ჯღაბნის საიდუმლო | |
ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა უსაქმოდ ჯდომისას, ან პირიქით აზროვნებისა და ფიქრის დროს, ფურცელზე კალმით ერთი შეხედვით უზრო, არაფრისმთქმელი ნახატები გამოგიყვანიათ. სწორედ ამ “ნაჯღაბნებს” შეუძლიათ გაამჟღავნონ თქვენი გრძნობები, აზრები. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, საჭიროა უპასუხოთ მხოლოდ ერთ შეკითხვას: რას ხატავთ ყველაზე ხშირად? სპირალები და ხვეულები - სპირალის ხატვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები ერთი და იმავე პრობელმის გარშემო ტრიალებს (არ არქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული), რომლისგადაჭრასაც ვერაფრით ახერხებთ. გისოსები და ქსელები - თუ შტრიხები და ხაზები ფურცელზე დიდი ზეწოლით არის დატანილი, ეს ნიშნავს, რომ თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობთ. თითოეული ძლიერი, ენერგიული ხაზი – ეს არის შეტევა, რომლის განხორციელებასაც საუბრის დროს ვერ ბედავთ. სახლები და გემები - სიმეტრიული ფიგურები წესრიგის და დაგეგმვის მიმართ სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. აი რაზე მეტყველებს ასეთი ნახატი: ძნელია ჩემი დაბნევა, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მე ვაპირებ მყარად დავიცვა საკუთარი აზრი. ყვავილრბი, მზე, ღრუბლები - ხალისიანი ყვავილები და მზე - მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საუბრის მიმდინარეობით. ის ოპტიმისტურ განწყობას ასახვს. ფუტკრის ფიჭა - ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს. წრეები და ბეჭდები - წრეები დაკავშირებული ერთმანეთტან ან ჩახატული ერთმანეთში მეტყველებს თანამონაწილეობისკენ და შემოერთებისკენ სწრაფვაზე. შეიძლება თქვენ უბრალოდ ყურადღება გაკლიათ. ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული, მაშინ იგი დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს. ჭადრაკის დაფა - როგორც ჩანს, უსიამოვნო სიტუაციაში, ან გასაჭირში ხართ. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ. პირადი ხელმოწერები - ხელმოწერები მეტყველებენ ეგოისტურობასა და განდიდებაზე. დიდი რაოდენობით ხელმოწერები ფურცელზე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ზედმეტად ხართ ჩაციკლული საკუთარ პერსონაზე. ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 16:49 კატეგორია: ფსიქოლოგია ნანახია: 1088-ჯერ ავტორი: ake |
კომენტარები: