკეთოთ პრეზენტაცია ახალი კლიენტისთვის. თქვენ კარგი იდეები უნდა გაუზიაროთ სხვა ადამიანებს. თქვენ არ მიდიხართ სპორტ-დარბაზში. თქვენ მიდიხართ სავარჯიშოდ, ანუ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იმისთვის, რომ უკეთ გამოიყურებოდეთ.
თქვენ არ გაქვთ ინტერვიუ სამსახურის მსურველებთან. თქვენ უნდა შეარჩიოთ კარგი ადამიანი იმისთვის, რომ თქვენს გუნდს შემოუერთდეს.
ყველას გვინდა, რომ ვასოცირდებოდეთ ბედნიერებასთან, ენთუზიაზმთან და სრულყოფილ ადამიანთან. ის, რასაც თქვენ აკეთებთ და სიტყვები, რომელსაც ირჩევთ, ეხმარება სხვა ადამიანებს, რომ თავი უკეთ იგრძნონ და მათ შორის თქვენც, რომ მათ გამო იგრძნოთ თავი უკეთ.
9. არ იჭორაოთ სხვების წარუმატებლობაზე…
მართალია, ყველას მოგვწონს ცოტა ჭორი. ყველას მოგვწონს პატარა „სიბინძურეების“ გაგება.
პრობლემა არის ის, რომ არ უნდა მოგვწონდეს არც ეს და ცალსახად არ უნდა ვცეთ პატივი მათ, ვინც ამ ყველაფერს ავრცელებს.
არ დასცინოთ სხვა ადამიანებს. როდესაც ამას აკეთებთ, თქვენ გარშემო სხვები აუცილებლად იფიქრებენ, რომ ერთხელ მათზეც გაიცინებთ.
10. … მაგრამ თამამად ისაუბრეთ თქვენს წარუმატებლობებზე.
განსაკუთრებით წარმატებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ ქარიზმა უბრალოდ იმიტომ აქვთ, რომ ისინი წარმატებულები არიან — მათმა წარმატებამ შეიძლება უბრალოდ შექმნას „შარავანდედის“ ეფექტი. მაგრამ ეს უბრალოდ ასე ჩანს.
თქვენ არ გჭირდებათ იყოთ განსაკუთრებულად წარმატებული იმისთვის, რომ განსაკუთრებით ქარიზმატული იყოთ. მაგრამ განსაკუთრებით წრფელი უნდა იყოთ, რომ გქონდეთ განსაკუთრებული ქარიზმა.
იყავით მორიდებული. აღიარეთ შეცდომები და მიიღეთ გაკვეთილი.
გაიცინეთ თქვენს თავზე. როცა ამას გააკეთებთ, სხვა ადამიანები აღარ გაიცინებენ თქვენზე. ისინი თქვენთან ერთად გაიცინებენ.
ამის მერე მათ უფრო მეტად მოეწონებით და ყოველთვის თქვენ გარშემო ყოფნა ენდომებათ.
გაუზიარე მეგობრებს:
|