რატომ ემართებათ დეპრესია მილიონერებს და როგორ უმკლავდებიან მას | |
90-იანი წლების ბოლოს ინტერნეტის დამსახურებით მსოფლიოს ათასობით მილიონერი შეემატა და მილიარდელების კიდევ ერთი მუჭა. მეწარმეები, რომლებსაც დასაწყისში უწევდათ კვირაში 80 საათი მუშაობა, ძალზედ უცნაურ მდგომარეობაში ჩავარდნენ: მათ საერთოდ აღარ უწევთ მუშაობა, რადგან უკვე ძალიან დიდი კაპიტალი აქვთ დაგროვებული. მილიონრებისთვის ჭკვიანური ფინანსური დაგეგმვა გულისხმობდა უდარდელ ცხოვრებას და ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას. მილიარდელებისთვის ყოველ დილა შამპანიურის აბაზანების მიღება და საღამოობით „ლამბორჯინებით“ სეირნობა დიდ დანაკლის არ წარმოადგენს მათი კაპიტალისთვის.
წერს ამერიკელი ავტორი რიჩარდ ფრენკი თავის ერთ-ერთ წიგნში.
არსებობენ ისეთი ინტერნეტ მეწარმეები, რომლებმაც ამერიკის მოსახლეობის ტოპ 1% -ის დონეზე რომ იცხოვრონ, 4 000 წელი ფული არ გაუთავდებათ. ისინი ისეთი მდიდრები არიან, სულ რომ პიჟამოებით მივიდნენ 5 ვარსკვლავიან რესტორანში ან NBA-ის თამაშზე, მაინც არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მოუწევთ. უცნაური კი ის არის, რომ ძალიან ბევრ მათგანს აწუხებს დეპრესია. ნიუტონის პირველი კანონის თანახმად „თუ სხეულზე ძალები არ მოქმედებენ ან მათი მოქმდება კომპენსირებულია, იგი უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად“ — ამ პრინციპს ეყრდნობა სწრაფად წარმატების მიღწევა. როდესაც მიდიხარ სულ წინ და დაბრკოლებებიც უკვე აღარ არის, ნელნელა გბეზრდება ყველაფერი შენს გარშემო. როგორც ფინანსური კონსულტანტები ამბობენ, სწორედ ამიტომაც მდიდარი ადამიანების გასაოცრად მაღალი პროცენტს სჭირს დეპრესია. როგორც თერაპევტმა მანფრედ კეტს დე ვრაისმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, “როცა ფული თითქმის ულიმიტო რაოდენობით არის ხელმისაწვდომი, მსხვერპლი ერთგვარ ინერციაში ვარდება”. თუმცა რამდენად შეგვიძლია ვუწოდოთ მსხვერპლი მილიარდეებს? რთულია განვიცადოთ მათი მდგომარეობა, მაგრამ მათთვის ცხოვრებამ შეწყვიტა წინსვლა. “როცა ბიზნესმენები დიდი რაოდენობით ფულს ერთბაშად შოულობენ, გამარჯვების შეგრძნება გრძელდება გარკვეული პერიოდი. შემდეგ, როცა შამპანურის სმას მორჩებიან ერთგვარი უფსკრულში ვარდნის შეგრძნება უჩნდებათ. ეს დაახლოებით იგივეა, სახლს კოჭები რომ გამოეცალოს და მათი აშენება შიგნიდანვე რომ მოგიწიოთ. ეს გრძნობა ადამიანის ემოციურ პარალიზებას იწვევს და გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტურ აზროვნებაზე.”— ამბობს სუსან ბრედლი, სიმდიდრის ქოუჩი. ის მილიონრები, რომლებმაც ლატარეაში მოიგეს, როგორც ჩანს სულ არ არიან ბედნიერები და ამბობენ რომ, ამდენი ფული უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის ვიდრე აგვარებს, არადა მოგებამდე რომ გეკითხა გიპასუხებდნენ, ერთი მილიარდი მათ ყველა პრობლემას გადაჭრიდა და მთელი ცხოვება უდარდელები იქნებოდნენ. თუ გაინტერესებთ რას უშვება მაქსიმალური წარმატება ადამიანს, გაიხსენეთ 1960-1970 წლებში მოღვაწე ასტრონავტი ბაზ ალდრინი, მეორე ადამიანი რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა — აპოლო 11-ის მერე სახლში დაბრუნდებული ალკოჰოლს შეეჩვია, რასაც მოყვა 3 განქორწინება და ღრმა დეპრესია, რომლის შესახებაც წერად ის თავის მემუარებში. თუნდაც ნილ ამსტორნგი, ადლრინამდე იყო მთვარეზე და აპოლო 11-ის შემდეგ 20 წელი ცდილობდა ეპოვა თუ რა უნდოდა ეკეთებინა ცხოვრებაში — უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობით დაწყებული, „კრაისლერის“-ის რეკლამაში გადაღებით დასრულებული. პრობლემას რომელსაც ასტრონავტები და მილიარდელები აწყდებიან არის ის, რომ მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ისინი ჩერდებიან. უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამერიკელების მხოლო 1/3 ნაწილია ბედნიერი თავისი სამსახურით. როდესაც ხდება დაწინაურება და წინსვლის შესაძლებლობა — მუშაობას ხალისი ეძლევა. როგორც ნიუტონი ამბობს:
როგორ ებრძვიან მილიარდელები დეპრესიას? ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ იწყებენ ახალ ბიზნესებს ის ადამიანები, რომელსაც ფული არ ჭირდებათ. მათ სურთ მუდმივი პროგრესი, რათა არ იყვნენ ერთ დონეზე გაჩერებულები, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დეპრესიას. მნიშვნელობა არ აქვს უფრო ეფექტურ თუ უფრო მომგებიან ბიზნეს წამოიწყებ, მთავარია პროგრესი და წინსვლა. მათ აღარ სჭირდებათ რაიმე უფრო დიდის და მნიშვნელოვანის მიღწევა ბედნიერებისთვის. როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ვეიკი ამბობს, მცირე გამარჯვებებს საკმაოდ დიდი ძალა აქვთ.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/26 , 18:22 კატეგორია: ბიზნესი ნანახია: 943-ჯერ ავტორი: Administrator |