5 წარმოუდგენელი რამ, რაც შეურაცხყოფს იაპონელებს | |
იაპონური ეტიკეთი თავისი უძველესი ტრადიციებით და ბაროკო რიტუალებით გამოცდილი მოგზაურების გულშიც კი იწვევს შიშს. თუმცა ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, რადგანაც აქ მთავარი მონდომება და პატივისცემაა, და არა ის, თუ როგორ გამოგდით შესრულება. “ყველას ესმის, რომ სხვა კულტურის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ თუ შეეცდები რომ ისწავლო, ჩვენ ამას ვაფასებთ და მარტივად ვპატიობთ უნებლიე შეცდომებს” — ამბობს ტოკიოელი ტურისტული გიდი და ეტიკეტის ექსპერდი იუკო იჰარა. Palace Hotel Tokyo მოგზაურ ბიზნესმენებს და სხვა მსურველებს სთავაზობს იაპონური ეტიკეტის კერძო სემინარებს, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიდან აირიდონ უნებლიე შეურაცხყოფა იაპონელი მასპინძლების თუ ბიზნეს პარტნიორების მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილია 5 “შეცდომა”, რომელთა დაშვებაც აუცილებლად დაგაკარგინებთ მასპინძელი იაპონელების პატივისცემას და შესაძლოა ბევრად მეტსაც: 1. სავიზიტო ბარათის მიმართ უპატივცემულობაიაპონელები მიიჩნევენ, რომ სავიზიტო ბარათი ადამიანის ერთგვარი გაგრძელებაა. მიიღეთ და შესთავაზეთ თითოეული სავიზიტო ბარათი ორივე ხელით და ამავდროულად შეხედეთ თქვენ წინ მდგარ ადამიანს; შემდეგ აუცილებლად დახედეთ ბარათს შენახვამდე.
2. სოიოს სოუსში სუშის ბრინჯის ნაწილით ამოვლებაბრინჯის გადმოყრის თავიდან ასაცილებლად, გადმოატრიალეთ შუში და თევზის მხრიდან ჩააწეთ სოუსში. ესეც მსუბუქად გააკეთეთ, რადგან სოიოს სოუსით სუშის გაჟღენთვა შეურაცხმყოფელია მზარეულისთვის.
3. ბრინჯიან თეფშში საჭმელი ჩხირების ვერტიკალურად ჩარჭობა.ბუდისტებისთვის ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბრინჯს მიცვალებულს სთავაზობთ. სანაცვლოდ შეგიძლიათ ჩხირები ჰორიზონტალურად დააწყოთ თეფშზე, ან ჭურჭლის სადგამზე განათავსოთ.
4. კიმონოს არასწორად შემოხვევათუ თქვენ ტრადიციულ იაპონურ სასტუმროში რჩებით, ხშირ შემთხვევაში გაძლევენ იუკატას, ბამბის თხელ კიმონოს. როცა ჩაიცმევთ, დარწმუნდით რომ იუკატას მარცხენა კალთა მარჯვენის ზემოდან შემოიხვიოთ. თუ საპირისპიროდ იზამთ, ძალიან გაანაწყენებთ იაპონელებს, რადგან ასე მხოლოდ გვამებს მოსავენ.
5. სახლში შესვლამდე შიშველი ფეხის გარეთ დაბიჯებაიაპონელი მასპინძელი ხშირად მოელის სტუმრისგან სახლში შესვლამდე ფეხსაცმლის გახდას. თუ თქვენ შიშველი (ან წინდიანი) ფეხით მიწაზე დააბიჯებთ და ისე შეხვალთ შიგნით — სახლში ჭუჭყსაც შეიტანთ და მასპინძლის მიმართ უპატივცემულობასაც გამოიჩენთ.
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 20:20 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 846-ჯერ ავტორი: Administrator |