04.02.2016
საიტი იყიდება !!!
მსურველებმა მომწერეთ
facebook.com/aleksandre.tsaava
ან დარეკეთ
599 07 64 07

თავფურცელი » 2015 » ივლისი » 24 » 10 ბედნიერი სამსახური, სადაც უმაღლესი განათლება საჭირო არ არის

10 ბედნიერი სამსახური, სადაც უმაღლესი განათლება საჭირო არ არის

უმაღლესი განათლება მეტი ფულის გამომუშავების შანსს ზრდის, მაგრამ ის სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი სამსახური მოგწონდეთ და გაბედნიერებდეთ.
Business Insider-მა და CareerBliss.com-მა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა 10 ბედნიერების მომნიჭებელი სამუშაოს გამოსარკვევად, რომლებიც არ საჭიროებენ უმაღლეს 4-წლიან განათლებას.
სია 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე მიღებული ინფორმაციით შედგა.
დასაქმებულებს, საკუთარი სამსახურის შეფასება 5 ბალიანი შკალით დაევალათ შემდეგ კრიტერიუმებში:

  • ხელმძღვანელთან ურთიერთობა;
  • თანამშრომლებთან ურთიერთობა;
  • სამუშაო გარემო;
  • სამუშაო რესურსები;
  • კომპენსაცია;
  • განვითარების შესაძლებლობები;
  • ორგანიზაციის კულტურა;
  • კომპანიის რეპუტაცია;
  • ყოველდღიური დავალებები;  და
  • გადამეტებული მუშაობის კონტროლი.

CareerBliss_მა შეაჯერა მონაცემები, რათა მიეღო თითოეული სამუშაოს საშუალო ბედნიერების ინდექსი, რასაც შემდეგ ბლისის ქულა უწოდეს. შედეგები დალაგებულია, კონკრეტულ სამუშაოზე, განათლების ხარისხის მოთხოვნის მიხედვით, რამაც დაამტკიცა, რომ ბედნიერების მიმნიჭებელი სამუშაო ადგილები არ საჭიროებენ ბაკალავრის ხარისხს.

„ბევრი წარმატებული კომპანიის დამფუძნებელს არ აქვს უმაღლესი განათლება და არიან ბედნიერები და წარმატებულები“._ამბობს CareerBliss_ის ბედნიერების ოფიცერი-ჰედი გოლედჯი . „ბევრი ჩვენი მომხმარებელი მუშაობს დღიურად, რომ დაფარონ გადასახადები; ისინი ღამეებს და უქმეებს ხარჯავენ საკუთარი კომპანიების შესაქმნელად – იმის შესაქმნელად, რაც უყვართ და აბედნიერებთ.

ქვემოთ მოცემულია ბედნიერი პროფესიების ჩამონათვალი, სადაც უმაღლესი განათლების ქონა არ არის სავალდებულო. თუმცა, თუ ქართულ რეალობას გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, რომ ყველა მათგანისგან სულ მცირე ბაკალავრის დიპლომის აფრიალება მოითხოვონ დამსაქმებლებმა.

 

 

Business Insider



გაუზიარე მეგობრებს:
დამატების თარიღი: 15/07/24 , 15:30
კატეგორია: ბიზნესი
ნანახია: 1763-ჯერ
ავტორი: Administrator



კომენტარები:


მთვლელები
ყველა უფლება დაცულია

ჰოსტერი uCoz