„მარჯვენა საჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო“ | |
მარჯვენა საჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო.
ა. მართვის მოწმობის სიმბოლური პრაქტიკული გამოცდა – მძღოლს ვერ მოსთხოვ იმაზე მეტ დინამიკას რაც მართვის მოწმობის გამოცდაზე მოსთხოვე. ბ. საგზაო მონიშვნები – ვერ მოსთხოვ არ გადაკვეთოს არარსებული ან ერთმანეთს აცდენილი ზოლები. გ. საპატრულო ეკიპაჟების კვალიფიკაცია – პოლიციელი ვერ მოსთხოვს მძღოლს იმას, რაც თავისთვისაც მისაღებია. ისიც ამ რეალობაში გაიზარდა. დ. შუქნიშნების და გზაჯვარედინების არასწორი დაგეგმვა – მაგალითად (სულ უბრალო) ჭავჭავაძის გამზირზე მარცხნივ შეხვევა და ისიც პირდაპირ ავტობუსის გაჩერების გასწვრივ. ე. კულტურა – მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა მძღოლის კომფორტზე. მოკლედ ჩამონათვალი დიდია და თანაც ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ არის და რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს არ მესმის. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/08 , 20:22 კატეგორია: ახალი ამბები ნანახია: 788-ჯერ ავტორი: Administrator |