ზემოთ-ქვემოთ დაათვალიერეთ საიტი და ნახეთ თითოეული რეკლამის ადგილი.
ფასზე დაგვიკავშირდით.
თავფურცელი » 2015»ივლისი»26 » 18 წლის გოგონამ, თავისი 1969 წლის კამაროთი, მეოთხედი მილი 8 წამში დაფარა
18 წლის გოგონამ, თავისი 1969 წლის კამაროთი, მეოთხედი მილი 8 წამში დაფარა
გაიცანით ალექს ტეილორი, 18 წლის გოგონა, რომელიც კარგა ხანია მის მაღალ-ოქტანურ ოცნებას მისდევს და ახლა მას სიამაყით შეუძლია თქვას, რომ მან, თავისი მანქანით 8 წამში დაფარა მეოთხედი მილი(402 მეტრი) "Rocky Mountain" რბოლის კვირეულზე.
ცხადია ის, რომ ალექსი არის ყველაზე ახალგაზრდა გამომსვლელი ამ კონკურსზე და მის არსენალში შედის 1969 წლის შევროლეტ კამარო. რა თქმა უნდა, კლასიკურ ამერიკულ კუნთებს სერიოზული მოდიფიკაცია დასჭირდა, რომ ასეთი ძალა გამოემუშავებინა. ძაღლის თავი კი სწორედ ტყუპ-ტურბოშია დამარხული.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ალექსი და თავისი მანქანა ქვემოთ მოცემულ კლიპში. გოგონას მეგობარი აცხადებს, რომ ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ალექსი სიამოვნებით და პროფესიონალურად ატარებს თავისივე აწყობილ კამაროს. მან რბოლა 16 წლის ასაკში დაიწყო. ამ ახალგაზრდა მრბოლერმა პირველად მონაწილეობა მიიღო დრაგში (drag race), რომელიც ამავე სახეობის კვირეულზე იმართებოდა.რასაკვირველია, ჩვენ აქ საუბარი გვაქვს გოგონაზე, რომელმაც იცის მისი გზა ძრავის გარშემო. ალექსს ასევე გაეგება ერთი ან ორი რაღაც მანქანის სხვა მექანიზმებზე, რადგან ის ამ გზით გაიზარდა. მისი ოჯახი ფრიად ჩართულია რბოლებში, ამიტომ ალექსზე ბენზინის სუნმა და ძრავის ხმაურმა დიდი გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა კარგი გაგებით. ის თავის ტყუპ-ტურბოიან მონსტრ Camaro-ს, "Badmaro"-ს ეძახის.
დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს.