მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის | |
თუ საზღვარგარეთ გსურთ სწავლის გაგრძელება და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, კარგი იქნება თუ გაეცნობით და გაითვალისწინებთ QS-ის (Top Universities) რეიტინგებს. საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობით და ამასთან ერთად ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯით პარიზი მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა სტუდენტებისთვის. ქალაქების რეიტინგის შედგენისას 5 მთავარი კრიეტიუმით იხელმძღვანელეს — უნივერსიტეტის რეიტინგი, სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, სასურველობა/ცხოვრების ხარისხი, დამსაქმებლების აქტივობა, და ხელმისაწვდომობა (ფასები). როგორც QS-ის ვებ-გვერდზე წერია, პარიზმა პირველი ადგილი დაიმსახურა 17 უმაღლესი დონის უნივერსიტეტით (რაშიც პლანეტის ვერც ერთი ქალაქი შეედრება, გარდა ლონდინისა – 18 უნივერსიტეტით). მაშინ, როდესაც პარიზს არ აქვს საცხოვრებლად ძვირიანი ქალაქის რეპუტაცია, სწავლის დაბალი გადასახადი მას ბევრად უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის ბევრ სხვა პოპულარულ სტუდენტურ ქალაქთან შედარებით — თუმცა, რაღა თქმა უნდა ამ გამორჩეული ევროპული ქალაქით სრული ტკბობა არც თუ ისე მოკრძალებულ სტუდენტურ ბიუჯეტს საჭიროებს. ქალაქები თითო კატეგორიაში 100 ქულით ფასდება (ჯამში 500). პარიზმა 412 ქულა მოიპოვა — ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც 400-იან ზღვარს გადასცდა. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის:
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 14:50 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 1272-ჯერ ავტორი: Administrator |