14 ფოტო, რომელიც გვიჩვენებს, რომ მსოფლიო გადატვირთულია ადამიანებით | |
მსოფლიო ხალხმრავლობა პრობლემად მიგაჩნიათ? ახალი სტატისტიკური მონაცემებით დღეს თუ არა 2100 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი 11 მილიარდს მიაღწევს. დღეისათვის კი 7 მილიარდს უკვე გადააჭარბა. თქვენ ეთანხმებით ამას თუ არა, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად და საზრუნავად იქცა. Reuters-ის ეს ფოტო-კოლექცია გვიჩვენებს თუ რამდენად მჭიდროდაა დასახლებული მსოფლიოს რამდენიმე ადგილი.
სანაპირო ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ჩვეულებრივ შაბათ დღეს. აქ ყოფნა მისწრებაა განტვირთვისთვის
ინდონეზიელი მგზავრები ცდილობენ მატარებლის შესასვლელს მოეჭიდნონ. მხოლოდ 300 მატარებელი დღიურად ნახევარ მილიონ ადამიანს ემსახურება.
ეს არის რკინიგზის სადგურში შესასვლელი რიგი ფილიპინებში. გაზრდილი საწვავის ფასის გამო, ფილიპინელები საჯარო ტრანსპორტით მგზავრობას ამჯობინებენ.
აუზი ჩინეთის პროვინციაში ზაფხულის ცხელ დღეს.
ლონდონელები სამხედრო პირების პატივსაცემად გამართულ ყოველწლიურ დღესასწაულზე. ლიფტებიც კი გადაჭედილია ადამიანებით.
ამ ადამიანმა ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტასთვის ჩვეულ უზარმაზარ საცობს დააღწია თავი ავტობუსების ხაზში ველოსიპედით მოძრაობით.
12 მილიონიან მუმბაიში მგზავრები მატარებლების შეცვლის დროს პიკის საათში.
ყოველ წელს 12,5 მილიონი ჩინელი აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
სტუდენტების საერთო საცხოვრებელი ჰუბეის პროვინციაში, ჩინეთში. ეს არის იაფფასიანი საცხოვრებელი სტუდენტებისთვის ვისაც უჭირს სამსახურის შოვნა და სწავლასთან შეთავსება.
მილიონზე მეტი კათოლიკე სტუმრობს ბრაზილიის ქალაქ ბელემს მოსანახულებლად. რიგში დგომა მსუბუქად რომ ვთქვათ ხშირად არაკომფორტულიც ხდება.
ფილიპინელი ფანები უყურებენ ბოქსის ორთაბრძოლას ადგილობრივ კლუბში სადაც მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია.
სამსახურის მაძიებლები დასაქმების ფორუმზე. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში უმუშევრობა მთავარ მპრიბლემას წარმოადგენს.
სამხრეთ კორეელი ფეხბურთის ფანები უყურებენ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე სეულის სითი ჰოლ პლაზაში.
პიკის საათი ტაივანში, სადაც ყოველდღიურად 8.8 მილიონი მოტოციკლი და 4.8 მილიონი მანქანა მოძრაობს, რომელიც ასევე წარმოადგენს გარემოს დაბინძურების მთავარ პრობლემას).
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/24 , 20:31 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 1004-ჯერ ავტორი: Administrator |