04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 21 » Audi TT RS მექანიკური სიჩქარეთა გადამცემი კოლოფით აღარ გამოვა

Audi TT RS მექანიკური სიჩქარეთა გადამცემი კოლოფით აღარ გამოვა

ავტოინდუსტრიული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტომატური სიჩქარეთა გადამცემი კოლოფი მალე სრულად ჩაანაცვლებს მექანიკურს. ეს ნიშნავს რომ კომპანიები მალე აღარ გამოუშვებენ მანქანებს, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ე.წ. "მექანიკით", ეს განსაკუთრებით შეეხება ამა თუ იმ ბრენდის წამყვან მოდელებს. ამის პირველი მაგალითია Audi TT RS.

როგორც მოგეხსენებათ, ტექნიკა დღითიდღე მიიწევს წინ და შესაბამისად ავტოინდუსტრიაც ვითარდება. ცნობილი ამერიკული ჟურნალ "Car and Driver"-ის მიხედვით, აუდის ერთერთი წამყვანი კუპე TT RS-ის შემდეგი ვერსია აღარ აღიჭურვება მექანიკური სიჩქარეთა გადამცემი კოლოფით და მხოდოდ და მხოლოდ 7-სიჩქარიანი ავტომატურით იქნება წარმოდგენილი. ამ ამბავმა, რასაკვირველია, დიდი მწუხარება გამოიწვია აუდის ფანებში.


წინა მოდელის უახლესთან შედარებით, დავინახავთ მკვეთრ და აბსოლუტურ კონტრასტს. მაგალითად, ამერიკაში შეგეძლო მხოლოდ მექანიკური ვერსიის ყიდვა, ხოლო ევროპაში შეგეძლო შეგეძნა ორივე, როგორც მექანიკური ასევე 7-სიჩქარიანი ორმაგ-დამჭერი ავტომატური. როგორც სჩანს, ამიერიდან ასე აღარ იქნება.


Volkswagen-ის ჯგუფი აცხადებს, რომ ახალი მოდელი იქნება უფრო სწრაფი და დახვეწილი, ასევე უსაფრთხოების და ნდობის სტაბილურობა უფრო გამყარდება. ამ ავტომატურ ვერსიაში გამოყენებული იქნება DQ500 ტიპის კოლოფი. ეს ავტომომობილი იქნება BMW M2-ის და Mercedes-Benz CLA45 AMG-ის პირდაპირი კონკურენტი. მის არსენალში შედის 2.5 ლიტრის 5-ცილინდრიანი ტურბოდამუხტული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 367 ცხენის ძალას, მაგრამ არსებობს ვარაუდი რომლის მიხედვითაც, ეს ციფრი შეიძლება 400-მდე გაიზარდოს. სტანდარტულად, TT RS იქნება კვადრო (ორხიდიანი) და როგორც უკვე ავღნიშნე, ის მოიმართება 7-სიჩქარიანი ორმაგ-დამჭერი ავტომატური სიჩქარეთა გადამცემი კოლოფით, ამიტომ კრიტიკოსები საკმაოდ სწაფ მანქანას ელიან აუდისგან.


აუდის ფანები იმედოვნებენ, რომ მექანიკური ვერსია მაინც გამოვა, ლიმიტირებული რაოდენობით მაინც. თუ გავიხსენებთ, ამერიკაში, TT RS-ის წინა მოდელზე, მხოლოდ მექანიკური ვერსიის ყიდვაზე 11,500 ადამიანმა გამოთქვა სურვილი გამოსვლიდან პირველ თვეში.



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/21 , 17:03
კატეგორია: ავტო-მოტო
ნანახია: 880-ჯერ
ავტორი: GaBo
თეგები: აუდი, Audi TT RS, tt, Audi



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz