რა უნდა ისწავლონ ბიზნესმენებმა ბიონსესგან | |
თქვენ შეიძლება წვეულებაზე ეცადოთ ზუსტად გაიმეოროთ ბიონსეს მოძრაობები მისი სიმღერის ვიდეოდან „მარტოხელა ქალბატონები“ (Single Ladies). შესაძლოა გამოგივიდეთ კიდეც, მაგრამ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ნამდვილად არაფერი აქვთ საერთო პოპ დივა ბიონსესთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაკლებად გლამურული გარეგნობა გაქვთ და არც მუსიკალური ნიჭით დაიკვეხნით, ამ სენსაციურ მომღერალს ბევრი რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი იმაზე, თუ როგორ მიიქციოთ საზოგადოების ყურადღება. ნაწყვეტში წიგნიდან „კეპტივოლოგია“, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა, ავტორი ბენ პერი მოგვითხრობს ბიონსეს შთამბეჭდავ მიღწევებზე, რაც მისი ფანებისა და გაყიდული ალბომების რაოდენობაზე აისახება. ავტორი მკითხველებს ახსენებს, რომ ბიონსეს მეხუთე ალბომი ყოველგვარი მარკეტინგისა და ხმაურის გარეშე გამოვიდა და როგორ მოხდა ეს? შუაღამით დაიპოსტა ინსტაგრამზე. „სამ საათში გაიყიდა 80, 000 კოპია. ერთ დღეში 430, 000, ხოლო სამ დღეში გაყიდული ალბომების რიცხვმა 828, 733-ს მიაღწია, რითიც მოხსნა აითუნს-ის ყველა რეკორდი,“ – წერს პერი.
წარმატება ერთ ღამეში არ მოდის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფენომენალურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ხელოვანისთვის, მაგრამ რა კავშირი შეიძლება ამას ქონდეს იმ საქმიან ადამიანებთან, რომლებიც სამსახურში არც ისე შთამბეჭდავი სამოსებით დადიან? ბევრი – ასე პასუხობს ამ შეკითხვას პერი. მთავარი გაკვეთილი თუ რაში მდგომარეობს ბიონსეს მყისიერი წარმატება არის ის, რომ ხშირად გამოცდილი და ძველი მეთოდები ნაკლებად ეფექტიანად მუშაობს. “მედიას უყვარს სწრაფ წარმატებებზე საუბარი. Pinterest, Angry Birds და Psy-ის ცნობილი ჰიტი „Gangam Style“ სწორედ მსგავსი წარმატებული პროექტებია, რომლებიც არავინ იცის საიდან გაჩნდა, მილიარდობით დოლარის მოგება კი მიიღო და საერთაშორისო დონის ვარსკვლავების სიაში შევიდა. მინდა გითხრათ, რომ “პინტერესტი” დაარსდა 2008 წელს და მხოლოდ სამი წლის წინ გახდა უცებ სენსაცია. იცოდით, რომ „ენგრი ბერდსი“ სათამაშო სტუდიის „როვიოს“ მიერ გამოშვებული 52-ე თამაშია? ის თუ იცოდით, რომ Psy სამხრეთ კორეაში მუსიკალური ჩარტების სათავეებში იდგა ათი წლით ადრე, ვიდრე ამ ჩვენთვის ცნობილ ჰიტს შექმნიდა?“ – წერს პერი. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა აკეთებდე ერთსა და იმავე საქმეს და ოდესმე შენც შექმნი რაღაც „ვირუსულს“. ძალიან ახლოსაა “პინტერესისა” და Psy-ს რეალობა ბიონსეს რეალობასთან. „მან ძალიან დიდი ყურადღებით განავითარა თავისი ნიჭი, იმიჯი და რეპუტაცია, რითაც გრძელვადიანი პოპულარობა დაიმსაურა,“ – წერს პერი.
არ არსებობს მოკლე, ალტერნატიულ გზები ბიზნესმენებისთვის ყურადსაღები არის ის, რომ არ არსებობს მოკლე, ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ მიიპყროთ ის ყურადღება, რაც ესოდენ ძალიან გჭირდებათ. თქვენი მიზანი უნდა იყოს დიდი ხნის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ყოფნა. ადვილად შეიძლება მოიხვეჭოთ მოკლევადიანი პოპულარობა, რაც ასევე ძალიან მალე სრულდება. “ფამილიარობა ხანგრძლივი პოპულარობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ჩვენ ვეძებთ გზებს და იდეებს, რომლებიც ადრე გამოგვიყენებია და ჩვენთვის ნაცნობია. ზოგ შემთხვევაში, ეს ფამილიარული მიდგომები და ყოველდღიური რუტინა ინსტიქტურ ჩვევებში გადადის. თქვენ არ გიწევთ ბევრი ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოიხეხოთ კბილები ან მიიღოთ შხაპი, მაგრამ იცით, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ და აკეთებთ ავტომატურად,“ – წერს პერი. თქვენი, როგორც აუდიტორიის შემქმნელის მიზანი უნდა იყოს ის, რომ პროდუქტი, რასაც ყიდით ისეთივე აუცილებელი და რუტინული გახადოთ ხალხისთვის, როგორიც კბილების ყოველდღიური გამოხეხვაა. “წარმატებული გაკვეთილის გეგმის, სარეკლამო კამპანიის ან გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნის საიდუმლო მოკლე ვადიანი ყურადღების მოპოვებისთვის ეფექტიანი გზების პოვნაში და მის გრძელვადიან პერსპექტივაში გადატანის ხელოვნებაშია. არ არის საკმარისი გყავდეს აუდიტორია, რომელიც გასართობ სარეკლამო რგოლს უყურებს. აუცილებელია მოახდინოთ მიმდევრების, ე.წ. ფოლოვერების, ფანების და რაც მთავარია – გაყიდვების გენერირება,“ – ამბობს ავტორი. გინდათ უფრო მეტი იცოდეთ იმაზე, თუ როგორ მოახერხა ბიონსემ მოეპოვებინა ძალიან გრძელვადიანი ყურადღება აუდიტორიის მხრიდან და პოპულარობა? A fascinating interview with Parr on Big Think ამ დეტალებში ჩაგახედებთ, მათ შორის გასწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ მომღერლის ერთ-ერთი მიდგომა, რომელსაც „აღიარების გამომწვევს“ ეძახის. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/21 , 23:30 კატეგორია: ბიზნესი ნანახია: 872-ჯერ ავტორი: Administrator |