10 ულამაზესი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ საშობაოდ | |
ვენა, ავსტრიაშობისთვის ვენა განსაკუთრებულად ემზადება ყოველწლიურად. ქუჩები მორთულია ნათურების ულამაზესი გირლიანდებით, ხოლო მაღაზიები ნაძვის ტოტებით და აბრეშუმის ბაფთებით. უზარმაზარ განათებულ ჭაღებს წმინდა სტეფენის კათედრალამდე მივყავართ. 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ტარდება კონცერტები შონბრუნის სასახლეში. წინასაშობაოდ ამ ულამაზესი ქალაქის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ. ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენიThe Japanese Pagoda — პოპულარული რესტორანი ტივოლის ტბაზე, ერთ-ერთია უამრავ შენობას შორის, რომელიც დანიაში, რომელიც განსაკუთრებული საშბაო დეკორაციებით და ფერადი ნათურებით ირთვება ყოველწლიურად. გარდა სილამაზით ტკბობისა, აქ ჩასულ ვიზიტორებს უამრავი გამორჩეული და რომანტიული ადგილის მონახულება შეუძლიათ და უგემრიელესი დანიური დესერტების დაგემოვნება. (11 ნოემბერი – 30 დეკემბერი) ბრიუსელი, ბელგიადრამატულად განათებული შენობები და მუდმივად აჟღერებული მუსიკა ისტორიულ Grand Place-სთან სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით. საშობაო ბაზრობაზე 240-მდე შალე (ალპური რეგიონისთვის დამახასიათებელი ხის შენობა) მოგემსახურებათ უგემრიელესი ბელგიური ვაფლის და ტკბილეულის დაგემოვნებას თუ მოისურვებთ. (25 ნოემბერი – 11 იანვარი) ქოლევეი გარდენს, ჯორჯია, აშშ8 მილიონი ნათურა ამშვენებს ამ ულამაზესი კურორტის ტყიან ლანდშაფტს და 18 ნოემრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ზღაპრული სანახაობა ელის ტურისტებს. ტყეში სადღესასწაულო სცენებია წარმოდგენილი თემების მიხედვით (ფიფქების მდელო, მაკნატუნა, შობის წინა ღამე და ა.შ.). კურორტზე სანტასთან ფოტოების გადაღების გარდა შოპინგი და გემრიელი ვახშმის მირთმევაც შეიძლება. მედელინი, კოლუმბიაეს მშვენიერი ადგილი ადრე ნარკოტიკების ქალაქად იყო ცნობილი, დღეს კი უამრავ მნახველს იზიდავს ფანტასტიური საშობაო მორთულობით. 3 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვების ჩათვლით აქ საკარნავალო გარემო სუფევს. უზარმაზარი 3D ნაძვის ხის ორნამენტები ნათურებით აწყობილი გიგანტური ფიგურები მედელინის მდინარის პირას საოცარ სანახაობას ქმნის. გოტენბურგი, შვედეთიშემწვარი ნუშის და წითელი ღვინის არომატი პირველია, რასაც აქ ვიზიტისას იგრძნობთ მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში. 5 მილიონი ნათურა ამშვენებს ქალაქს და 700 მორთული ნაძვის ხე დგას ლისებერგის გასართობ პარკში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე (იხსნება 18 ნოემბრიდან). წყვილებს შეუძლიათ ნავსადგომისკენ მიმავალ 3 კილომეტრიან ხეივანში ისეირნონ, სადაც თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე ცოცხალი შესრულებით მოისმენენ საშობაო სიმღერებს. ჰონგ-კონგი, ჩინეთიჰონგ-კონგში საშობაოდ გასაოცარი სანახაობები იმართება. აქ თითქმის ყველა მაღალი შენობა და სავაჭრო ცენტრი დისნეი ლენდს ეჯიბრება ფანტასტიური საშობაო გარემოს შექმნაში და ღამით ბევრ საჰაერო შოუს იხილავთ მუსიკის ჰანგების თანხლებით. ქალაქის ცენტრს გიგანტური სვაროვსკის ნაძვის ხე ამშვენებს. ამ შესანიშნავი სანახაობების სიტყვით გადმოცემა ძალიან რთულია — სჯობს საკუთარი თვალით იხილოთ ყველაფერი. და თუ ახალ წელსაც ჰონგ-კონგში შეხვდებით, აქ გატარებული შვებულება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. (ნოემბერი 25 – იანვარი 1) მადრიდი, ესპანეთიმადრიდის Plaza Mayor ულამაზესი განათებებითაა გაფორმებული, რაც მყუდრო და რომანტიულ გარემოს ქმნის. აქ საშობაო ბაზრობა ჯერ კიდევ შუა 1800-იან წლებში იმართებოდა და გარდა საშობაო ფიგურებისა და უგემრიელესი ტკბილეულის შეძენისა, აქ უამრავი გასართობი ღონისძიება იმართება ყოველდღიურად, რომლის კულმინაციაც 5 იანვრის პარადია, რომელიც ეპიფანიის აღსანიშნავად ტარდება. კობე, იაპონია1995 წლის კობეს მიწისძვრის შემდეგ, იტალიამ ათასობით ხელით მოხატული სადღესასწაულო ნათურა გაგზავნა ქალაქის დიზაინის დასამშვენებლად. ნათურები გოთური სტილის რკინის კონსტრუქციებში გამოიყენეს (luminarie). მას შემდეგ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება სინათლის ფესტივალი. (1-12 დეკემბერი) სენტ ავგუსტინი, ფლორიდაერთ დროს ეპანური მმართველობის ქვეშ მყოფ ქალაქში, დღესაც იგრძნობა XVI საუკუნის კულტურა: თეთრი სანთლები, რომლებიც ერთ დროს კოლონისთების ფანჯრებიდან ბჟუტავდნენ… 2 მილიონი საშობაო თეთრი ნათურით განათებული ისტორიული უბანი… თუ გსურთ რომანტიკული დროში მოგზაურობა მოიწყოთ, სენტ ავგუსტინიდან დაიწყეთ. (19 ნოემბერი – 31 იანვარი) გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/22 , 00:21 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 994-ჯერ ავტორი: Administrator |