თავფურცელი »
2015 » ივლისი » 26 » ერთიანი ეროვნული გამოცდების მარგალიტები მშობლებისგან
ერთიანი ეროვნული გამოცდების მარგალიტები მშობლებისგან |
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მართალია ჯერ მხოლოდ ორმა საგამოცდო დღემ განვლო, თუმცა მშობლებისა და აბიტურიენტი შვილების ურთიერთობების შესახებ მარგალიტები უკვე საკმაოდ დაგროვდა, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა იოსებ შეყილაძემ გაავრცელა.
იხილეთ ეროვნულ გამოცდებზე მოსმენილი ფრაზები, რომლებიც, ალბათ, თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი:
– აბა, მიდი მამი, თემაზე არ გაიჭედო, ბიჭო, წერე და წერე, ბოდიალი არ შეგეშლება შენ.
– ქეთი, შვილო, წაიღე ეს სალფეთკიც, კუჭი არ აგეშალოს იქ.
– მშობლები უკან მეთქი!
– აბიტურიენტი ვარ მე!
– დაფინანსება გამომიტანე იცოდე იქიდან, თორე თმებს დაგაწიწკნი.
– ჯერ რა დროს დაფინანსებაა
– როცა იქნება.
– მაიმუნის ტრაკივით ვარ აწითლებული ხო?
– თაფლი გადაყლაპე მეთქი, რო გითხარი დილით, გადაყლაპე?
– დედი, რო შეხვალ, პირჯვრის გადაწერა არ დაგავიწყდეს.
– გაფუჭდება ეს კატლეტები ამ სიცხეში.
– ვეფხისტყაოსანი რამდენ კუპლეტიანია?
– ნაჭამი გაქ ბებია რამე?
– მოიხედე, დედი, სელფი უნდა გადაგიღო სანამ შეხვალ.
– რას გამომაქციე, შე შობელძაღლო, ორი საათით ადრე??
– ბავშვი აბარებს, უნამუსო, სირცხვილი იქონიე!
– კაი, ძმა, რამდენს მჩხრეკავ, მეღუტუნება მანდ.
– მჩხრეკ. ქართულის გამოცდაზე ხარ.(ბეჯითი აბიტურიენტი)
– იდი ნა *** ქართულად როგორ იქნება?
– ტუალეტში რო მენდომება ხმამაღლა უნდა ვთქვა?
მოგვწერეთ თქვენი ვერსიაც მესიჯების მეშვეობით ამ ლინკზე
გაუზიარე მეგობრებს:
|
დამატების თარიღი: 15/07/26 , 20:35
კატეგორია: სხვადასხვა
ნანახია: 1750-ჯერ
ავტორი: Administrator
|
კომენტარები: