2015 წლის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მიგნებები | |
ადამიანის გონება, მეცნიერული კვლევის ყოველდღიურ საგანს წარმოადგენს. კითხვები, თუ რა აბედნიერებს ადამიანს, რა მართავს ემოციებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი უფრო ბედნიერად, ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნოთ, ნებისმიერი დროების ამოუცნობი და ბოლომდე შეუსწავლელი კითხვაა. გაცვეთილი ფრაზა, რომელიც ხშირად გვსმენია, გამოგვიყენებია, რაზეც ხშრიად გვიკამათია, რასაც ყველანი ვეთანხმებით, მაგრამ რეალობაში ნაკლებად ვიყენებთ: ჩვენ ბედნიერებას, ვეძებთ არასწორ განზომილებებში რა არის ადამიანისთვის ბედნიერება?! ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ბედნიერებას დიდი დოზით აკავშირებენ გრანდიოზულ კარიერულ წარმატებასთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან და აქედან გამომდინარე ყველა ცხოვრებისეულ სიამესთან. სამწუხაროდ, უყურადღებოდ რჩება ის წვრილმანები, რაც ქმნის რეალურად ბედნიერ წუთებს და უხილავად ასაზრდოებს ყოფიერებას. როგორც წესი, მსგავსი წვრილმანები შეუმჩნევლად ბათილდება და იფანტება დღის განმავლობაში. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, 2014 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა. უნივერსიტეტის კვლევაში, მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა სტუდენტებმა. მიზანი სწორედ ბედნიერების წყაროს განსაზღვა იყო. კერძოდ კი, იმ მატერიალური ნივთების, რომლებიც ბედნიერებას ჰგვრიან ადამიანებს. ექსპერიმენტის პირობა შემდეგნაირი იყო: მოხალისეებს სთხოვეს, რომ შეენახათ თავიანთი 5 საყვარელი ნივთი დროის კაფსულაში და განესაზღვრათ ბედნიერება, რომელსაც ამ ნივთების დაბრუნება მოუტანდათ მათ 3 თვის შემდეგ. ექსპერიმენტის დასრულების შედეგად აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს მოლოდინები გაუცრუვდათ და თავიანთი ნივთების უკან დაბრუნებით, არანარი ბედნიერების განცდა არ ჰქონიათ. აღნიშნული ექსპერიმენტი ძალზედ მარტივი და შინაარსიანია. ბედნიერება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რასაც როგორც ნორმა წარმოშობს ადამიანური გრძნობების ურთიერთკავშირი. ბედნიერების ძიება მატერიალისტური კუთხით შესაძლებელია გარკვეულ დონემდე თუმცა გარკვეულ წილად პარადოქსულია. არის კი „ის“ ბედნიერება რასაც ძიება სჭირდება?! შეცვალე დამოკიდებულება 2014 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც თანაგრძნობით და სიბრალულით ეკიდებიან გარკვეულ საკითხებს, უფრო მარტივად ახერხებენ იმედგაცრუებასთან გამკვლავებას. რაც უფრო მეტად იმუხტება ადამიანი დადებითი ემოციებით და კეთილგანწყობით მით უფრო ინფანტილურია მისი დამოკიდებულება, უმნიშვნელო დეტალების მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავი ტიპის ქალები ნაკლებად რეაქციულები არიან, როცა მათ შენიშვნას აძლევენ წონასთან და ფორმებთან დაკავშირებით. დაამარცხე ნეგატიურობა და სიბრაზე პესიმისტური, ნეგატიური, აზროვნება ხშირშემთხვევაში ბლოკავს დადებით იმპულსებს და ნაკლებად სასიამოვნოს ხდის ცხოვრებას. უფრო მეტიც, მსგავსი აზროვნება იწვევს ემოციურ და ფსიქოლოგიური პრობლემებს. ხშირად ადამიანების ნეგატიური განწყობა, განპირობებულია რეალური მიზეზების გარეშე. მატერიალისტურ საზოგადოებაში ცხოვრება, ხშირად ზღუდავს ადამიანურ გრძნობებს და ტენდენციურს ხდის მას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური ცხოვრებამ არ უნდა გადაინაცვლოს, პარალელურ სივრცეში და დინამიურად უნდა ვითარდებოდეს ყოფიერებასთან ერთად. გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 14:13 კატეგორია: ფსიქოლოგია ნანახია: 714-ჯერ ავტორი: Administrator |