04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 24 » 12 ყველაზე რომანტიკული პატარა ქალაქი ევროპაში

12 ყველაზე რომანტიკული პატარა ქალაქი ევროპაში

თუკი გსურთ ხალხმრავლობას და ხმაურს გაარიდოთ თავი და რომანტიკულად გაატაროთ არდადეგები საყვარელ ადამიანთან ერთად, მაშინ აუცილებლად უნდა მომინახულოთ ამ 12 ქალაქიდან ერთ-ერთი.

 

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ევროპის ყველაზე რომანტიკულ პატარა ქალაქს, და სულაც არ არის რთული იმის მიხვედრა თუ რატომ. არ აქვს მნიშნელობა ზაფხულში ეწვევით თუ ზამთარში (ნებისმიერ დროს), შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს საოცრად რომანტიკული ქალაქი.

 

ჰოლსტატი, ავსტრია

ეს პატარა დამალული მარგალიტი შესანიშნავი ადგილია ზამთრის არდადეგების გასატარებლად. თოვლი, სილამაზე, ცეცხლთან გატარებული ბნელი ღამეები — მეტი რა უნდა ინატრო?!..

 

ჩესკი-კრუმლოვი

პრაღიდან ორიოდე საათის სავალზე უჩვეულოდ ლამაზ ქალაქს აღმოაჩენთ. ჩესკი-კრუმლოვი საუკეთესო ადგილია რამდენიმე დღით რეალობისგან თავის დასაღწევად. აქ შეგიძიათ ისიამოვნოთ ნამდვილი ჩეხური სტუმართმოყვარეობით, რასაც გადატვირთულ დედაქალაქში იშვიათდ თუ შეიგრძნობთ.

 

ჩინკვე-ტერე

არავის გაუკვირდება ამ ულამაზესი პატარა ქალაქის მოხვედრა რომანტიკული ადგილების სიაში. ჩინკვე-ტერე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სილამაზით. მისი შარმი იმაში მდგომარეობს, რომ მოკლებულია თანამედროვე განვითარებას. სოფლებს ერთმანეთთან საცხენოსნო ბილიკები, მატარებლები და ნავები აკავშირებს, მანქანით მიდგომა შეუძლებელია.

 

ვროცლავი, პოლონეთი

ნაკლებად ცნობილი ვროცლავი შესანიშნავი არჩევანია მოგზაურთათვის, რომლებიც ერიდებიან მრავალჯერ გადატკეპნილ გზებს და ტურისტების მიერ ხშირად მონახულებად ადგილებს. ვროცლავი მდიდარია გამორჩეული პოლონური არქიტექტურით— ერთდროულად ფერადი და მომხიბლავი!

 

ბავარია, გერმანია

რატომ უნდა დაასახელო მხოლოდ ერთი ქალაქი, თუ შეგიძლია ბევრს ეწვიო? მიუხედავად იმისა, რომ ბავარია რეგიონია გერმანიაში, ჩვენ ვერ შევძელით აგვერჩია ერთი ქალაქი, აქ ყველაფერი უნდა მოინახულოთ! დაიქირავეთ მანქანა და შემოიარეთ ბავარია, გერმანიის ყველაზე რომატიკული ადგილი!

 

სენტ-მორიცი

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ის სავსეა მოთხილამურეებით, სენტ-მორიცი ნამდვილი საგანძურია თბილი სეზონების დროსაც. ამ კურორტს ხშირად სტუმრობს მაღალი საზოგადოება და ის მხოსფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ კურორტადაა მიჩნეული. აქ გატარებული დღეები ნამდვილად არასოდეს დაგავიწყდებათ!

 

ჰარლემი, ნიდერლანდები

ნაკლებად ცნობილ ჰარლემში შეგიძლიათ შეიგრძნოთ უფრო მეტი ჰონადიური ხიბლი, ვიდრე ამსტერდამში. ის ჰოლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მის ქუჩებში საუკუნოვანი ევროპული ისტორია შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

 

პორტუ, პორტუგალია

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ტურისტები და მოგზაურები პორტუს გვერდის ავლით მიემართებოდნენ ლისაბონისკენ, ეს მეთევზეთა სოფელი ახლა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ამ ულამაზეს ადგილას თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ეზიაროთ პორტუგალიის წარსულ და ახლანდელ კულტურას.

 

კოლმარი, საფრანგეთი

გერმანიის და სარანგეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი საოცნებო რომანტიკის ნავსაყუდელია. აქ ორი ქვეყნის კულტურა ერწყმის ერთმანეთს და მის ქუჩებში ხეტიალიც არასდროს მოგბეზრდებათ.

 

გდანსკი, პოლონეთი

კრაკოვთან და ვარშავასთან შედარებით ნაკლებად ცნობილი გდანსკი ულამაზესი საპორტო ქალაქია. ის გამოირაჩევა საოცარი არქიტექტურით, არაჩვეულებრივი რესტორნებით და ბარებით, და აქ საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ რამდენიმე დაუვიწყარი რომანტიკული დღე გაატაროთ.

 

ბლედის ტბა, სლოვაკეთი

ბლედის ტბას წარდგენა არ სჭირდება… განსაკუთრებით მაშინ, როცა ფოტო 1000 სიტყვას ამბობს. შეუძლებელია რაიმე იყოს უფრო რომანტიკული ვიდრე ევროპის ამ გასაოცრად ლამაზ ტბაზე სეირნობა ნავით, და კუნძულზე ხეტიალი ძველი ეკლესიის მოსანახულებლად.

 

World of Wanderlust



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/24 , 21:12
კატეგორია: ფლორა და ფაუნა
ნანახია: 1509-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz