რა ინფორმაციას ფლობს Google თქვენ შესახებ? | |
Google-ით სარგებლობისას თქვენ ერთგვარ შეთანხმებას დებთ უნებლიედ — საძიებო სისტემის, ელექტრონული ფოსტის, რუკების და YouTube-ის უფასოდ გამოყენების სანაცვლოდ თანხმდებით პირადი ინფორმაციის გაზიარებაზე, ხოლო Google ამ ინფორმაციას მარკეტერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან ყიდის. რაც უფრო მეტი იცის Google-მა თქვენ შესახებ, მით უფრო მარტივად არჩევს თქვენთვის სარეკლამო სააგენტოებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თქვენ მათი იდეალური მომხმარებელი შეიძლება გახდეთ. სარეკლამო კომპანიები მზად არიან უფრო მეტი გადაიხადონ რეკლამაში, თუ პირდაპირ მოხდება მისი მიწოდება იდეალური პოტენციური კლიენტებისთვის. მაგალითად, ავიახაზებს სურთ ხმა მიაწვდინონ ადამიანებს, რომელთაც უყვართ მოგზაურობა. Google მრავალ მეთოდს იყენებს თქვენ შესახებ მეტის გასაგებად: გარდა ინფორმაციისა, რომელსაც მისი სერვისებით სარგებლობისას აწვდით Google-ს (სახელი, ლოკაცია, ტელეფონის ნომერი, და ა.შ.), ასევე ინახება თქვენს მიერ ჩაწერილი საძიებო ფრაზები და ვებ-გვერდები, რომლებსაც სტუმრობთ. “Ads Settings”-ის შემოწმებით შეგიძლიათ გაარკვიოთ რა ინფორმაციას ფლობს Google თქვენზე. არ არის მარტივი იპოვოთ Ads Settings. პირველ რიგში, მიყევით მოცემულ ბმულს: https://www.google.com/settings/ შემდეგ მონიშნეთ “Account history”. ქვედა მარცხენა კუთხეში მოძებნეთ და მონიშნეთ “Edit settings”. ეს არის ის, რასაც Google მიიჩნევს, რომ იცის თქვენ შესახებ. … თქვენი ინტერესების ჩათვლით. ამ გვერდიდან თქვენ შეგიძლიათ შეასწოროთ ინფორმაცია ან შეუზღუდოთ Google-ს თქვენი ინფორმაციის გაზიარება.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 00:26 კატეგორია: ინტერნეტი და ტექნიკა ნანახია: 796-ჯერ ავტორი: Administrator |