რას გულისხმობს “სტრატეგიული აზროვნება” სინამდვილეში? | |
ხშირად ამბობენ, რომ ლიდერი უნდა აზროვნებდეს სტრატეგიულად. მაგრამ, ზუსტად რას ნიშნავს სტრატეგიული აზროვნება? ნიკ ტესლერი, საკონსულტაციო კომპანია Decision Pulse-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს რომ სტრატეგიული აზროვნება არ გულისხმობს იმის მართვას, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა არა. “უმაღლეს საფეხურზე ეს ჩვეულებრივ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას ერთი კომპანიის გაყიდვის და სანაცვლოდ მეორეს ყიდვის შესახებ. თუმცა, უფრო ხშირად ეს უბრალოდ ნიშნავს იმის გადაწყვეტას თუ რომელი ინიციატივების შესრულება უნდა გადავიდეს უკანა პლანზე, რათა მოხდეს ძირითადი რესურსების კონცენტრირება ერთი მთავარი მიმართულებით” წერს ტესლა Harvard Business Review-ში. თუ გავითვალისწინებთ მიღებული ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების სიჭარბეს, ლიდერებს შეიძლება ერთმანეთში აერიოთ სტრატეგია და პროდუქტიულობა, ან სულაც ბევრი დრო დაუთმონ ფიქრს ქმედებების გარეშე. ქვემოთ მოცემულია 3 მითი სტრატეგიული აზროვნების შესახებ, რომელთა შესახებაც სინამდვილე გამოგვიაშკარავა ტესლერმა.
ტესლერი ამბობს, რომ ბევრ ლიდერს ხშირად ერთმანეთში ერევა პროდუქტიულობა და სტრატეგია. “პროდუქტიულობა გულისხმობს საქმეების დასრულებას, ხოლო სტრატეგიული აზროვნება — სწორად შერჩეული საქმეების კარგად დასრულებას. ამ სინამდვილის შედეგად გამომდინარეობს დასკვნა: სტრატეგია მოითხოვს კონკრეტული ამოცანების გადაუჭრელად დატოვებას, რომელიც იწვევს პოტენციური უარყოფითი ემოციების მოზღვავებას. თუ თქვენ გიწევთ ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი პროექტის გვერდზე გადადება, შესაძლოა განიცადოთ თავდაჯერებულობის და კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტიულობა სტრატეგიულად აგნოსტიკურია, ხოლო სტრატეგიის გარეშე პროდუქტიულობა უშედეგოა” —წერს ტესლერი.
ტესლერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ამოცანების დასათაურება ფაქტიურად შეუძლებელია. სცადეთ შემდეგი სავარჯიშო, რომელსაც ტესლერი მსხვილ კომპანიებთან კონსალტინგის დროს იყენებს: ჩამოწერეთ თქვენი კომპანიის ყველა პროექტი და ინიციატივა და გადახაზეთ თითოეული მათგანი, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი. “99% შემთხვევაში თქვენი სიიდან არც ერთი პროექტი არ გადაიხაზება. ეს იმიტომ, რომ ყველა პროექტი, რომელზეც თქვენი გუნდი მუშაობს ‘სადღაც, ვიღაცისთვის და როგორღაც’ მნიშვნელოვანია. ყველა მათგანი ქმნის ღირებულებას თუნდაც ბუნდოვანი გზით. ზუსტად ამიტომ იმაზე კამათი, თუ რა არის მნიშვნელოვანი — უსარგებლოა. სტრატეგიულად მოაზროვნეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რაზე უნდა მოახდინონ ფოკუსირება და არა – უბრალოდ რა არის მნიშვნელოვანი. სტრატეგიულმა ლიდერებმა გაცნობიერებულად უნდა გადადონ ზოგი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელება”— ამბობს ტესლერი. თუ თქვენი კომპანია თანმიმდევრობით (first-come, first-served) ახდენს მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებას, ეს არ არის სტრატეგიული მიდგომა. სტრატეგიული ლიდერი გადაწყვეტს რომელი პროექტი შეიტანს უფრო დიდ წვლილს კომპანიის მისიის შესრულებაში და პირველ რიგში იმ პროქტის განხორციელებაზე იმუშავებს.
ტერმინი ‘სტრატეგიული აზროვნება’ ნორმიდან გადახვევაა, რადგანაც არ მოიცავს კონცეფციის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს –სტრატეგიულ ქმედებას. ტესლერი ამბობს, რომ ფიქრს ყოველთვის უნდა ახლდეს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღსრულდეს. “შესაბამისად სტრატეგიულმა ნააზრევმა უნდა მიგვიყვანოს სტრატეგიულ ქმედებამდე. მიუხედავად მარცხის მოსალოდნელობისა, გაურკვევლობისა და კომპლექსურობისა სტრატეგიულმა ლიდერმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს და გამოაცხადოს თუ რაზე არ იმუშავებს გუნდი და რაზე მოხდება ყურადღების და რესურსების კონცენტრირება”. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 14:25 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 1018-ჯერ ავტორი: Administrator |