როგორ არ უნდა წარადგინოთ საკუთარი თავი (კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად) | |
კავშირების გაბმა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია ბიზნესის სამყაროში. უხერხულია, როდესაც უცნობი ადამიანების დიდი ჯგუფი თქვენზეა ფოკუსირებული და თქვენი შემდგომი ურთიერთობა პირველ შთაბეჭდილებაზეა დამყარებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ წინ მდგომი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის, ვინც, დაგეხმარებათ ან პირიქით, დაგინგრევთ კარიერული განვითარების შანსს. თუ მასზე კარგ წარმოდგენას დატოვებთ, ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ ახალი კონტრაქტის დადებაში, კლიენტის მოძიებასა და განვითარებაში. თუ სულელივით მოიქცევით, შესაძლოა დაკარგოთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტაქტებისა და ურთიერთობების მომცემი შეიძლება ყოფილიყო. თუ არ გინდათ მოუქნელ, იდიოტად დაამახსოვროთ ხალხს თავი, თავიდან აირიდეთ შემდეგი ქმედებები: სახელების წამომძახებელი – ასეთი ადამიანი, სხვებს თავს აცნობს იმით თუ რამდენ ადამიანს და ვის იცნობენ, ვისთან უმუშავიათ და ა.შ. სავიზიტო ბარათების დამრიგებელი – სავიზიტო ბარათი, თავის წარდგენა არ არის. თქვენი ბიზნეს ბარათების ჩამორიგება, ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ყველაზე ცუდი გაცნობის ხერხია. ერთის მაგივრად ორი სავიზიტო ბარათი – ვიღაცისთვის 2 სავიზიტო ბარათის გაწოდება, იმის იმედით, რომ იგი სხვასთან გაგიწევთ რეკომენდაციას, მართებული არ არის. (რამდენად ხშირად მოუციათ თქვენთვის სხვისი სავიზიტო ბარათი?) “მოხეტიალე” კაცი – მსგავსი ადამიანები, როდესაც საუბარს იწყებენ და აზარტში შედიან, ათას თემას მიედ-მოედებიან, საუბრობენ თავიანთ ცხოვრებისეულ ისტორიებზე, მეუღლეებზე და ავიწყდებათ საკუთარი თავის წარდგენა. “მოლაყბე”– ამ კატეგორიის ადამიანები გვანან ზემოთხსენებულებს, ისინი მოჰყვებიან საკუთარი კოლეჯისა და უმაღლესი სასწავლებლის ხარისხების განხილვას, ჯილდოების ჩამოთვლას და საკუთარი შინაური ცხოველის სრულ სახელს. კონცეტრირდით მთავარზე! “კოჭლი თევზი”– ადამიანების მსგავსი შეფასება ოდნავ ძველმოდურია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. სუსტმა ხელის ჩამორთმევამ შესაძლოა თქვენზე შექმნილ წარმოადგენაზე გავლენა იქონიოს. ყუმბარა – “კოჭლი თევზის” საპირისპირო ტიპაჟია, ის ძალიანაა საკუთარ თავში დარწმუნებული, ჰგონია რომ წვეულებაზე დაპატიჟების გარეშე შეუძლია მისვლა და ყველანაირ სიტუაციას გაართმევს თავს. ციფრული ზომბი – თუ საქმიან ღონისძიებაზე ან ბიზნეს შეხვედრაზე მიდიხართ, ნუ მიეკრობით თქვენს მობილურს, ყურადღება სხვებსაც დაუთმეთ. როგორ წარვადგინოთ თავი მარტივად: იმის თქმის მაგივრად თუ რას აკეთებთ, თქვით ვის ეხმარებით. მაგალითად: ჩემი სახელია ბერნარდი და მე ვეხმარები კომპანიებს იდენტიფიცირებაში და საუკეთესოდ წარმოვადგენ მათ. მზადაა: მოსაუბრემ იცის ვინ ხართ, რას აკეთებთ და გამოადგებით თუ არა. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/21 , 23:42 კატეგორია: ფსიქოლოგია ნანახია: 853-ჯერ ავტორი: Administrator |