დააღწიეთ თავი კომფორტის ზონას: გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს საინტერესოდ | |
უდავოდ არავის სიამოვნებს კომფორტის ზონის დატოვების პროცესი, მაგრამ ზუსტად აქედან იწყება სასწაულები. აღმოჩნდებით რა განსხვავებულ სიტუაციაში, მიხვდებით რომ იზრდებით, სწავლობთ, ვითარდებით და აფართოებთ თქვენს თვალსაწიერს, ხედავთ იმაზე მეტს ვიდრე ეს შესაძლებელი იყო მანამდე. მაგრამ თან შიში გიპყრობთ… უამრავი ადამიანისათვის ახალი, „არაკომფორტული“ სამყაროს აღმოჩენა, შეიძლება იყოს მაგალითად ახალ ლექციებზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა, უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, თუნდაც ახალი საქმის წამოწყება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული არაა. ალბათ ხშირად გიკითხავთ საკუთარი თავისთვის როგორ შეიძლება გაიუმჯობესოთ ცხოვრება. მაგრამ, თავდაპირველად უნდა გაიაზროთ, რომ წარმატებისთვის რაღაც უნდა გაიღოთ, მიატოვოთ ის შეგრძნებები რაც სიამოვნებას განიჭებთ და სცადოთ ის რასაც მანამდე შიშით უყურებდით.
რჩევა 1: დააფიქსირეთ როდის ატყუებთ საკუთარ თავს ადამიანთა უმეტესობა ცდილობს კომფორტის ზონიდან გამოსვლის საპირწონედ საკუთარი თავი მოიტყუოს და იჯერებს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს. ახალი პროექტის აღება, შეხვედრებში მონაწილეობა, დამატებითი განათლების მიღება არაა ის აქტივები რომელიც მას წარმატებას მოუტანს, რადგან საკუთარი რწმენითვე ყველაფერს მიაღწია კონკრეტული მომენტისათვის. ვცდილობთ ვთქვათ, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ და არ ვაღიარებთ საკუთარ სისუსტეებს. მაგრამ, დაფიქრდით, გაანალიზეთ და გულის სიღრმეში, როდესაც თქვენს თავთან მარტო დარჩებით მიხვდებით რომ „უკეთესადაც“ შეიძლება. ჰკითხეთ საკუთარ თავს: გინდათ კი მხოლოდ მარტივად, გამოწვევების გარეშე იცხოვროთ? განა ეს საინტერესოა? გეხმარებათ კი ეს პიროვნულ განვითარებაში? და თუკი პასუხობთ რომ „დიახ, ეს ასეა“ ჩათვალეთ რომ გეშინიათ სიმართლის. იმ ფაქტის აღიარება, რომ ყველაფერის გაუმჯობესება შესაძლებელია — ეს უკვე სიმართლისთვის თვალის გასწორებაა. ჩამოწერეთ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს „ნაბიჯის წინ გადადგმას“, რას მოგიტანთ მეტი განათლება, ახალი კონტაქტები, ახალი უნარების განვითარება. გაიაზრებთ რა მათ ბენეფიტებს, მიხვდებით, თუ როგორი ბრწყინვალე მოტივატორი გიჭირავთ ხელში.
რჩევა 2: დაგეგმეთ სიტუაციის შესაბამისად ახალი შესაძლებლობებისაკენ სწრაფვა დაგეგმვის გარეშე ნამდვილად გაბედული ნაბიჯია, მაგრამ — არამართებული. შეეცადოთ მოახდინოთ ცვლილებები კონკრეტული სტრატეგიის გარეშე, არ მოგცემთ სასურველ შედეგს და დაბრუნდებით იქ, საიდანაც დაიწყეთ. ალბათ იკითხავთ: როგორია ეს იდეალური გეგმა? პროფესორ ენდი მოლინსკი გვირჩევს პირველ რიგში კონკრეტული გამოწვევის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. როცა გსურთ კომფორტის ზონას გასცდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს თუ რის მიღწევა გსურთ მოცემულ სიტუაციაში და ეცადეთ იყოთ სპეციფიკურები. ამ მიდგომით შესაძლებელია ეფექტურად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ ამოცანას და აკონტროლოთ მთლიანი პროცესი. მაგალითად, თუ გიწევთ ხალხმრავალ აუდიტორიაში მოხვედრა სადაც უამრავ ადამიანთან მოგიწევთ კონტაქტი, ეს კი გაფრთხობთ, შეგიძლიათ თავიდანვე მოძებნოთ 2-3 ახალი პიროვნება ვისთანაც მყისიერად შეძლებდით საერთო ენის გამონახვას, შედეგად კი შეიძენთ ახალ კონტაქტებს.
რჩევა 3: იპოვეთ მენტორი, მასწავლებელი მიუხედავად ყოვლისმომცველი გეგმისა და მიზანმიმართული ქმედებებისა — დახმარება, სიმამამცე, მოტივაცია და ინსპირაცია ის აქტივებია, რომლებიც არანაკლებ განაპირობებენ თქვენს წარმატებას. დაიხმარეთ კარგი მენტორი, რომელიც უბრალოდ შეიძლება თქვენი კოლეგა ან მეგობარი იყოს მოტივირების უშრეტი უნარით. ალბათ იკითხავთ რა საჭიროა მენტორი. მაგრამ სწორედ რომ უცხო ადამიანი უკეთ დაგანახებთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახალ სიტუაციაში უფრო ეფექტურად; მიგითითებთ სად მთავრდება თქვენი ბუნებრივი ქცევა და საიდან შეიძლება დაიწყოს არაკომფორტული ზონა. მენტორი გასწავლით როგორ გაუმკლავდეთ არასტანდარტულ, რთულ გამოწვევებს – დაგანახებთ როდის გაცდით კომფორტულ შინაგან სამყაროს და დაგარწმუნებთ თქვენი მოქმედების ურყევ სიმართლეში. დასკვნისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომფორტის ზონის მიღმა მიღწეულმა წარმატებებმა თავბრუ რომ არ დაგახვიოთ საჭიროა ადაპტაცია, მიზანმიმართული სტრატეგია, შეუპოვრობა და უამრავი მცდელობა მისაღები შედეგის მისაღწევად. თუმცა, ყოვლისმომცველი გეგმით და გაბედული ქმედებებით თქვენი შედეგები ფენომენალური იქნება. წარმატებას გისურვებთ!
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 15:12 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 753-ჯერ ავტორი: Administrator |