ექსცენტრიულობა ისეთი ტერმინია რომელიც აღნიშნავს უცნაურ საქციელს, მაგრამ ვინ არის ის მოკვდავთაგან ის, ვისაც შეუძლია განსაჯოს რა არის ნორმალური და რა არა? ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარი ჩვევები და ეს ის ჩვევებია, რომლებიც გვქდიან ჩვენ საინტერესოებს. ჩვენდა საბედნიეროდ, ისტორია სავსეა ექსცენტრიული ხალხით.
1. ჯონ "გიჟი ჯეკი" მიტონი
ჯონ მიტონს, დიდძალი რაოდენობის ფული და მიწის ნაკვეთ ერგო მემკვიდრეობით ახალგაზრდა ასაკში, რამაც მას ნება დართო, ფრთები გაეშალა თავის ექსცენტრიულ ტენდენციებში. დასაწყისისთვის, ის იყო მასიური ლოთი, რომელიც საშუალოდ 6-დან 8-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა ყოველ დღე. მან, მის სიკვდილამდე იმდენი დალია, რომ მისი მეგობრების თქმით, მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12 წელი, პირდაპირი მნიშვნელობით "მთვრალმა" განლია.
ჯეკი იყო არისტოკრატთა გრძელი შტოს წარმომადგენელი. მისი წინაპრები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი პოლიტიკაში, ამიტომ მანაც არ დაარღვია ეს ტრადიცია და არჩევნები მოისყიდა. როდესაც ის აირჩიეს ერთერთ მაღალჩინოსნად, ის დაესწრო 30 წუთიან შეხვედრას თემთა პალატაში (გაერთიანებული სამეფოს პარლლამენტის ქვედა პალატა) სანამ არ მობეზრდებოდა, შემდეგ მან ის დატოვა და იქ აღარ დაბრუნებულა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მას 10,000 ფუნტი(ბრიტანული ფულის ერთეული) დაუჯდა, რომ სათავეში მოსულიყო. ეს თანამედროვე გამოთვლებით, ახლანდელი 1 მილიონი ამერიკული დოლარის ტოლფასია.
ორი უცნაური ისტორია, რომელიც უკავშირდება გიჯ ჯეკს იმსახურებს აქ მოხვედრას. ერთი ისაა რომ, ის თავის ღამის ფერანგს ცეცხლს უკიდებდა, რათა თავისი ფილტვების პრობლემები მოეგვარებინა და განკურნებულიყო. მეორე ისაა, რომ ის საკუთარ ვახშამზე მოდიოდა სანადირო ფორმაში გამოწყობილი, ამასთანავე ის იყო დათვზე შემჯდარი რომელსაც ნელი ერქვა. მიტონი იყო ძალიან ენთუსიაზმით აღჭურვილი მონადირე, რომელსაც ერჩივნა სრულიად შიშველს ენადირა - ზამთარშიც კი.
2. მისის პროჯერსი
მისი გვარი - პროჯერსი, შეიძლება დღესდღეობით არაფერს ნიშნავს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში, ის ყველა მეეტლესთვის (იმ დროის ტაქსი) ტერორს წარმოადგენდა. "დედა პროჯერს"-ის შეძახილი ყველა მეეტლეს გაქცევისკენ უბიძგებდა, იმიტომ რომ მადამ პროჯერსი იყო ვიქტორიანელი არისტოკრატი, რომელსაც განსაკუთრებით სძულდა მეეტლეები. ბევრი ექსცენტრიული ხალხის მსგავსად, მისმა უცნაურობებმა გახადა ის ნაკლებად მოსაწონი.
არავის იცის იმის მიზეზი თუ რამ გამოიწვია მასში ასეთი ზიზღი მეეტლეების მიმართ. მან დიდი სიამოვნებით და ზედმიწევნით შეისწავლა ლონდონის სამოძრაო რუკა და ყოველთვის იცოდა თუ რამდენი უნდა გადაეხადა გარკვეული მანძილის დასაფარად, უკანასკნელ მონეტამდე სიზუსტით. მადამ პროჯერსი ხშირად აჩერებინებდა მეეტლეებს იქამდე სანამ ფანიშნულების ადგილს მიაღწევდნენ და თუ ეს უკანასკნელი მას ოდნავ ზედმეტს მოსთხოვდა, მაშინ იწყებოდა მათი ჯოჯოხეთი. პროჯერსი მათ სასამართლოში უჩიოდა. 20 წლის განმავლობაში, მან 50 მეეტლეზე მეტს გაუმწარა სიცოცხლე. მისმა ნეკროლოგმა გაზეთში ასეთი სახე მიიღ - "მისის პროჯერსი, ლონდონის მეეტლეთა ტერორი, გარდაიცვალა".
3.სტენლი ვეიმენი
როდესაც სტენლი ვეიმენმა თქვა: "ერთი კაცის ცხოვრება მოსაწყენი რამაა. მე ვიცხოვრე ბევრი ცხოვრებით. მე არასდროს ვარ მოწყენილი." - მან ეს პირდაპირი გაგებით იგულისხმა. მისი ცხოვრების განმავლობაში, მან მრავალი იდენტობა და კარიერა გამოიცვალა. სხვა ვითარებაში, ვეიმენი შეიძლება ჩაეთვალად, როგორც თაღლითი, მაგრამ მას ეს ფულისთვის და მაქინაციებისთვის არასდროს გაუკეთებია, მას მხოლოდ თავგადასავლები იტაცებდა.
ვეიმენის კარიერა თვითმარქვიად დაიწყო 1910 წელს ნიუ იორკში. მხოლოდ და მხოლოდ 20 წლის ასაკში, მან თავისი თავი განასახიერა როგორც ამერიკის კონსული მაროკოში, სანამ მას დააპატიმრებდნენ. მის მანდატებში ასევე შედიოდა მსახურება როგორც უცხო ექიმი, არმიის და ფლოტის ლეიტენანტი, რუმინეთის კონსული, რუდოლფ ვალენტინოს ქვრივის პერსონალური პსიქიატრი, გაერთიანებული ერების ჟურნალისტი და შტატის მდივანი.
ვეიმანის ავანტიურამ გვირგვინი დაიდგა, როდესაც 1921 წელს ის გამოცხადდა, როგორც შტატის დეპარტამენტის ურთიერთქმედების ოფიცერი, ავღანეთის პრინცესა - ფატიმასთან მიმართებაში. ფატიმას უნდოდა ოფიციალური მიღება შტატების მთავრობისგან, მაგრამ შტატის დეპარტამენტები ძირითადად იგნორირებდნენ მას. ვეიმანმა ბოლიში მოუხადა მას ტავრობის სახელით და მოითხოვა 10,000$ (რომელიც მან მიიღო), რათა "ბორბლები დაეზეთა". როდესაც, გარდაქმნის ბევრი ოსტატი მიიმალებოდა ამ შემთხვევაში, ვეიმანმა გამოიყენა ეს ფული, რათა პრინცესას და მის ანტურაჟს დახვედროდა როგორც სამეფო ხალხს შეეფერება. მასში შედიოდა პირველი კლასის ტრანსპორტი და ვაშინგტონში დაბინავება. ვეიმენი დაუკავშირდა სწორ ხალხს შტატის დეპარტამენტში და მოაწყო შეხვედრა პრინცესასა და შტატის მდივანს შორის. მან ისიც მოახერხა, რომ პრეზიდენტისთვისაც შეეხვედრებინა პრინცესა ფატიმა. ამის გამო ვეიმანი 2 წლით იქნა დაკავებული, მაგრამ როგორც ყველა ექსცენტრიული ადამიანი, მას არანაირი სინანული არ ჰქონია მისი საქციელის გამო.
4. ჰეტი გრინი
ზედმეტსახელად "უოლ-სტრიტის კუდიანი", ჰეტი გრინი ითვლებოდა როგორც ყველაზე მდიდარი ქალი ამერიკაშ, მოოქროვილი ხანის(The Gilded Age) დროს. მისი ქონება, თანამედროვე ფულთან მიმართებაში, იქნებოდა დაახლოებით 3.8 მილიარდი ამერიკული დოლარი. მისი წარმატების მიუხედავად, როგორც ბიზნესვუმენი და დამფინანსებელი, ეს არის მისი რეპუტაცია, რაც ცოცხლობს დღეს.
გრინის ფულისკენ მისწრაფება ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო. როდესაც ჰეტის მდიდარი დეიდა გარდაიცვალა, მან 2 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას მიუძღვნა. ამ საქციელით განრისხებულმა ჰეტიმ გადაწყვიტა შეექმნა ანდერძი, რომელიც უფრო ძველად უნდა დაემტკიცებინა. ანდერძი ამბობდა რომ ეს ქონება მთლიანად ჰეტის რჩებოდა და ასევე მასში იყო მრავალი რამ, რაც არ შეესაბამებოდა გარდაცვლილის სურვილებს. როდესაც ანდერძი შეიძლებოდა ყოფილიყო სიმართლე, ის აღმოჩნდა სიყალბე.
ჰეტის გარშემო იმდენი ამბავი ტრიალებს, რომ რთულია განსაზღვრო, რომელია მართალი და რომელი ტყუილი.ზოგი ამბობს რომ მიუხედავათ ამდენი ფულისა, ჰეტი იძინებდა თავის ოფისში, რათა სახლის გათბობის ფული დაეზოგა. ის ასევე ყოველთვის იცვამდა ერთსა და იმავე შავ ტანსაცმელს, სანამ ის გაიცვითებოდა. ბეტი ყოველნაირად ცდილობდა ისეთი მდიდრული რაღაცეების თავიდან არიდებას, როგორიცაა გათბობა, ცხელი წყალო და საპონი.
ჰეტი გრინის ყველაზე სამარცხვინო საქციელი ის გახდა, რომ, როდესაც მისმა ვაჟიშვილმა - ნედმა ფეხი მოიტეხა, მან ის უფასო კლინიკაში მიიყვანა და თავი უსახლკაროდ გაასაღა. სამედიცინო პერსონალმა ის იცნო და დააძალეს ფული გადაეხადა მისი შვილის მკურნალობაში. ხარჯების არიდების მიზანით, ის გაიქცა და მისი შვილის ფეხის მკურნალობა თავის თავზე აიღო. მისი ბიოგრაფიის აღმწერი ადასტურებს რომ, ბოლოს ჰეტიმ მაინც მიიყვანა მისი შვილი სხვა ექიმთან, მაგრა ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში ეს უკვა ძალიან გვიან იყო, ნედს საჭიროების მიზნით ფეხი მოჰკვეთეს.
5. ჯონ ჩერჩილი
იყო ექსცენტრიული, მაინდამაინც არ ნიშნავს ცუდ რაღაცას. ხანდახან ზუსტად საპირისპირო რამ არის სიმართლე. მაგალითად ავიღოთ ჯონ ჩერჩილი. ის იყო ბრიტანელი ოფიცერი მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი საყვარელი იარაღი იყო შოტლანდიური ორპირიანი მახვილი (ხმალი). ის ფიქრობდა, რომ "ნებისმიერი ოფიცერი, ვინც მოქმედებაში მიდის მისი ხმლის გარეშე არის არასწორად ჩაცმული". ჩერჩილი ასევე ატარებდა მშვილდს (ინგლისურ გრძელ მშვილდს - English Longbow). მან ასევე დაამყარა რეკორდი, რომელიც მოიცავს უკანასკნელ ხანებში ყველაზე მეტი მკვლელობა მშვილდით ომის დროს. მის არსენალში კიდევ შედიოდა შოტლანდიური სტვირი, რომლის დაკვრითაც ის ჯარისკაცებს ამხნევებდა.
ერთხელ ჩერჩილი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, სახიფათო მისიის შესრულების დროს, რომელიც მიმდინარეობდა მტრის ფრონტის ხაზის იქეთ. მტერმა შეიწყალა ის, რადმან მიაჩნდათ რომ ის პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილის ნათესავი იყო. როდესაც გაიგეს რომ ეს ასე არ იყო, ჰიტლერის ბრძანებით ის მოკლეს. ჯონ ჩერჩილის იღბალმა არ უღალატა და გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის მბრძანებელი (კომანდერი) თორნერი არ დაემორჩილა ჰიტლერის ბრძანებას, რითიც ჩერჩილი გადარჩა.
ბანაკში დაბრუნების შემდეგ, ჯონმა მისწერა თორნერს მადლობის წერილი. სწორედ ეს წერილი აღმოჩნდა თორნერის გადარჩენის მიზეზი. წერილთან ერთად, ჯონ ჩერჩილი ამტკიცებდა გერმანელი ოფიცრის უდანაშაულობას, რამაც, როგორღაც შედეგი გამოიღო. ჯონი არ იყო ყველაზე გიჟი ექსცენტრიულ ხალხთა შორის, მაგრამ მისმა ჩვევებმა გამოიყვანა ის, როგორც უნიკალური და განსაკუთრებული ოფიცერი.
გაუზიარე მეგობრებს:
|