04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 26 » რა საფრთხეს წარმოადგენს მზეში პარკირებული მანქანა?

რა საფრთხეს წარმოადგენს მზეში პარკირებული მანქანა?

სიცხეში ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით, დღის განმავლობაში სალონში გამოყოფს 400დან 800 მგ-მდე ბენზოლს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში, ბენზოლის დონე სალონში 2000 დან 4000 მგ აღწევს რაც დასაშვებზე 40 ჯერ მაღალია!

ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს! ხოლო ყველაზე ცუდი ის არის , რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.

ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოყვება ნათლად წერია რომ, როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ 2 წუთით დატოვეთ ფანჯრები ღია! ხოლო რატომ?! – არცერთი მწარმოებელი არ აღნიშნავს, რადგან აღნიშნული მესიჯი ავტომობილის მწარმოებლის იმიჯს მეტნაკლებად შელახავს.
კვლევების საფუძველზე სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას იგი გამოყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელიც იწვევს კიბოს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ( გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელიც კონდინციონერს ჩართვის თანავე თან სდევს რამოდენიმე წუთით) ამიტომ აუცილებელია დავრწმუნდეთ, სანამ სუნი არ გავა, ფანჯრებს არ აუწიოთ.

ავტომობილის დაქოქვამდე აუცილებელია გააღოთ ფანჯრები რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩართოთ კონდინციონერი, ფანჯრები არ დაკეტოთ ჩართვიდან კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ხოლო რამოდენიმე წუთის მერე აუწიეთ შუშებს და იმგზავრეთ მშვიდად.

 

 

Premium Autoparts

 



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/26 , 13:46
კატეგორია: ავტო-მოტო
ნანახია: 762-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz