04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 8 » ახალი Nissan GT-R-ი ლემანის პროტოტიპის ძრავით აღიჭურვება

ახალი Nissan GT-R-ი ლემანის პროტოტიპის ძრავით აღიჭურვება

გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას, Nissan-ის ლე მანის გუნდის შეფმა და ტექნიკურმა დირექტორმა ბენ ბოულბიმ განაცხადა, რომ იაპონური კომპანიის მეორე თაობის სუპერ ავტომობილი GT-R-ი, სარბოლო პროტოტიპ GT-R LM Nismo-ს ძალური დანადგარის მოდიფიცირებული ვერსიით აღიჭურვება. პროტოტიპი თავისი ორიგინალური აგებულებით და გარეგნობით გამოირჩევა და ის გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

უფრო კონკრეტულად, ახალი GT-R-ს მამოძრავებელი ძალით, ჰიბრიდული სისტემა მოამარაგებს, რომელშიც ბენზინზე მომუშავე 3.0-ლიტრიანი, წყვილ ტურბოიანი V6 ძრავი შევა. ამ ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა მოემსახურება. მისი სიმძლავრე 550 ცხენის ძალას მიაღწევს. ბოულბი ამბობს, რომ ეს აგრეგატი, საგზაო ავტომობილზე გამოყენებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან მძლავრი ძრავი, მსუბუქი და ძალიან მცირე რესურსით. მაგრამ ასეთი არ გამოგვადგებოდა. თუმცა, ამ ძრავზე ამას ვერ ვიტყვით. მისი ბრუნვების პიკი წუთში 6500 ბრუნს აღწევს და ამიტომ, სწორედ მას გამოვიყენებთ იმ აგრეგატის საფუძვლად, რომლითაც ახალი GT-R-ი აღიჭურვება“, - ამბობს ბოულბი.

ჰიბრიდული სისტემის შემადგენლობაში ასევე შევა ელექტრო ძრავი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს და ენერგიის აღდგენის სისტემა, რომელიც დამუხრუჭებისას გამოყოფილ ენერგიას შეაგროვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 800 ცხენის ძალას მიაღწევს. მისი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 2.7 წამში შეძლებს.



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/08 , 20:41
კატეგორია: ავტო-მოტო
ნანახია: 833-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz