5 რამ, რაც ჰაკერებს არ უნდათ, რომ იცოდეთ | |
ყველა ჩვენგანს მიუღია შემდეგი სახის e-mail:
ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი შეტყობინებაა, თუმცა არის უამრავი ადამიანი, რომელიც უფრო ვერაგ და ჭკვიანურ ხერხებს იყენებს, თქვენი კომპიუტერის დასავირუსებლად. მნიშვნელოვანია ტელეფონზე საუბრისას არ უნდა წამოგცდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენს პირად ანგარიშებს შეუქმნის საფრთხეს. არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. თავად ჰაკერებიც კი თავიანთი დაუდევრობის გამო ხდებიან ვირუსი შეტევის მსხვერპლნი.
რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე ? ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რამ, რაც ჰაკერებს არ უნდათ რომ იცოდეთ:
გარდა საეჭვო ელექტრონულ მისამართებზე შესვლისა ან დაუდგენელი მისამართიდან მიღებული მასალების გადმოწერისა, ყურადღებით უნდა იყოთ ინტერნეტის მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა მოერიდოთ საეჭვო საუბრებს, იქნება ეს ქუჩაში პირისპირ თუ ტელეფონით, სადაც პერსონალურ ინფორმაციას მოითხოვენ. ამგვარი საუბრებისგან თავის არიდება მარტივი პასუხით შეგიძლიათ: „არ ვიცი“.
უნდა გვახსოვდეს რომ საკუთარი პაროლისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, ჩვენივე მეხსიერებაა და იმის შიშით რომ დაგვავიწყდება, არ უნდა გვქონდეს ფურცელზე დაწერილი ან თუნდაც კომპიუტერში არსებულ სპეციალურ პროგრამებში შენახული.
არსებობენ ისეთი ჰაკერები, რომლებიც მათთვის საჭირო ინფორმაციას თქვენთან საუბრისას ღებულობენ. ისინი ცდილობენ შემოვიდნენ თქვენთან კონტაქტში და მოიპოვონ თქვენი ნდობა. თქვენ შეიძლება წამოგცდეთ ისეთი პირადი ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იქნება თქვენსავე წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, არავინ იცის რაში გამოიყენებენ ამ ინფორმაციას. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ უცხოებთან საუბრისას, იქნება ეს მეზობელი თუ უბრალო გამვლელი.
ხშირად ყოფილა მომენტები, როდესაც რაიმე საიტის გამოყენებისას ერთჯერადად დარეგისტრირებულხართ იქ თქვენივე e-mail-ით და მის შემდეგ აღარ შესულხართ. რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია იქ რჩება და შემდგომში ბევრად ამარტივებს ინტერნეტში თქვენს შესახებ ინფორმაციის მოძიებას — იქნება ეს ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი თუ სხვა.
მაშინაც კი თუ ყველა ზემოთ ხსენებულ რჩევას დაიცავთ, მაინც ნუ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. იყავით მუდამ ყურადღებით და მოერიდეთ პირადი ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 00:33 კატეგორია: ინტერნეტი და ტექნიკა ნანახია: 747-ჯერ ავტორი: Administrator |