04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 24 » NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა

NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა
ჩვენ ვიპოვეთ დედამიწა 2.0 - ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს. მეცნიერების მტკიცებით აღმოჩენილია პლანეტა რომელიც ძალიან გავს დედამიწას.

ახალი პლანეტა დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია. ვარსკვლავი, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს კი მზის მსგავსია. პლანეტაზე წელიწადში 385 დღეა, მაშინ როდესაც დედამიწაზე 365-ია.

Kepler 452b დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე, გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ვარსკვლავი Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდნახევარი წლით აღემატება.

NASA-ში ამბობენ, რომ პლანეტის ზომა და მისი დაშორება ვარსკვლავისგან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასზე პოტენციურად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტა მილიარდობით წლის მანძილზე ე. წ. „სიცოცხლის ზონაში" იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს მასზე მოცემულ მომენტში, ან წარსულში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას.



წყარო CNN.com

გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/24 , 03:30
კატეგორია: მეცნიერება
ნანახია: 1275-ჯერ
ავტორი: ake



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz