10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის | |
იცვლება მსოფლიო, და შესაბამისად იცვლება შრომის ბაზარიც. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა, და არასდროს ვყოფილვართ ასე გლობალურად დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი უნარები, რასაც დღეს ვიყენებთ სამსახურში, შესაძლოა საჭირო აღარ იყოს ახლო მომავალში. იმისთვის, რომ მომავალს მომზადებული და კონკურენტუნარიანი შეხვდეთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას, და მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას ახალი უნარების გასავითარებლად და დასახვეწად. შესაძლოა 2020 წელი შორეულ მომავლად მიგაჩნდეთ, მაგრამ თუწამით დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ 5 წელი არც ისე ბევრია. ცვლილებების გამომწვევ მთავარ მიზეზებში დასახელდა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა (2025 წლისათვის 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა აშშ-ში 70%-ით გაიზრდება); სმარტ ტექნოლოგიების და სისტემების აღზევება (სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია ბევრ სამუშაო ადგილს გაანადგურებს) და ახალი მედია ეკოლოგია (ინოვაციური საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ექსტრემალურად ფართო მასშტაბებით იმუშაონ). 10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის:
გაუზიარე მეგობრებს:
| |
დამატების თარიღი: 15/07/07 , 00:48 კატეგორია: სხვადასხვა ნანახია: 842-ჯერ ავტორი: Administrator |