04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 23 » 9 ჩვევა, რომელსაც ახლავე უნდა გადაეჩვიოთ

9 ჩვევა, რომელსაც ახლავე უნდა გადაეჩვიოთ

სანამ ისეთი წიგნების კითხვას დაიწყებდეთ, სადაც გასწავლიან როგორ გახდეთ მეტად პროდუქტიულები, უმჯობესია გადახედოთ იმას, თუ რისი კეთება უნდა შეწყვიტოთ, მეტი პროდუქტიულობისთვის.

სწორედ ამაზე ისაუბრა ახლახან ტიმ ფერისმა თავის აუდიო ჩანაწერში. ტიმს ეკუთვნის საკულტო ჰიტი და საერთაშორისო ბესთსელერი „4 საათიანი სამუშაო კვირა“.

გთავაზობთ ტიმის მიერ შემოთავაზებულ “აკრძალვების” 9 პუნქტიან სიას.

1. არ უპასუხოთ მათ სატელეფონო ზარებს, ვისაც არ იცნობთ.

ზარებმა მათგან, ვისაც არ იცნობთ, ძირითადად ყურადღებას გაგიფანტავთ და შეიძლება განხეთქილებაც ჩამოაგდოს თქვენ შორის. ამ ზარებმა ხშირად შეიძლება გაგაოცონ კიდეც. ისარგებლეთ ხმოვანი შეტყობინებებით.

2. ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა არ იყოს ის, რასაც პირველად გააკეთებთ დილით და ბოლოს დაძინების წინ.

სკოტ ადამსი, „Dilbert“-ის შემქმნელი მიიჩვენვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად არის, თქვენი სულიერი განწყობის და დავალების თანხვედრა.
სხვათაშორის, დღის განმავლობაში თქვენი უნარების სწორად გადანაწილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც შეიძლება სამუშაო ჩვევების გასაუმჯობესებლად გააკეთო.
თუ თქვენ დღის დასაწყისში „გადაიტანთ“ კრეატიულობასა და სამსახურზე ფიქრს, როცა ყველაზე მეტი ენერგია გაქვთ, მთელი დღე რეაქტიული იქნებით. ცნობისათვის, მოქმედებების პიკი“ გრძელდება გაღვიძების შემდეგ 2,5-4 საათი.

„სექსი, ძილი, ჭამა, დალევა, ოცნება: თქვენი სხეულის ცხოვრების ერთი დღე“-ში, ჯენიფერ აკერმანი წერს:
კვლევებმა აჩვენა, რომ სიფხიზლე და მეხსიერება, ეფექტური ფიქრის და ათვისების შესაძლებლობა, დღის განმავლობაში დროის 15-დან 30 პროცენტამდე მერყეობს. უმრავლესობა ჩვენგანი, ყველაზე მეტად პროდუქტიულია გაღვიძებიდან 2-დან 4 საათის განმავლობაში. ძირითადად, უფრო მეტად კონცენტრირებულები ვართ დილის 10 საათიდან შუადღემდე და ამ დროს უფრო შეგვიძლია კომპლექსური პრობლემების მოგვარება.

ელექტრონული ფოსტა რეაქტიულებს გვხდის. რამდენჯერ ვყოფილვართ ოფისში, გვქონია თავისუფალი საათი, გაგვიხსნია სხვადასხვა სასაუბრო საშუალებები და ის საათი „გაუჩინარებულა“. აქ ფსიქოლოგიური მომენტიც მუშაობს, რადგან ელექტრონული საშუალებები სხვადასხვა „შემავსებლებს“ გვაძლევს. ის მოქმედებს, როგორც კოკაინი და ვგრძნობთ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.

ტიმი ამბობს, რომ დილით ელექტრონული ფოსტის შემოქმება „ურევს თქვენს პრიორიტეტებს“. ძილის წინ მისი შემოწმება, რასაც უმრავლესობა ვაკეთებთ, გავლენას ახდენს ჩვენს ძილზეც.

3. არ დათანხმდეთ ისეთ შეხვედრებს ან ზარებს, სადაც არაა განსაზღვრული გეგმა ან დასრულების დრო.

ტიმი ამბობს: თუ მკაფიოდაა განსაზღვრული ის, რაზეც უნდა ისაუბროთ, თემები/კითხვები, მაშინ ეს შეხვედრა ან საქმიანი ზარი 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნები წინასწარ. ეს დაგეხმარებათ მოემზადოთ კარგად და ნაყოფიერად გამოიყენოთ ეს დრო.
მაგრამ თუ მკაფიო არ არის, მოთხოვეთ რომ ჩამოაყალიბონ დღის წესრიგი. ადვილია დანიშნო შეხვედრა, განსაკუთრებით დიდი ორიგანიზაციებისთვის. დღის წესრიგის შედგენა ბევრ რამეში დაგეხმარებათ. შეხვედრები არა მხოლოდ უკეთესი და უფრო მოკლე იქნება, მათი რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდება.

4. არ მისცეთ სხვებს უფლება „მოგაცდინონ“.

თუ ტელეფონს პასუხობთ და ამბობთ: „რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ რა ხდება?“ ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინიც იმ საქმის ნაწილი ხდებიან, რასაც აკეთებთ.

5. არ შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა მუდმივად.

„The Tyranny of Email”-ში წერს: “იმუშაო ელექტრონულ ფოსტასთან ერთად, ეს იგივეა, რომ მოგინდეს დღევანდელი ლანდშაფტის ტოპოგრაფიის შესწავლა ჩქაროსნული მატარებლიდან. საქმის ხშირი შეწყვეტა, გვიფანტავს ყურადღებას. უნდა ვიყოთ დავალებაზე ორიენტირებულები. საშინელებაა რაღაცის მოსმენა და თან კომპიუტერთან მუშაობა. შეტყობინებებში ყოველთვისაა რაღაც ახალი და ის ხშირად გვირევს დღის გეგმებს. შეტყობინებები მოდის სხვადასხვა არხებიდან ჩვენამდე — ელექტრონული ფოსტით, მესიჯებით, სოციალური ქსელებით — და ამ ეპოქაში, ჩვენც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა დიალოგში მივიღეთ მონაწილეობა. შედეგი კი მაინც ისაა, რომ დღის ბოლოს შეიძლება მაინც ასობით შეტყობინება გქონდეთ გაუხსნელი.”
რატომ ვიყენებთ ელექტრონულ ფოსტას მთელი დღე? ალბათ იმიტომ, რომ მოგვწონს ის ყურადღება, რასაც ის გვაძლევს. ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულები. ტიმი ელექტრონულ ფოსტას „კოკაინის ბურთულას“ ეძახის.

6. ზედმეტად არ ეკონტაქტოთ დაბალშემოსავლიან, დიდი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს.

ყველას გვყავს გარშემო ადამიანები, რომლებიც ჩვენგან დიდ დროს მოითხოვენ, მაგრამ ძალიან ცოტას „გვიბრუნებენ“ უკან. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ეს (არაჯანსაღი) ურთიერთობები.

7. არ იმუშაოთ უფრო მეტი „მოუცლელობის“ დასაძლევად.

ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებებს. ხანდახან უნდა თქვათ „არა“.

ფერისი გვთავაზობს, რომ წინა დღეს განსაზღვროთ თქვენი გასაკეთებელი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სადილამდე.
თუ თქვენ ნამდვილად არ იცით თქვენი პრიორიტეტები, ყველაფერი უფრო რთული და მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ეს კი ცუდის ნიშანია.

8. არ ატაროთ მობილური ტელეფონი 24 საათი, კვირაში 7 დღე.

ტიმი ამას „ციფრულ ღვედს“ უწოდებს, რომლითაც დაბმულები ვართ.

9. არ გქონდეს მოლოდინი, რომ სამსახური შეგივსებს არა-სამსახურეობრივ ურთიერთობებს.

როგორც ტიმი ამბობს, სამსახური არ არის მთელი ცხოვრება. თქვენი თანამშრომლები მხოლოდ თქვენი მეგობრები არ უნდა იყვნენ. დაგეგმეთ ცხოვრება და დაიცავით ის ისე, თითქოს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრაა. არასოდეს უთხრათ თქვენს თავს: „შაბათ-კვირას გავაკეთებ“.

სამსახური ახანგრძლივებს იმ დროს, რასაც თქვენ გასცემთ. ეს პარკინსონის კანონია. თუ თქვენ ბევრ დროს გასცემთ, ის დახარჯავს იმ დროს. გაეცით ცოტა დრო და უფრო პროდუქტიულები იქნებით.



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/23 , 17:07
კატეგორია: ჯანმრთელობა და მედიცინა
ნანახია: 867-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz