რა უნდა ისწავლონ პოლიტიკოსებმა მეწარმეებისგან | |
მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის აკისრია უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკის წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნაში პოლიტიკოსებს თუმეწარმეებს. Docstoc-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ ნაზარი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე Forbes-ის მკითხველებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს მიუთითებს თუ რა უნდა ისწავლონ მათ მეწარმეებისგან, იმისთვის, რომ რბილ სავარძელში კომფორტულად მოკალათების შემდეგ რეალურად შეძლონ საქმის კეთება. ჯილდო შედეგია და არა პოზიცია წოდება “მეწარმეს” ფასი არ აქვს, თუ მას წარმატებული საქმიანობა და ცონდა არ უმყარებს ზურგს. კონგრესმენობა, სენატორობა, მმართველობა და პრეზიდენტობა კი არ არის მიღწევა, არამედ იმ საქმის შესრულება, რომელითაც ისინი უნდა დაკავდნენ, წოდების მოხვეჭის შემდეგ. როდესაც სახსრებს მოიძიებთ, აუცილებლად შექმენით… მატერიალური სახსრების მოძიება დასასრული არ არის, ის საქმის დასრულების საშუალებაა. როდესაც ერთგული მხარდამჭერებისგან თანხას იღებთ, აუცილებლად უნდა იფიქროთ რაღაც ღირებულის შექმნაზე, მხოლოდ ამის მერე გაქვთ უფლება კიდევ ითხოვოთ დახმარება. დამარცხდით სწრაფად ყველასგან მოელიან მარცხს. მთავარია თანდათან გაუმკლავდეთ დიდ გამოწვევას და თავიდანვე არ ჩაეფლოთ იმ საქმეში რომელსაც წარმატების შანსი არ აქვს. იმუშავეთ გულმოდგინედ რამდენი არჩეული თანამდებობის პირი მუშაობს, სრული დატვირთვით, დამატებითი საათების განმავლობაში, რათა მიაღწიონ სრულ მხარდაჭერას და მიიღონ საჭირო კანონები? ქვეყანა ბევრად უფრო კარგ მდომარეობაში იქნება თუ პოლიტიკოსებიც ისევე ბეჯითად იმუშავებენ, როგორც მაგალითად ინჟინრები პრობლემის გადაწყვეტისას. რისკი=ჯილდო არავის ახსოვს ობსტრუქციონისტის სახელი. “დასაფასებელია არა კრიტიკოსი, რომელიც მხოლოდ წინაღობებს ხედავს, არამედ ადამიანი რომელიც არენაზე დგას და ბოლომდე იხარჯება მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.” ფული თავდება ბიზნესში არ არსებობს ცარიელი ჩეკი, აქ კაპიტალია თქვენი მაშველი რგოლი, რომელიც ფხიზელი გონებითა და განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა მართოთ. ნაღდი ფულის რესურსი შეზღუდულია და როდესაც ის დამთავრდება, თქვენი საქმე წასულია. ვალი მუშაობს თქვენ სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ვითარდებით ვალი შეიძლება გახდეს მარტივი და შეღავათიანი საშუალება, რომ თქვენ ფინანსურად გაიზარდოთ, თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც წინ მიიწევთ, ვითარდებით, ხოლო მაშინ როდესაც თანხის ხარჯვა განვითარებას არ ხმარდება და საქმე რეგრესისკენ მიდის, ვალი აუცილებლად იქცევა მსხვრევად კისერზე შემოჭერილ მარყუჟად. მოგება-მოგებისთვის აუცილებელი არ არის ვინმეს დამარცხება, თქვენ გასამარჯვებლად. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის რაც გვინდა სხვებისთვის გამარჯვების მოპოვების მცდელობაში. ყველაფერი უფრო მარტივია, როცა ორივე მხარე კმაყოფილია. თქვენი ხედვა უნდა იყოს ნათელი არავინ გაყვება ლიდერს, რომელმაც არ იცის საით უნდა წავიდეს. თუ მეხუთეკლასელს არ შეუძლია გარკვევით გამოთქვას შენი ხედვა, ის ან ძალიან ჩახლართულია ან ძალიან დამაბნეველი. იყავით გადამწყვეტი როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებით სამომავლო ხედვებსა და მოქმედებების თანმიმდევრობაზე, გაერკვევით ზრახვებში, უარი აღარ თქვათ და უკან არ დაიხიოთ. ხალხი დადებითი ენერგიით და პოზიტივით იკვებება რამდენჯერ გვინახავს და მოგვისმენია, როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრები ერთმანეთს ლანძღავენ და ამცირებენ? — ხშირად! და აქებენ ერთმანეთს? — თითქმის არასდროს! მეწარმეები კი ცდილობენ ჰქონდეთ მეგობრლი დამოკიდებულება და ისწავლონ ერთმანეთისგან, გაიზიარონ განსხვავებული ხედვები. პოლიტიკოსებმაც იგივე უნდა გააკეთონ, რადგან აღარავის აღაფრთოვანებს პესიმიზმი და ნეგატივი. ნაკლები დაპირება, მეტი შესრულება პოლიტიკური კამპანიების უმეტესობა ფარსი და ზღაპარია. შეუსრულებელი დაპირებები, ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას და შედეგად პოლიტიკოსები აგრესიას იღებენ. ნაკლების მოლოდინი და მეტი სარგებელი, დადებითად აისახება ხალხზეც და პოლიტიკოსზეც. მიიღეთ კრიტიკა ყველა შენიშვნიდან შეიძლება რამის სწავლა — მიეცით კრიტიკოსებს შენიშვნის მოცემის საშუალება და გამოიყენეთ, გაითვალისწინეთ ისინი. ეს სამომავლოდ თავიდან აგაცილებთ უფრო მეტ ცილისწამებას და ბრალდებას. გიყვარდეთ ის რასაც აკეთებთ ათასობით და მილიონობით ადამიანის დადებითი წარმოდგენა და მხარდაჭერა დიდი პატივია და თქვენ ეს უნდა დააფასოთ. მიიღეთ და გაითავისეთ დემოკრატიული ღირებულებები, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა და შედეგებისა, რომელსაც ის შეიძლება იწვევდეს. ეს საუკეთესო, არასრულყოფილი მმართველობის სისტემაა. იცნობდეთ თქვენ მომხმარებელს რა სჭირედბათ, რა უნდათ, რა აღელვებთ? რაც უფრო ახლოს იქნებით მომხმარებელთან/ამომრჩეველთან უფრო მეტად დაჯილდოვდებით გაწეული სამსახურისთვის. იდეა მნიშვნელოვანია, შესრულება უმნიშვნელოვანესი ნებისმერი იდეა, რომელიც გენიალურად გვეჩვენება, არაფერია თუ მას სრულყოფილად არ შევასრულებთ. კონკურენცია უნდა გამხნევდეს პატიოსანი და მონდომებული კონკურენციის შედეგად, ყველა მოგებაში რჩება. კონკურენცია მუდამ დადებითად აისახება შესრულების ხარისხზე და ის გიბიძგებთ გაუმჯობესებისკენ. თუ შრომა გეზარებათ, მაშინ აქტიური კონკურენცია თქვენთვის დამღუპველია. გამარჯვება = პრობლემების გადაჭრა რაც უფრო მეტ პრობლემას გადაჭრით, მით მეტი მომხმარებელი და ამომრჩეველი გეყოლებათ. ფოკუსირება გააკეთეთ მიღწევადის მიწოდებაზე, გაუმჯობესებაზე და შედეგად აუცილებლად დაჯილდოვდებით. ლიდერები ემსახურებიან კლიენტებს, მაგრამ ყოველთვის ისე არ ფიქრობენ როგორც ისინი ლიდერი ვერ გახდებით, თუ ისე იქცევი როგორც ყველა დანარჩენი. ჩვენ ვირჩევთ წარმომადგენლებს, ვენდობით მათ, რადგან გვჯერა რომ გადაწყვეტილებებს ჩვენი შეხედულებების მიხედვით მიიღებენ. ისინი ჩვენზე უკეთესები უნდა იყვნენ და მიიღონ რთულ გადაწყვეტილებები ჩვენ სასარგებლოდ, მაშინაც თუ ამას არ ვეთანხმებით.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/26 , 18:30 კატეგორია: ბიზნესი ნანახია: 697-ჯერ ავტორი: Administrator |