04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 23 » ძილის ალტერნატიული რეჟიმი და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

ძილის ალტერნატიული რეჟიმი და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

მიუხედავად იმისა, ვახერხებთ ამას თუ არა, ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო ძილის რეჟიმი ასეთია: ღამით დაძინება, 6-8 საათიანი ძილი, დილით გაღვიძება, 16-18 საათის განმავლობაში ფხიზლად ყოფნა და შემდეგ ყველაფრის გამეორება.

ამას მონოფაზური ძილი ჰქვია, და ის მხოლოდ ერთი ფორმაა ძილის 5 არსებულ ფორმას შორის. ძილის დანარჩენი 4 ციკლი პოლიფაზურია, ანუ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაძინებას გულისხმობს.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სასარგებლოა ასეთი ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პოლიფაზური ძილის დროს ჩვენ ვეჩვევით ისე ძილს, რომლის დროსაც ვტოვებთ „ჩაძინების“ ეტაპს და გადავდივართ პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვან „სწრაფი ძილის რეჟიმზე“, რომლის დროსაც ისვენებს ჩვენი ტვინი. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც პოლიფაზურად სძინავთ, თავს ჯანმრთელად, გამოძინებულებად გრძნობენ და უფრო ხშირად ნახულობენ სიზმრებს, ვიდრე მონოფაზური ძილის დროს.. რომ არაფერი ვთქვათ თავისუფალ დროზე, რომელიც პოლიფაზური ძილის რეჟიმზე გადასვლისას გამოგიჩნდებათ.

 

არსებობს პოლიფაზური ძილის რამდენიმე ფორმა:

უბერმანის ციკლი:

უბერმანის ციკლი გულისხმობს 20-30-წუთიან ძილს ყოველ 4 საათში ერთხელ,ანუ, დღეში 6-ჯერ დაძინებას. ძილის ამ ფორმას, თუ გუგლს დავუჯერებთ, იყენებდა ლეონარდო და ვინჩი. მოგვიანებით მისმა მიმდევარმა იგივენაირი მეთოდი გამოიყენა, თუმცა მალევე დაუბრუნდა მონოფაზურ ძილს – არ იცოდა, რა მოეხერხებინა ამდენი თავისუფალი დროისთვის.

 

საყოველთაო ციკლი:

ეს ციკლი გულისხმობს ერთ შედარებით ხანგრძლივ და რამდენიმე 20-30-წუთიან ძილს დღის განმავლობაში. ყველაზე წარმატებული ვარიაციები ამ ციკლისა არის: ა) ერთი 3-საათიანი ხანგრძლივი და სამი 20-წუთიან მცირე ძილი ან ბ) საათნახევრიანი „დიდი ძილი“ და ოთხი-ხუთი 20-წუთიანი პატარა “ძილუკები”. 

ძილის ამ რეჟიმზე გადასვლა უფრო მარტივია, ვიდრე პირდაპირ უბერმანის ციკლის გამოცდა საკუთარ თავზე. გარდა ამისა, საყოველთაო ციკლი საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში გამოვტოვოთ და მოგვიანებით ავანაზღაუროთ რომელიმე ძილი.

 

დინამიკური ციკლი:

ეს ციკლი ამერიკელმა არქიტექტორმა, დიზაინერმა და გამომგონებელმა – ბუკმინსტერ (ბაკი) ფულერმა გამოიგონა. იგი ყოველ 6 საათში ერთხელ ნახევარი  საათით იძინებდა, ანუ, დღეში 2 საათი ეძინა. მისი თქმით, მართალია, ასეთი რეჟიმი რთული იყო, მაგრამ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა.

 

ბიფაზური ციკლი:

ძალიან მარტივი და ყველასთვის ნაცნობი რეჟიმი: 4-4,5 საათიანი ძილი ღამით და 1,5 საათიანი შუადღის ძილი. მართალია, ეს რეჟიმი განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მოგვცემს, მაგრამ მონოფაზურ ძილზე ეფექტური მაინც არის.

გაითვალისწინეთ, რომ სულ ცოტა 1-2 კვირაა საჭირო, სანამ თქვენი სხეული ამ ცვლილებას მიეჩვევა.

 

და ბოლოს, რამდენიმე რჩევა მათგან, ვისაც პოლიფაზურად სძინავს:

  • აუცილებელია შეიქმნათ მაქსიმალური კომფორტი იქ, სადაც აპირებთ ძილს. ძირს მაგარი საწოლები!
  • იკვებეთ ჯანმრთელად
  • ყოველთვის, როცა გაიღვიძებთ, თავი რამით დაისაქმეთ, რომ არ ჩაგეძინოთ.
  • კარგი იქნება, თუ პოლიფაზური ძილის რეჟიმზე გადასვლისას შვებულებას ან არდადეგებს აირჩევთ.
  • აირჩიეთ ერთი და იმავე დრო ძილისთვის. არ შეცვალოთ ეს დრო, რადგან ამ შემთხვევაში ახლიდან მოგიწევთ ორგანიზმის ახალ რეჟიმზე გადაწყობა.
  • არ მიიღოთ წამლები იმისთვის, რომ უფრო მალე და უკეთ დაგეძინოთ. გამოიყენეთ სიბნელე და მშვიდი მუსიკა.

 

დამწყები პოლიფაზებისტებისთვის არსებობს პოლიფაზური ძილის საზოგადოება. მათ საიტზე დეტალურადაა აღწერილი ის შეგრძნებები და შედეგები, რასაც პოლიფაზურად მძინარნი შეიგრძნობენ.

ძილინებისა!



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/23 , 16:34
კატეგორია: ჯანმრთელობა და მედიცინა
ნანახია: 1094-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz