"ზოგი ჭირი მარგებელია." როგორც მოგეხსენებათ, ომს ძირითადად სიკვდილი და განადგურება მოაქვს, მის დროს სუფევს გაჭირვება და ქაოსი, მაგრამ ასევე ცნობილია ის, რომ ზოგი ადამიანის ტვინი დაძაბულ სიტუაციაში უკეთესად მუშაობს. დედამიწას მრავალი სისხლისმღვრელი ომი უნახავს და დღესდღეობით, მსოფლიოს ყველაზე გამოყენებადი გამოგონებებიდან, მნიშვნელოვანი ნაწილის გამოჩეკვაში სწორედ სამხედრო საქმიანობას მიუძღვის წილი. ზოგი შემთხვევით შეიქმნა, ზოგი კი გარკვეული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, რომლებიც ძალიან სასწრაფო იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც, მტრის ტანკები დათარეშობდნენ შენს ტერიტორიაზე.
1. დაკონსერვებული საკვები
ოდესმე გიჭამიათ მწვანე ლობიო კონსერვიდან? ამისთვის შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ ნაპოლეონს. როდესაც ნაპოლეონი და მისი არმია ევროპაში მანევრირებდნენ, გენერალს სჭირდებოდა გზა, რომლითაც შეძლებდა დიდძალი რაოდენობის საკვების მიწოდებას ფრონტის ხაზთან. 1809 წელს, საფრანგეთის მთავრობამ მოაწყო კონკურსი, რათა ეს პრობლემა მოეგვარებინათ. გამარჯვებული კი 12,000 ფრანკით დაჯილდოვდებოდა. ეს თანხა გადაეცა ნიკოლას აპერტს, რომელმაც შექმნა დახრახნული მინის ქილა, რომელიც შემდგომში მასიურად გამოიცემოდა ქარხნებში. აპერტმა თავისი 12,000 ფრანკი ასეთი ქარხნის ასაშენებლად გამოიყენა, მაგრამ ბრიტანელებმა ეს შენობა დაწვეს საფრანგეთში შემოჭრისას 1814 წელს.
2. პლასტიკური ქირურგია
პირველი მსოფლიო ომის დროს, ახალგაზრდა ბრიტანელი მეზღვაური სახელად უოლტერ იეო საჭინლად დაიჭრა იუტლანდიის ბრძოლაში, 1916 წელს. მისი თვალების გარშემო ზედა და ქვედა ნაწილი დაიწვა. თითქმის 1 წლის შემდეგ ის მოხვდა სახის ქირურგიის პალატაში, რომლის კამპანიაც დაიწყო თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის მამამ - ჰაროლდ გილიესმა. წარმოშობით ახალი ზელანდიიდან, გილიესი ევროპაში მოვიდა როგორც სამეფო არმიის სამედიცინო დანაყოფის წევრი. 1917 წელს, მან ჩაატარა მსოფლიოში პირველი პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მოიცავდა ახალი კანის მიკერებას უოლტერ იეოს ფიგურადაკარგულ სახეზე.
3. ტამპონი
პირველ მსოფლიო ომამდე, ამერიკულმა კომპანია "კიმბერლი-კლარკ"-მა გამოუშვა პროდუქტი, სახელად ცელუკოტონი. ევროპაში ბრძოლების დროს, ამერიკის არმიამ გამოუშვა ეს სუპერ-შემწოვი ნაჭერი, რომელიც გამოიყენებოდა ჭრილობებზე სისხლის შესაკავებლად. სამხედრო ჰოსპიტალის ექთნებმა მალევე შეითვისეს ეს პროდუქტი როგორც მენსტრუალური ჰიგიენის საშუალება. როდესაც ომი დამთავრდა, ექთნებს უნდოდათ გაეგრძელებინათ ცელუკოტონის გამოყენება, და 1920 წლისთვის კიმბერლი-კლარკმა გამოსცა უახლესი პროდუქტი, კოტექსი(cotton-like texture-ს ნეოლოგია), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ამერიკულ მაღაზიებში.
4. წებოვანი ლენტი (იგივე სკოჩი)
ილინოისის ქარხნის მუშამ და ორი შვილის დედამ, ვესტა სტაუდტმა, რომელიც შეერთებული შტატების ფლოტში მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, შეამჩნია რომ ჯარისკაცებს პრობლემა ჰქონდათ იარაღით დატვირთული ყუთების გახსნისას. მათ ეს უწევდათ პატარა ფურცლის გამოწევით, რომელიც მიერთებული იყო გამხსნელ მექანიზმზე, მაგრამ ხშირად ყუთის გახსნის გარეშე ეს ფურცელი ზიანდებოდა. სტაუდტმა დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა და გამოიგონა ჭებოვანი ლენტი. ვესტა სტაუდტი ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე, პრეზიდენტს ასეთ წერილს წერს - "ახლა შენმა შვილმა, ჩემმა შვილმა და ჩვენი მეზობლის შვილმა უნდა გამოქაჩოს ლენტი რაღაც გზით, შეიძლება კბილებით ან მისი დანით, თუ ის იღბლიანია მას ექნება ის - ათიდან ცხრა შემთხვევაში, მას არ ექნება. მტერს იმდენი დრო ჰქონდა, რომ მოეკლა ჩვენი ხალხი, სანამ ისინი ყუთების გახსნის მცელობაში იყვნენ რათა კარტრიჯები ამოეღოთ იქედან. გთხოვთ მისტერ პრეზიდენტო, გააკეთეთ რამე ამასთან დაკავშრებით ერთხელ, არა ხვალ ან მალე, არამედ ახლა." ამ წერილის გაგზავნიდან ცოტა ხანში ომის წარმოების საბჭო დაუკავშირდა "ჯონსონ & ჯონსონ"-ს, რათა ვესტას იდეა განეხორციელებინათ. ამ გამოგონებამ დიდი როლი ითამაშა ამერიკულ ცხოვრებაში.
5. მიკროტალღური ღუმელი
მეორე მსოფლიო ომის დროს მკვლევარები მუშაობდნენ რადარის (კიდევ ერთი ომის დროინდელი ინოვაციური განვითარება) გაუმჯობესებაზე ისევე, როგორც მრავალი სხვა სახის მოწყობილობებზე. ერთერთი მათგანი იყო მაგნეტრონი (ძლიერ-დამუხტული ვაკუუმის მილი, რომელიც ელექტრონების და მაგნეტური ველის მეშვეობით გამოსცემს მიკროტალღებს), რომელიც ბრიტანულმა ჯგუფმა ააწყო 1930-იანი წლების მიწურულს. რამოდენიმე წლის შემდეგ, 1945-ში, ამერიკელმა ხელოსანი, პერსი სპენსერი მუშაობდა რადარულ მექანიზმზე, რომელიც იყენებდა მიკროტალღებს. როდესაც მან გააცნობიერა, რომ ამ მიკროტალღებმა გაადნო ტკბილეულის ფილა მის ჯიბეში, მან დაიწყო ექსპერიმენტების კეთება იმაზე თუ როგორ გაეცხელებინა საჭმელი მიკროტალღებით. მისი პირველი წარმატება და ასევე ყველაზე გამოყენებადი იყო სიმინდის მარცვლებიდან პოპკორნის გამოყვანა.
6. ციფრული ფოტოგრაფია
სხვადასხვა კონფლიქტების გარდა, ცივმა ომმა, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წარმოქმნა ბევრი ახალი გამოგონებები. ყველაფერს, რაც "ნასა"-ს დღესდღეობით მიუღწევია, მჭიდროდ აქვს ფესვები განდგმული ამ ორ სუპერძალას შორის არსებულ კონფლიქტში. ერთერთი ასეთი გამოგონებაა - ციფრული ფოტოგრაფია. 1976 წელს კი ნასამ თვითმფრინავები აღჭურვა ასეთი სისტემით, რომელიც კოდირებული რადიო სიგნალებით აგზავნიდნენ სურათებს ბაზაზე.
7. ინტერნეტი
და სად იქნებოდა ციფრული ფოტოგრაფია ინტერნეტის გარეშე? იმისგან შეშინებული, რომ საბჭოთა ბომბებს შეეძლოთ გაენადგურებინათ სატელეფონო ხაზები ამერიკაში და დაეხშოთ სამხედრო საკომუნიკაციო ქსელი, ნასა-ს და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განვითარებულ გამოკვლევათა პროექტის სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყეს ფიქრი ახალი სტრატეგიული საკომუნიკაციო ქსელის შექმნაზე. 1962 წელს, ერთერთმა მეცნიერმა, ჯ.ც.რ. ლიქლაიდერმა იმსჯელა იმის შესახებ რომ ამერიკას ესაჭიროებოდა "ინტერგალაქტიკური კომპიუტერული ქსელი. მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს ARPANET-ი, თანამედროვე ინტერნეტის პროტოტიპი. ამან სათავე შაუყარა, ერთერთ უდიდეს გამოგონებას, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს.
გაუზიარე მეგობრებს:
|