04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 24 » რატომ ვჩუქნით და ვიღებთ საშინელ საჩუქრებს?

რატომ ვჩუქნით და ვიღებთ საშინელ საჩუქრებს?

ყველა ჩვენგანს გამოუცდია ის მომენტი, როცა შეუსაბამო ან ცუდი საჩუქრის მიღების დროს უხერხული წამიერი სიჩუმე ჩამოვარდნილა, რომელსაც ხელოვნური ღიმილი და “მადლობა” მოყოლია (რამდენ თქვენგანს მიუღია ბავშვობაში ვაზა ან ყავის ჭიქების სერვიზი საჩუქრად დაბადების დღეზე?). რამდენჯერ აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა მთელი მონდომებით შერჩეული საჩუქარი არც ისე სასურველი და შესაბამისი აღმოჩენილა? თუმცა, რადგან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, ალბათ ყველა ჩვენგანს დაუმშვიდებია თავი იმ იმედით, რომ საჩუქარი სწორად იყო შერჩეული და აუცილებლად გამოადგებოდა ადრესატს.

ალბათ გაინტერესებთ რატომ და როგორ ხდება ეს? საჩუქრის შერჩევისას ხომ ადამიანის გახარებაზე ფიქრობთ. ეს არ ხდება მარტო მაშინ, როცა საჩუქრის მიმღები არ მოგწონთ და მოვალეობის მოხდის მიზნით ჩუქნით რაიმე იაფიანს (რაც ხშირად არის კიდეც საშინელი საჩუქრის შერჩევის მოტივი). აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობენ საჩუქრის ადრესატის გახარებას და ამ დროს უშვებენ შეცდომას. კვლევების შედეგად გამოიკვეთა საჩუქრის შერჩევის დროს დაშვებული შეცდომის 5 ძირითადი მიზეზი, რომელიც ხშირად მეორდება:

1. “ეს მშვენიერი საჩუქარი იქნება” საჩუქარი

ლესლიმ ონლაინ აუქციონზე შეიძინა სამზარეულო დანების 3 კრებული (საკმაოდ კარგი ხარისხის და ელეგანტური), რომელიც 80%იან ფასდაკლებაზე იყო. “მშვენიერი საჩუქარი იქნება ეს” – გაიფიქრა მან. ფასით აღფრთოვანებულს დიდხანს არ უფიქრია ვისთვის იქნებოდა ეს დანები მშვენიერი საჩუქარი, რადგანაც ყველა, ვისაც აჩუქა, ცოტათი დაბნეული ჩანდა. და არც იყო გასაკვირი — საჩუქრის ყიდვის დროს ლესლის არ უფიქრია კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც აჩუქებდა და ნამდვილად გაახარებდა. მას უბრალოდ მოეწონა ნივთი და იფიქრა რომ ძვირიან ნაკრებს აჩუქებდა ვინმეს საკმაოდ კარგ ფასად.

ასე რომ, თუ ნივთის ყიდვას დააპირებთ, და გონებაში წარმოდგენილი არ გყავთ ადამიანი, რომელსაც გაუხარდება ეს ნივთი, მაშინ კარგად დაფიქრდით, სანამ ფულს გადაიხდიდეთ. 

2.  “რამდენი წლისაა, შემახსენე?” საჩუქარი

ადამიანების უმრავლესობა ნათესავებს მხოლოდ დღესასწაულებზე ხედავს, ან კიდევ უფრო იშვიათად. ზოგჯერ ჩვენს გონებაში ისეთებად წარმოვიდგენთ ადამიანებს, როგორებიც ბოლო ნახვისას დაგვამახსოვრდა. რაც მარიანას განმარტებით გახდა თავისი 14 წლის ნათესავისთვის ბრჭყვიალა პეპლიანი სათამაშო კვერთხის ჩუქების მიზეზი. “შოკში ვიყავი, როცა ის დავინახე, რა უცებ გაზრდილა. საჭიროც არაა იმის თქმა რომ არ მოეწონა პატარა ბავშვის საჩუქარი რომ მიიღო.

”მარიანას შეცდომა მხოლოდ ასაკთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იმის ვერ შემჩნევასთან, რომ იცვლება ადამიანის ცხოვრების ეტაპი, გარეგნობა და ჰობი" 

ჯორჯი რამდენიმე წლის წინ გავიდა პენსიაში, მაგრამ ყოველწლიურად ჰალსტუხს იღებს საჩუქრად თავისი ერთ-ერთი შვილისგან.

” სავსეა ჩემი კარადა ჰალსტუხებით, მე კი ვერსად ვიყენებ მათ” – ამბობს ჯორჯი.

 

3. “რაც ბრწყინავს” ოქრო არ არის” (და პირიქით) საჩუქარი

დიდი მნიშვნელობა აქვს საჩუქრის შეფუთვას. ჯენიმ Tiffany-ის ძველი სასაჩუქრე ყუთი გამოიყენა ნაძვის ხის სათამაშოს შესაფუთად, რომელიც თავის დას უყიდა. ” თქვენ უნდა გენახათ მისი სახე, უფრო სწორად მისი სახის 2 განსხვავებული გამომეტყველება: ჯერ მან დაინახა სამკაულის ყუთი და ძალიან გაუხარდა. ყუთის გახსნის შემდეგ სახეზე იმედგაცრუება დაეწერა.”  ჯენის დას მოეწონებოდა ნაძვის ხის სათამაშო, თავდაპირველად სხვა რამ რომ არ ჰგონებოდა. მეორეს მხრივ, რეიმ ბრილიანტის ბეჭედი შეაცურა მიქსერის პლასტმასის ჯამში, შეფუთა ჯამი და აჩუქა თავის ცოლს საშობაოდ. “ისე ეწყინა ჯამი რომ ვაჩუქე… მითხრა აღარასდროს მეჩუქებინა სამზარებულოს ნივთები. შემდეგ ძალიან შერცხვა ბეჭედი რომ დაინახა. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც წარმომედგინა.”

ამის გამო ხელს ნუ აიღებთ შეფუთვაზე და კრეატიულობაზე, უბრალოდ თავიდან აირიდეთ არასწორი მოლოდინის შექმნა.

 

4. “დღემეხვალიეს განსაკუთრებული საჩუქარი”

დღემეხვალიე ადამიანები ასე 2 მიზეზით იქცევიან: უჭირთ შერჩევა და თან ამ ყველაფერს დრო სჭირდება; ან წარმოდგენა არ აქვთ რა გააკეთონ, სად წავიდნენ და როგორ შეარჩიონ — შესაბამისად ფეხს ითრევენ და იციან, რომ თუ შეცდომა მოუვათ საჩუქრის არჩევისას, შეუძლიათ დროის სიმცირეს დააბრალონ.  პამელას ქმარი ჩვეულებრივი დღემეხვალიეა: “ჩემმა მეუღლემ ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი მაჩუქა, ოღონდ არასწორი ზომა, რომელსაც მოყვა წარწერა რომელიც მატყობინებდა რომ ჩემ ზომაში უნდა გადამეცვალა. როცა გადაცვლა ვცადე, ჩემი ზომა აღარ იყო მაღაზიაში, და სავარაუდოდ არც მაშინ იყო, როცა მან მიყიდა — შობის საღამოს.”

მოკლედ, თუ თქვენთვის ნაცნობია დღემეხვალიე ადამიანების მიზეზები, ნუ გადადებთ საჩუქრის ყიდვას ბოლო მომენტამდე. 

5. “იმპულსურად შეძენილი ექსტრავაგანტული საჩუქარი”

როდის ვყიდულობთ იმპულსურად? როცა აღფრთოვანებულები ვართ. დღესდღეობით, უფრო ხშირად ჩვენს აღფრთოვანებას პროდუქტზე მეტად ფასი იწვევს. მყიდველები ადვილად ბრმავდებიან მიმზიდველი ფასით და იდეით, რომ ექსტრავაგანტულ საჩუქარს აჩუქებენ მეგობრებს/ოჯახის წევრებს ბიუჯეტის დარღვევის გარეშე. ზუსტად ასე უყიდა ჯესიკამ დედამისს ქაშმირის ხალათი, რომლის გასუფთავებაც მხოლოდ ქიმწმენდაშია შესაძლებელი. “ეს იყო ელეგანტური და მიუხედავად იმისა, რომ პლუშის ხალათთან შედარებით (რომელიც უნდოდა დედას) 2-ჯერ ძვირი გადავიხადე, აღფრთოვანებული ვიყავი ჩუქების მომენტამდე — სანამ არ დავინახე მისი სახე. სამწუხაროდ ხალათის დაბრუნება შეუძლებელი იყო — დღემდე ინახება ოჯახში და მახსენებს, რომ წინასწარ შედგენილ სიას უნდა მივყვე.”

რაც ყველასთვის სასარგებლო რჩევაა..

 

გთხოვთ, კომენტარებში გაგვიზიაროთ ყველაზე უსარგებლო ან ცუდად დასამახსოვრებელი საჩუქარი, რაც მიგიღიათ

 

 

Psychology Today



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/24 , 13:57
კატეგორია: ფსიქოლოგია
ნანახია: 718-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz