04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 6 » 10 რჩევა მოტივაციისთვის

10 რჩევა მოტივაციისთვის

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რესურსებს,  რაც იწვევს მათ უმოქმედობას, რასაც ყოველთვის ტიპიური გამართლებები სდევს თან: “ვერ შევძლებ”, “ვერ გავაკეთებ”, “არ ვიცი”, “ვერ ვისწავლი”, “რომ შემეძლოს”, “რომ მქონოდა”, ” რომ ვყოფილიყავი” და ა.შ.

უმეტესწილად, ადამიანების წარუმატებლობის მიზეზი, ადამიანის ქმედითუნარიანობის არ გამოყენებითაა გამოწვეული.

მსგავსი ტიპის ადამიანები, რომლებიც ვერ იმკვიდრებენ თავს სასურველ გარემოში, ყოველთვის ცდილობენ მიზეზების ძებნას და როგორც წესი, ყველაფრის გარემო ფაქტორებზე გადაბრალებას.

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, თქვენი პრობლემების ამოცნობაში და მოგცემთ მოკლე რჩევებს მათთან გამკლავებაში.

 

1. უარყავი უმწეობა

მოტივირებული და შეუპოვარი ადამიანები, ყოველთვის ძიების პროცესში არიან და ამით ნაყოფიერ შედეგსაც აღწევენ.

სამწუხაროდ, ყველას თანაბრად არ შესწევს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ  პრობლემებს ურყევი ძალისხმევით გაუმკლავდნენ, ამიტომ ხშირად ადამიანებს იმედგაცრუების გრძნობა ეუფლებათ, რაც მეტწილად თავიანთი  ცნობიერებითაა იმიტირებული.

გახსოვდეთ, რომ უმწეობით და გაუბედაობით, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება და მსგავს სიტუაციებში გვერდზე გადგომა ყველაზე მარტივია.  მოიკრიბეთ ძალები და  პოზიტიური განწყობით შეუდექით საქმეს!

2. იმოქმედე

მოტივირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები უშიშრები არიან. ისინი დროს წუწუნსა და ყოყმანობაში არ ხარჯავენ, ისინი მობილიზებულად მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე.  გახსოვდეს, რომ დრო არის ცხოვრება, ნუ ელოდები, იმოქმედე!

3. მორჩი წუწუნს!

მოტივირებული ადამიანები არ წუწუნებენ და ნაკლებად გამოხატავენ უკმაყოფილებას, რადგან იციან, რომ ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა. წუწუნი და უკმაყოფილება იმ ადამიანებისთვისაა სახასიათო, რომლებსაც არ შესწევთ ძალა და ნებისყოფა აკონტროლონ თავიანთი ემოციურობა. გახსოვდეს, რომ დრო ყველასთვის ერთია. ამიტომ, გამოიყენე შენი მაქსიმუმი. შეუდექი საქმეს!

4. გამოიყენე სხვისი გამოცდილება

ცნობილი ფრაზა “ჭკვიანი ყოველთვის სხვის შეცდომებზე სწავლობს” აქტუალური რჩება ყველა დროსა და თაობაში. რა თქმა უნდა საკუთარი შეცდომები ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისა და გამოცდილებისთვის,  მაგრამ როდესაც არსებობს შესაძლებლობა, იმისი რომ სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ, გარკვეულ სიტუაციებში უკეთესია, რომ მსგავსად მოიქცეთ

5. იყავი შედეგზე ორიენტირებული

მოტივირებული ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი საქმე შედეგის მომტანი იყოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ისინი ძალებს არ ზოგავენ და მიჰყვებიან ცხოვრების ძალიან მარტივ პრინციპს: “რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”.

6. მიიყვანე საქმე ფინალამდე

მოტივირებული ადამიანები ყოველთვის ასრულებენ წამოწყებულ საქმეს. ისინი არიან ინიციატორები და ბოლომდე მიჰყავთ დასახული ჩანაფიქრი. იყავი გეგმიური და გახსოვდეთ, რომ საქმის უკუგდებით არაფერი იცვლება.

7. შეწყვიტე ღელვა და დაიწყე საქმის კეთება

მოტივირებული ადამიანები ემოციურ მანიპულაციებს არ ემორჩილებიან, ისინი მოქმედებენ.  გახსოვდეს, რომ სანამ შენ წუწუნებ და დროს ფუჭად ხარჯავ, სხვა ამ დროს საქმის კეთებითაა დაკავებული. გახსოვდეს, რომ დროს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს, ამიტომ გამოიყენე შენი აწმყო, იმოქმედე!

8. გაზარდე შენი მოლოდინი

მოტივირებული ადამიანი, ყოველთვის ცდილობს თავისი მაქსიმუმის მიღწევას. ის ორიენტირებულია თავისი მიზნის განხორციელებაზე, მაგრამ შეეცდება ეს განსხვავებული და უფრო წარმატებული გზით გააკეთოს. გახსოვდეს, რომ პრობლემის გადაჭრის ხიბლი სხვა დიდი მოლოდინების მიღწევასა და წინაღობების გადალახვაში მდგომარეობს.

9. დაამარცხე წინაღობები

მოტივირებული ადამიანები პოზიტიური ხედვით გამოირჩევიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ პოზიტიური დამოკიდებულება მომავლის მიმართ, არ ნიშნავს რეალობის არასწორად აღქმას. მოტივირებული ადამიანები, სწორად აფასებენ არსებულს და აყალიბებენ შესაბამის ხედვას, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წინაღობები, როგორც პირად ასევე კარიერულ ცხოვრებაში, მაგრამ მათთვის ეს გადაუჭრელ პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ყოველთვის მზად არიან შეეჭიდონ რთულს და მიიღონ გამოცდილება ყველა არსებული შესაძლებლობიდან.

10. ასაზრდოვე შენი გრძნობები

მოტივირებულ ადამიანებს შესწევთ საკმარისი  ძალა იმისთვის, რომ წინაღობებს გაუმკლავდნენ. ისინი არასდროს ვარდებიან სასწოწარკვეთილებაში, რადგან ყოველთვის იციან, როგორ შეიძლება აიმაღლონ მოტივაცია რთულ სიტუაციებში და რა ხერხებით გაუმკლავდნენ პრობლმებს.

გახსოვდეს, რომ :”ძღვენი არ ეძლევა მხოლოდ ჭკვიანს, ძღვენი არ ეძლევა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია მეტი რესურსი ან სოციალური სტატუსი, ძღვენი ეძლევა იმ ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ მოქმედებენ”



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/07 , 00:55
კატეგორია: ბიზნესი
ნანახია: 810-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz