04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 22 » 5 გზა, რომელიც მეოცნებეს მიზნის მიმღწევად გარდაქმნის

5 გზა, რომელიც მეოცნებეს მიზნის მიმღწევად გარდაქმნის

შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება მეოცნებედ იყოთ მიჩნეული საკუთარი თავის და სხვების მიერ. თუმცა იმის თქმა რომ უბრალოდ მეოცნებე ხართ ან საქმის გამკეთებელი გავს იმის თქმას, რომ თქვენ მთლიანად ცუდი ან კარგი ხართ. არავინაა 100%-ით კარგი ან ცუდი, ისევე როგორც მიზნის მიმღწევი, ან მეოცნებე, თუმცა რომელიმე მიმართულება შესაძლოა უფრო მეტად ახასიათებდეთ. ეს სპექტრია და კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ უფრო მეტი ბალანსის დაჭერა შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, რომ  იყო მიზნის მიმღწევი არ ნიშნავს აუცილებლად, რომ იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო მეოცნებე. ორივე მახასიათებელი გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

თუმცა, თუ უფრო ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, დროა რეალობას დაუბრუნდეთ და მიზნების მისაღწევად შემდეგი 5 მარტივი ხერხი სცადოთ:

1. ჩამოწერეთ მიზნები და მიანიჭეთ თითოეულ მათგანს კონკრეტული ვადა.

ვთქვათ, ამბობთ, რომ ნოველის დაწერა და მისი გამომცემლობაში მიტანა გსურთ დასაბეჭდად. მშვენიერია, მაგრამ, რამდენად შორს ხართ მიზნისგან? ყოველდღიურად რამდენის დაწერა შეგიძლიათ? ან რას ნიშნავს თქვენთვის “დასრულებული”? ესეც ისევე გაქვთ დაგეგმილი, როგორც სამსახურში და სავარჯიშოდ სიარული?

იმის მიხედვით, თუ რამდენი გაქვთ უკვე დაწერილი, ან რამდენად ახლოს ხართ მიზნის მიღწევასთან, დათქვით კონკრეტული ვადა ან ვადები (ე.წ. “დედლაინი”), ორ წელზე ნაკლებ პერიოდში, როცა თქვენ მთლიანი ნოველის ან თითოეული ქვეთავის წერას მორჩებით. ეს მიდგომა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად გამოგადგებათ.

2. დააბალანსეთ საჭიროებები და სურვილები.

ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს გაკეთებას მოისურვებთ, აუცილებლად უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. ეს შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული თანხის დაზოგვას კონკრეტული დღისთვის (მაგალითად ქორწილი). თუ 5 000 ლარის აგროვება გსურთ, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს და გულწრფელად დაფიქრდით, რის ამოკლება შეგიძლიათ, რაც დაგეხმარებათ სასურველი თანხისთვის შესაგროვებლად დაზოგვაში. ყველაფერი, რაშიც ფულს ხარჯავთ არ წარმოადგენს საჭიროებას — სურვილების ასრულებაში საკმაო თანხები იხარჯება. თქვენ შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ დამატებითი შემოსავლის გამოსამუშავებლად მეტი მუშაობა სამსახურში (ბონუსების სისტემის შემთხვევაში), ან დამატებითი სამსახურის პოვნა და ეკონომიურად ცხოვრება.

3. ირგვლივ შემოიკრიბეთ მიზნის მიმღწევი ადამიანები.

თქვენი 5 უახლოესი მეგობარი საკმაო გავლენას ახდენს იმაზე, მიაღწევთ თუ ვერა დასახულ მიზნებს. თუ ისინიც მეოცნებეები არიან, დიდი შანსია, რომ არც თქვენ შეეცდებით რაიმეს შეცვლას. თუმცა, ალბათ ვერც აცნობიერებთ რამდენი მიზნის მიმღწევის აღმოჩენა შეიძლება თქვენს სამეგობრო და სანაცნობო წრეში. არ დაგავიწყდეთ, იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ მნიშვნელოვანია ვისთან ერთად და რაში და ხარჯავთ თქვენს დროს!

4. შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც არ მუშაობს.

ალბათ გსმენიათ აინშტაინისეული განმარტება სიგიჟისა — და რატომ აგრძელებთ ერთი და იგივეს კეთებას სხვადასხვა შედეგის მოლოდინით? თუ რამეზე ოცნებობთ და თქვენს ცდებს დადებით შედეგებამდე არ მიყავხართ, დროა გაჩერდეთ, შეაფასოთ სიტუაცია, გაარკვიოთ რაშია პრობლემა და შემდეგ თავიდან სცადოთ.

5. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი უფრო მეტ დროს წაიღებს და მეტი ეღირება.

მეოცნებეობის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის იმის წარმოდგენა, რომ რეალობაშიც ყველაფერი ისე მარტივად ხდება, როგორც ოცნებისას. თუმცა, ხშირად თქვენი გეგმების შესრულებას მეტი დრო და ფული სჭირდება, ვიდრე წარმოგედგინათ. თქვენი სამოქმედო გეგმის წერისას ცოტათი გაზარდეთ ვადები და 10%-ით მეტი თანხა გაითვალისწინეთ. “უარეს” შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ წარმატებას მორჩენილი ფულით და დროით.

ნურც მეოცნებეობაზე იტყვით უარს, რადგანაც ეს თქვენი შთაგონების და კრეატიულობის წყაროა. დააბალანსეთ ეს ორი თვისება და მოემზადეთ ოცნებების ასახდენად.



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/22 , 15:51
კატეგორია: ფსიქოლოგია
ნანახია: 883-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz